რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას
სოლიდარობის თემის განცხადება
ნაილეს დილა ტრადიციულად დაიწყო. დილის 5 საათზე, ჯერ კიდევ ბინდი და ნისლი რომ ერთურთს ელამუნებოდა. ორსართულიანი ხის სახლის მეორე სართულის პატარა ოთახში, ფერადი ნაქარგებით სავსე თეთრზეწრიანი, საბანგადაფარებული საწოლიდან ფეხაკრეფით გამოძვრა თხელი სხეული. ხელის ცეცების გარეშე შეეძლო კუთხეში მიკეცილი ტანსაცმლის გადაცმა ისე, რომ ოთახში მჭიდროდ განლაგებულ საწოლებზე მიძინებული ხუთი შვილი არ გაეღვიძებინა. რუტინულად წაიკრავდა თავზე სილგის,
ქალისთვის ყოველი დღე ბრძოლაა Read More »
ძალადობა – ეს ტერმინი ყველა ასაკში სხვადასხვაგვარად მესმოდა. კალენდარზე ყოველი წლის ცვლილებასთან ერთად სხვაფერდებოდა, სეზონის გამოცვლასთან ერთად იმ სეზონივით ფერებს იცვლიდა, რომელი სეზონიც დგებოდა: ზამთარში უფრო ცივი იყო, გაზაფხულზე უფრო მეფერადებოდა, ზაფხულში ცოტა რუჯისფერი ხდებოდა, შემოდგომაზე კი ყველა ძალადობის ფაქტი მცვიოდა კანიდან, როგორც ხეებს ცვივა ფოთლები. ძალადობა ბავშვობისას სათამაშოს დათმობა მეგონა, ბზრიალას თუ თოჯინას გამო
მორჩილება “კარგი გოგოს” სტატუსისთვის და ურჩი ქალის სევდა მთაში Read More »
წინამდებარე რუკა ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებით კი, აჭარის ხის მეჩეთების წარმოჩენასა და პოპულარიზაციას ემსახურება. რუკაზე დატანილია ხის მეჩეთების საუკეთესო ნიმუშები, რომლებიც გამოირჩევა თავიანთი ადგილმდებარეობით, ექსტერიერისა და მდიდარი ინტერიერის ურთიერთკავშირითა და ცალკეული არქიტექტურული დეტალების მაღალი მხატვრულობით. ეს უნიკალური ხის მეჩეთები ქართველი ხალხის მრავალფეროვანი კულტურისა და არქიტექტურული შემოქმედების მოწმეა. გახდი მრავალფეროვნების ქომაგი მეჩეთებში გადაღებული ფოტოების რომელიმე სოციალური მედიის
აჭარის მეჩეთების რუკა Read More »
ადიგენში ქართველი მუსლიმების განგრძობადი დევნა შემაშფოთებელ ფორმებს იღებს სოლიდარობის თემი და სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანებიან დაბა ადიგენში მიმდინარე მოვლენებს და სახელმწიფოს რელიგიის თავისუფლების და რელიგიური თანასწორობის, ასევე სოციალური მშვიდობის დასაცავად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. 2024 წლის 8 მარტს ადგილობრივი მართლმადიდებელი სასულიერო პირების ნაწილი და მრევლი (200-მდე ადამიანი) მიუახლოვდა დაბა ადიგენში მდებარე იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის
სოლიდარობის თემისა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადება Read More »
სოლიდარობის თემი აცხადებს ესეების/ბლოგების კონკურსს “ქალები აჭარის ყოველდღიურობაში”. კონკურსის თემატიკა: მთაში მცხოვრები ქალების საშინაო შრომა; შშმ ქალების გამოწვევები აჭარაში; ქვიარ ქალების გამოწვევები აჭარაში; ფემინისტი ქალების გამოწვევები აჭარაში; თავსაფრიანი ქალების გამოწვევები; სპეციალური საგანმანათლებლობლო საჭიროების მქონე შვილების დედების გამოწვევები; კონკურსის პირობები: თუ ხარ აჭარაში მცხოვრები მოსწავლე, დედა, ან უბრალოდ ფემინისტი ქალი და გაქვს ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით
ესეების კონკურსი: “ქალები აჭარის ყოველდღიურობაში”. Read More »
ქართული ისლამური არქიტექტურული მემკვიდრეობის აჭარაში გავრცელებული უნიკალური ნიმუშები – ხის მეჩეთები, მათი მაღალი კულტურული ღირებულებიდან გამომდინარე, არაერთი მკვლევრის ინტერესის ობიექტი გამხდარა. აჭარული ხის მეჩეთების შექმნაზე ზემოქმედებდა ისლამური რელიგიით განსაზღვრული წესები და კანონები, ოსმალური კულტურის შესაძლო გავლენები, აჭარის ლანდშაფტი და ჰავა და, რაც მთავარია, ადგილობრივ, ხალხურ არქიტექტურასთან კავშირი, რამაც, მეტწილად, ჩამოაყალიბა აჭარული ხის მეჩეთის არქიტექტურული სახე.
ქართული ისლამური არქიტექტურის ნიმუშები აჭარაში Read More »
პროექტი “ქართული მრავალფეროვნების მოზაიკა” ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, ინიციატივის „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) ფარგლებში. პროექტის მიზანია საქართველოში სოციალური ერთიანობისა და ინკლუზიური მონაწილეობის ხელშეწყობა ურთიერთგაგებისა და საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობის გზით. პროექტის ფარგლებში შეიქმნება კვლევითი ნაშრომები ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობისა და გამოჩენილი ქართველი მუსლიმების შესახებ. მომზადდება აჭარის ხის მეჩეთების ტურისტული რუკა, ითარგმნება
ქართული მრავალფეროვნების მოზაიკა Read More »
ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის მხარდაჭერით და სოციალური სამართლიანობის ცენტრთან თანამშრომლობით სოლიდარობის თემმა განახორციელა პროექტი “ადგილობრივი აქტორების გაძლიერება უმცირესობების ეფექტიანი ინტეგრაციისთვის”. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ექსპერტების ჩართულობით მოვამზადეთ 6 შიდა ორგანიზაციული დოკუმენტი: „შრომითი დისკრიმინაციის საწინააღმდეგო პოლიტიკა“ „სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკის დოკუმენტი“ „ეთიკის კოდექსი“ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ „შრომის შინაგანაწესი“ „ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტი“. აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი შეადგენდა
ადგილობრივი აქტორების გაძლიერება უმცირესობების ეფექტიანი ინტეგრაციისთვის Read More »
სოლიდარობის თემმა წარადგინა კვლევა “ქართული ისლამური არქიტექტურის ნიმუშები აჭარაში”. 13 დეკემბერს თბილისში გამართულ შეხვედრაზე მოწვეული იქნენ კულტურულ მემკვიდრეობაზე მომუშავე ორგანიზაციები, სახელმწიფო უწყებები, მათ შორის, სახალხო დამცველის წარმომადგენლები. დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვების დასმისა და დისკუსიის. შეხვედრაზე მოხსენება წარადგინა ქრისტინე მუჯირმა, ის კვლევის ავტორია და ისაუბრა მთავარ მიგნებებსა და შინაარსზე. ირინე კოშორიძე ასოცირებული პროფესორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ქართული ისლამური არქიტექტურის ნიმუშები აჭარაში Read More »