სოლიდარობის თემი აცხადებს ესეების/ბლოგების კონკურსს “ქალები აჭარის ყოველდღიურობაში”.
კონკურსის თემატიკა:
- მთაში მცხოვრები ქალების საშინაო შრომა;
- შშმ ქალების გამოწვევები აჭარაში;
- ქვიარ ქალების გამოწვევები აჭარაში;
- ფემინისტი ქალების გამოწვევები აჭარაში;
- თავსაფრიანი ქალების გამოწვევები;
- სპეციალური საგანმანათლებლობლო საჭიროების მქონე შვილების დედების გამოწვევები;
კონკურსის პირობები:
თუ ხარ აჭარაში მცხოვრები მოსწავლე, დედა, ან უბრალოდ ფემინისტი ქალი და გაქვს ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით იდეები, სოლიდარობის თემი გიწვევეთ ესეების/ბლოგების კონკურსში. კონკურსში მონაწილეებს შეუძლიან ზემოთ ჩამოთვლილი მხოლოდ ერთი ან მაქსიმუმ ორი საკითხის არჩევა და გაერთიანება. კონკურსში შერჩეული იქნება 5 ყველაზე საინტერესო ნაშრომი და გამარჯვებულებს გადაეცემათ სიმბოლი პრიზი. გამარჯვებულები გამოვლინდება ორი ასაკობრივი კაატეგორიით, 14 დან 18 წლამდე და 18 წლიდან ზევით.
ტექნიკური დეტალები:
- ტექსტი წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის დოკუმენტში, ქართულ ენაზე;
- შრიფტი: Sylfaen;
- ტექსტის მითითებული უნდა იყოს ესეს/ბლოგის სათაური;
- ტექსტის ბოლოს მითითებული უნდა იყოს აპლიკანტის სახელი და გვარი და თარიღი;
- შრიფტის ზომა: 12;
- გვერდების რაოდენობა: 1-2 გვერდი;
ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 10 მარტი
ესეები გამოგვიგზავნეთ სოლიდარობის თემის ელექტრონულ ფოსტაზე: Solidaritycommunityinfo@gmail.
ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: “ქალები აჭარის ყოველდღიურობაში”.
ესეების კონკურსი ხორციელდება ქალთა ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “ფემინისტური და ქვიარ ჯგუფების მხარდაჭერა აჭარაში” ფარგლებში.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს