ქართული ისლამური არქიტექტურის ნიმუშები აჭარაში

ქართული ისლამური არქიტექტურული მემკვიდრეობის აჭარაში გავრცელებული უნიკალური ნიმუშები – ხის მეჩეთები, მათი მაღალი კულტურული ღირებულებიდან გამომდინარე, არაერთი მკვლევრის ინტერესის ობიექტი გამხდარა. აჭარული ხის მეჩეთების შექმნაზე ზემოქმედებდა ისლამური რელიგიით განსაზღვრული წესები და კანონები, ოსმალური კულტურის შესაძლო გავლენები, აჭარის ლანდშაფტი და ჰავა და, რაც მთავარია, ადგილობრივ, ხალხურ არქიტექტურასთან კავშირი, რამაც, მეტწილად, ჩამოაყალიბა აჭარული ხის მეჩეთის არქიტექტურული სახე. 

აჭარის ხის არქიტექტურისა და ქართული კულტურის კავშირის შესახებ არსებობს ბევრი, განსხვავებული მოსაზრება. სამეცნიერო საზოგადოების ნაწილი აჭარული მეჩეთის ქართულ ისლამურ მემკვიდრეობად განსაზღვრას უარყოფს, სხვა მოსაზრებით კი – აჭარული ხის მეჩეთი, თავისი არქიტექტურითა და მხატვრული ხერხებით, ადგილობრივ საერო არქიტექტურასთან კავშირითა და ოდა-სახლის კონსტრუქციული და სტილისტური მახასიათებლების გავლენით შექმნილი მემკვიდრეობაა, რის გამოც ის ქართული კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილად უნდა განვიხილოთ.

ერთი მხრივ, აჭარის ხის მეჩეთები ქართველი მუსლიმებისთვის მნიშვნელოვანი საკულტო ნაგებობებია და ისინი ქართული მემკვიდრეობის უაღრესად მნიშვნელოვან არქიტექტურულ ძეგლებს წარმოადგენენ, მეორე მხრივ – ადგილობრივი მოსახლეობის კულტურისა და წარსულის მეხსიერების 5 შენარჩუნების შესაძლებლობა. გარდა ამისა, მეჩეთებში არსებული მძიმე ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მათი რესტავრაცია, დაცვა და გაფრთხილება. ამ კვლევის მიზანია აჭარის 25 მეჩეთის ამჟამინდელი ფიზიკური მდგომარეობის შესწავლა, მათი კულტურულ არქიტექტურული ღირებულების აღწერა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

ავტორი: ქრისტინე მუჯირი 

კონსტრუქტორი: სოსლან ლომაძე

რედაქტორი: ნანა მეფარიშვილი

დიზაინი: მაია რიჟვაძე

ფოტოები: ემრე კასაპ, სოსლან ლომაძე, ჰურიე აბაშიძე, ნესტან ანანიძე