ვინ ვართ ჩვენ?გაიგეთ მეტისოლიდარობის თემის პროექტებიგაიგეთ მეტისოლიდარობის თემის მისია და ღირებულებებიგაიგეთ მეტი
Previous slide
Next slide
სოლიდარობის თემის სამუშაო მიმართულებები
ქართველი მუსლიმების რელიგიური იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და უფლებრივი საკითხების დაცვა და ადვოკატირება
ქალების, აჭარიდან ეკო-მიგრანტებისა და შშმ პირების უფლებების ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათთვის პირდაპირი სერვისების მიწოდება
ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის კრიტიკული
აზროვნების, ლიდერული და კომუნიკაციის უნარების განვითარების ხელშეწყობა
სოლიდარობის თემი მიზნად ისახავს ქვიარ ადამიანების წინაშე არსებული
გამოწვევების ადვოკატირებას, მიმღებლობისა და თანაგრძნობის გაზრდა
სოლიდარობის თემი მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიულ ღირებულებებს და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას
ორგანიზაციის მდგრადობის, წევრების უნარებისა და კომპეტენციების განვითარება და ეფექტური რეგიონული მუშაობის უზრუნველყოფა.
სიახლეები
ფოტოგალერია
Previous
Next
“ქალთა ბანაკში გავატარე სასწაული დღეები შესანიშნავ ადამიანებთან ერთად. გავიგე მეტი ინფორმაცია ევროკავშირის შესახებ, ასევე რა არის ადგილობრივი თვითმმართველობა და გენდერული თანასწორობა. ეს თემები 21-ე საუკუნეში აქტუალურია, მაგრამ საზოგადოება ნაკლებ და არასრულ ინფორმაციას ფლობს. ჩვენი, ახალგაზრდების მიზანი სწორედ ესაა ცნობიერების ამაღლება, ამ ყველაფერში კი “სოლიდარობის თემი” გვეხმარება.”

ელისაბედ ვერძაძე”ქალები თანასწორობისთვის” ბანაკის მონაწილე.
ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების არსებობა, რადგან ბევრ ახალგაზრდას არ აქვს მსგავს რესურსებთან ხელმისაწვდომობა. აუცილებელია, რომ არსებობდნენ მსგავსი ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ მუნიციპალიტეტში დემოკრატიის განვითარებისკენ და აწვდიან ინფორმაციას სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს

ნათია ჭელიძე”ადგილობრივი თვითმართველობის ბანაკის” მონაწილე
მედიასკოლა ეს არის სივრცე თავისუფლებისთვის, კრიტიკული აზროვნებისთვის და კომუნიკაციისთვის. დღეს საქართველოში
კრიტიკული აზროვნების ნაკლებობაა რაც გამოწვეულია არაინფორმირებულობის და დეზინფორმაციის გამო. ვფიქრობ მეტი მსგავსი ორგანიზაცია და პროექტია საჭირო განსაკუთრებით რაიონებში სადაც რესურსების ნაკლებობაა.

მარი გობაძე”მედია სკოლის” მონაწილე
მე მონაწილეობა მივიღე სოლიდარობის თემის პროექტში, რომელიც ეხებოდა თავსაფრიანი ქალების დასაქმებისა და განვითარების საკითხებს. პროექტი მოიცავდა ფორუმს, სხვადასხვა აქტივობებსა და კვლევას თუ ვინ არიან თავსაფრიანი ქალები, რისი გავლა უწევთ თვითგანვითარებისა და თვითგამორკვევისთვის, რა პრობლემებს ვხვდებით და სხვა მრავალი. პროექტი დამეხმარა, რომ ჩემი პოზიცია, იდენტობა და თავსაფრიანი ქალების გამოწვევები მიმეტანა დიდ აუდიტორიამდე.

ციცინო დავლაძე”თავსაფარი მუსლიმი ქალების ყოველდღიურობაში” პროექტის მონაწილე
ჩემ სოფელში დეკანაშვილებში, ახალგაზრდებს არ აქვთ განვითარების შესაძლებლობები. იმისათვის, რომ უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენი სოფლის ყოველდღიურობა საჭიროა უფრო მეტი აქტიური მოქალაქე. მსგავსი პროექტები ახალგაზრდებში აძლიერებს მოტივაციის და მათ აძლევს საზოგადოებრივი ცვლილებისთვის აუცილებელ განათლებას.

თორნიკე თავართქილაძე”ადგილობრივი თვითმართველობის ბანაკის” მონაწილე
ბათუმში სოლიდარობის თემის ორგანიზებით აჭარული ხის მეჩეთების გამოფენა მოეწყო. მსგავსი გამოფენები მნიშვნელოვანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისთვის, რაც ქმნის მრავალფეროვან გარემოს. ჩვენი კუთხე, ამ მიმართულებით გამორჩეული და თვალსაჩინო, ამიტომ კულტურულ მემკვიდრეობას ყურადღების მიქცევა და დაცვა სჭირდება. ჩემი აზრით, მსგავსი გამოფენები ხშირად უნდა მოეწყოს და თვალსაჩინო გახდეს ყველასათვის.

თამაზ მგელაძე”ხის მეჩეთების გამოფენის” მონაწილე
Previous
Next
