სოლიდარობის თემი

ხელმომწერი ორგანიზაციები ვგმობთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებებს ტარიელ ნაკაიძის წინააღმდეგ

სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციები ვეხმაურებით საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეზე თავდასხმებს და მიგვაჩნია, რომ  ეს შეტევა არა მხოლოდ ინდივიდუალური პოლიტიკოსის წინააღმდეგაა მიმართული, არამედ, მიზნად ისახავს ზოგადად, უფლებადაცვითი საქმიანობის დისკრედიტაციას და ზიანს აყენებს უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობას საქართველოში.  ბოლო დღეებია ვხედავთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ღიად ესხმიან თავს პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს, ტარიელ ნაკაიძეს, რომელიც 2008-2020 წლებში “ქართველ …

ხელმომწერი ორგანიზაციები ვგმობთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებებს ტარიელ ნაკაიძის წინააღმდეგ Read More »

ვაკანსია – ორგანიზაციული განვითარებისა და მართვის ექსპერტი

სოლიდარობის თემი ეძებს ორგანიზაციული განვითარებისა და მართვის ექსპერტს მოკლევადიანი დროით,  რომელიც ორგანიზაციას დაეხმარება და კონსულტაციებს გაუწევს რესტრუქტურიზაციის პროცესში. ვინ ვართ ჩვენ? სოლიდარობის თემი სამოქალაქო ორგანიზაციაა, რომელიც ჩამოყალიბდა 2021 წლის ივნისში. მისი მისიაა რეგიონში (აჭარის) სოციალური და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება, სოლიდარობის პრაქტიკების დამკვიდრების ხელშეწყობა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა. ორგანიზაციის მიზანია: ქართველი მუსლიმების რელიგიური იდენტობის, უფლებრივი საკითხებისა …

ვაკანსია – ორგანიზაციული განვითარებისა და მართვის ექსპერტი Read More »

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიცირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, რომლის მიმართ მხარდაჭერა პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის სხვა წევრებმა გამოხატეს. მიგვაჩნია, რომ ამ რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს კანონი მიზნად ისახავს, რომ დაუცველად დარჩნენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმცირესობები, მეცნიერები, მშრომელები და ახალგაზრდები; დახმარება არ გაეწიოთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ფერმერებს, მაღაროელებს, უკანონოდ გათავისუფლებულ, დევნილ, უსახლკარო, თავისუფლებაშეზღუდულ და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ სხვა ადამიანებს; არ გაშუქდეს მაღალმთიან და სხვა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხმა, ვინც მხოლოდ ადგილობრივი, დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით აცნობს საზოგადოებას თავის გასაჭირს. ეს კანონპროექტი არის პასუხი ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის იმ ასობით ფაქტზე, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია ვსწავლობთ და ვასაჯაროვებთ. რუსეთში ანალოგიური კანონის მიღების შემდეგ ბევრმა ორგანიზაციამ უარი თქვა მის აღსრულებაზე და დაიხურა. ვინც განაგრძო ფუნქციონირება, მზარდი კონტროლის, შევიწროებისა და რეპრესიების მსხვერპლი გახდა. რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი, რისთვისაც ათწლეულებია ვიბრძვით. ამ კანონპროექტის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე – ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე. გარდა ამისა, კანონპროექტის მიღება სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ, რომლის არც ერთ წევრ ქვეყანაში მსგავსი კანონი არ მოქმედებს. ამასთანავე, ამ კანონის აღსრულება შეუძლებელი იქნება საქართველოს ასიათასობით მოქალაქისთვის განუზომელი ზიანის მიყენების გარეშე. ორგანიზაცია მუნიციპალიტეტი ააიპ ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის ბათუმი ააიპ იურიდიული განათლების ფონდი რეგიონები ააიპ “საათი” ქუთაისი ააიპ რაჭის ტურისტული კლუბი ამბროლაური ააიპ სტეფანწმინდა ყაზბეგი აგროგარემო TV საქართველოს რეგიონები ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევის ცენტრი ფოთი ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) თბილისი, შიდა ქართლი და კახეთის რეგიონები ადამიანის უფლებების …

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი Read More »

სახალხო დამცველის აურჩევლობა აზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს

22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა სახალხო დამცველობის კანდიდატებს, თუმცა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერცერთმა დააგროვა. ასეთი შედეგი წინასწარვე იყო ცნობილი, რადგან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე განცხადეს, რომ ოპოზიციასთან რომელიმე კანდიდატზე შეთანხმება ვერ შედგა. ხმათა საჭირო რაოდენობა (90) ვერ მოიპოვა სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჯგუფის მიერ წარდგენილმა კანდიდატებმაც. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარდგენილ …

სახალხო დამცველის აურჩევლობა აზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს Read More »

სოლიდარობის თემი ეხმიანება სახალხო დამცველის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს 

სოლიდარობის თემი, როგორც ადამიანის უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოება, ყურადღებით აკვირდება ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესს. არსებული რეალობიდან გამომდინარე, ჩვენთვის ეს კონსტიტუციური ინსტიტუტი არის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომლის ვალდებულებაა ადეკვატური და კვალიფიციური რეაგირება ჰქონდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტზე განურჩევლად რელიგიური, ეთნიკური, პოლიტიკური თუ სხვა ნიშნისა. სოლიდარობის თემი აქტიურად ადევნებს თვალს სახალხო დამცველის კანდიდატებთან ინტერვიუების პროცესს. ჩვენთვის შემაშფოთებელია …

სოლიდარობის თემი ეხმიანება სახალხო დამცველის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს  Read More »

არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეარჩიეს სახალხო დამცველობის კანდიდატები, რომლებსაც მხარს დაუჭერენ

საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის, გაეროს პარიზის პრინციპების, ვენეციის პრინციპებისა და ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის (CM/Rec(2021)1) მოთხოვნების შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ომბუდსმენობის კანდიდატის შერჩევა მოხდეს ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე და მასში აქტიურად მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წევრები. ასევე, ევროკავშირის მოთხოვნაა, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ კანდიდატს და პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და დაცული იყოს აპარატის ეფექტიანი …

არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეარჩიეს სახალხო დამცველობის კანდიდატები, რომლებსაც მხარს დაუჭერენ Read More »

ქართული ისლამური კულტურა – ეროვნული ქარგის შეუმჩნეველი ნაწილი

ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობა მისი ისტორიული და სახელოვნებო მნიშვნელობით საერთო ეროვნულ კულტურაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ქართული ისლამური კულტურა იმდენ საუკუნეს ითვლის, რამდენსაც ქართულ-არაბული ურთიერთობები, ვინაიდან ისლამთან ურთიერთობისა და მისი გაცნობის შესაძლებლობა ქართველებს მისი ჩამოყალიბების ადრეულ პერიოდშივე ჰქონდათ. ქართულ-ისლამური ურთიერთობები ინტენსიური და მრავალასპექტიანი იყო, აერთიანებდა როგორც მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ინტერკულტურული ურთიერთობების, ისე ბრძოლებისა და წინააღმდეგობის ქრონიკებს. …

ქართული ისლამური კულტურა – ეროვნული ქარგის შეუმჩნეველი ნაწილი Read More »

სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის ინკლუზიური პროცესის ხელშესაწყობად

ევროკომისიის მიერ 17 ივნისს გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. მათგან ერთ-ერთი სახალხო დამცველის არჩევის პროცესს ეხება. კერძოდ, ევროკომისიის მოთხოვნაა, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ კანდიდატს და პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და დაცული იყოს აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. აღნიშნული რეკომენდაციის შესასრულებლად სამოქალაქო სექტორი იწყებს ომბუდსმენის კანდიდატების …

სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის ინკლუზიური პროცესის ხელშესაწყობად Read More »

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილება

მიმდინარე წლის მაისის თვეში სოლიდარობის თემმა მივმართეთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით.  ჩვენ მივიჩნევდით, რომ 2022 წლის 14 მაისს „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემაში „ერთი დღე სოფელში” ჟურნალისტმა ნათია თავდგირიძემ დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1-ლი და მე-7 პრინციპი. სიუჟეტი ეხებოდა სოფელ ჭვანას და იქ არსებულ ქართულ ისლამურ მემკვიდრეობას, ჭვანის ხის მეჩეთს, სადაც იკვეთებოდა მისი …

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილება Read More »

ზუნდაგას მეჩეთი

ქართული კულტურა გამოირჩევა მრავალფეროვნებით, რომელშიც დიდი წვლილი შეაქვს ეთნიკურ და რელიგიურ მახასითებლებს. აღნიშნულ მრავალფეროვნებაში ისლამურ კულტურას და ქართველ მუსლიმებს მნიშვნელოვანი ადგილი აქვთ, თუმცა ამის მიუხედავად დღეისათვის ქართულ-ისლამური კულტურის კვალი თითქმის გამქრალია ან/და დაფარულია ქართულ საჯარო კულტურაში. აღნიშნულ სტატიაში ყურადღება იქნება გამახვილებული ქართულ ისლამურ კულტურულ მემკვიდრებაზე, კერძოდ სოფელ „ზუნდაგას მეჩეთზე“, რომელიც ნაკლებად პოპულარულია, როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის …

ზუნდაგას მეჩეთი Read More »