იქ, ნისლებში
აჭარა ყოველთვის მასევდიანებდა. ეს ხალხი და ეს ადგილი დილის უღონო, ყვითელ მზეს ჰგავს, სიცივეში, რომ ანათებს, მაგრამ ვერაფრით ერევა გაბმულ ყინვას. აჭარაში მგონია, რომ მხოლოდ აჭარელი შეძლებს ცხოვრებას. მხოლოდ მას შეუძლია ამ გახუნებულ სიმწვანეში კაეშნის გარდა კიდევ სხვა, რაღაც შრატისფერი იმედი დაინახოს და მისი გულისათვის, მთელი ცხოვრება ერთი და იგივე ხუმრობაზე გაიცინოს. ხუმრობაზე, რომელიც დიდი […]