ახალგაზრდები

ბლოგების კონკურსი

სოლიდარობის თემი აცხადებს ბლოგების კონკურსს. თუ ხარ აჭარიდან ან ხარ აჭარელი ეკომიგრანტი და გიყვარს წერა სხვადასხვა თემატიკაზე, ეს კონკურსი შენთვისაა.  კონკურსის თემატიკა: მიწერე წერილი თანატოლს, მომავალ თაობას ან/და უფროს თაობას როგორც ახალგაზრდამ/აქტივისტმა; ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად არსებული გამოწვევები (სოციალურ – ეკონომიკური ან სხვა); მუსლიმი თემის ხმა ყოველდღიურობაში; მთაში მცხოვრები ახალგაზრდებისა და ქალების ხმა; აჭარაში მცხოვრები შშმ/სსმ […]

ბლოგების კონკურსი Read More »

კრებული

ქართულ აკადემიურ წრეებსა  და საზოგადოებაში ძალზედ მწირია ცოდნა ქართველი მუსლიმების შესახებ, მათ შორის, იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც სახელმწიფოებრივი, კულტურული და საზოგადოებრივი განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ამიტომაც, საჭიროდ მივიჩნიეთ, მოგვემზადებინა კრებული, რომელიც თავს მოუყრიდა და შეკრავდა სხვადასხვა მასალას, შექმნიდა ცოდნას ქართველი მუსლიმი  მოღვაწეების  შესახებ.  სწორედ ამის გამო, პირველი კრებულისთვის შეირჩა აჭარა და აჭარელი მუსლიმები. ბიოგრაფიების

კრებული Read More »

საქმეები ცხოვრებისთვის

გუშინ გავიზარდე, ან გუშინ წინ, რა ვიცი. მაშინ, როცა უფრო პატარა ვიყავი და უფრო მიამიტი, სულ ვფიქრობდი, როგორი იყო დიდად ყოფნა. მინდოდა ბებიაჩემივით მეც ,,გამტყდომოდა ძილი“ და მთელი ღამე ისე გამეთენებინა, რომ ,,თვალი თვალზე არ დამედო“.   ზაფხულის არდადეგებს ყოველთვის, ბეშუმში, ბებიასთან ვატარებდი. ბებიაჩემი მზრუნველი ქალია, ვფიქრობ, ზედმეტად მზრუნველიც, სწორედ ამ მიზეზით მაძინებდა ყოველთვის მასთან. მიუხედავად

საქმეები ცხოვრებისთვის Read More »

წერილი მომავალს

 სახლიდან სამსახურში ფეხით მისვლა ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია, აქამდე ეს რუტინა არ იყო ისე მოსაწყენი, როგორც ახლა. ვაკვირდები სარეკლამო ბანერებს, განცხადებებს და თითქოს ყველა ერთმანეთს ჰგავს, საუბარში ერთმანეთთან გაზიარებული გულისტკივილიც საერთოა, თუმცა ჩურჩულით წარმოთქმულ ფრაზებში ზოგიერთი სიტყვა გაუგებარიც კია. აზრი ერთია: დაბალი ხელფასები; მაღალი ფასები; განათლების დაბალი ხარისხი; ნეპოტიზმი; კორუფცია; ჯანმრთელობის პრობლემები; შვილების მომავალზე წუხილი…    სახლში

წერილი მომავალს Read More »

მიმართვა უფროს თაობას!

ძვირფასო უფროსო თაობავ, ჩვენი ქვეყანა რთულ გზას გადის. თქვენ ბევრს გაუძელით, ბევრი გინახავთ, ბევრი გადაგილახავთ, მაგრამ დღეს, ახალი რეალობის წინაშე ვდგავართ. ჩვენ, ახალგაზრდები, ვგრძნობთ ამ სირთულეებს ყოველდღიურად – განათლების დაბალი ხარისხი, დასაქმების პრობლემები, უთანასწორობა, ეკოლოგიური კატასტროფები… ხშირად გვსმენია, რომ ახალგაზრდები „ცხოვრებისეულ გამოცდილებას“ მოკლებულები ვართ და ამიტომ ვერ ვხვდებით, „რეალური ცხოვრება“ როგორია. მაგრამ რეალობა სწორედ ჩვენს

მიმართვა უფროს თაობას! Read More »

ბლოგების კონკურსი

სოლიდარობის თემი აცხადებს ბლოგების კონკურსს. თუ ცხოვრობ აჭარაში და გიყვარს წერა სხვადასხვა თემატიკაზე, ეს კონკურსი შენთვისაა.  კონკურსის თემატიკა: მისწერე წერილი თანატოლს, მომავალ თაობას ან/და უფროს თაობას როგორც აქტივისტმა; ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად არსებული გამოწვევები (სოციალურ – ეკონომიკური ან სხვა); საპროტესტო ხმა აჭარიდან; კონკურსის პირობები თუ ხარ აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდა და გაქვს სურვილი დაწერო ბლოგი კონკურსის

ბლოგების კონკურსი Read More »

შენი ხმა მნიშვნელოვანია

სოლიდარობის თემმა აჭარის მუნიციპალიტეტებსა და ბათუმში, 40-მდე ლოკაციაზე, მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებულ მითებსა და რეალობაზე, ასევე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტს დაურიგდა ქაღალდის პარკები, არჩევნებზე წასვლის მოწოდების წარწერებით.

შენი ხმა მნიშვნელოვანია Read More »

სტუდენტების ხედვა პოლიტიკაში ჩართულობაზე

  საარჩევნო პროცესი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანია ყოველი პოლიტიკური პარტიისთვის და არა მარტო პარტიათათვის, არამედ ამომრჩეველთათვისაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2024 წლის ოქტომბრის  არჩევნები, როგორც გარდამტეხი პერიოდი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. რა თქმა უნდა, ყოველი საარჩევნო პერიოდი მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს თავს იყრის უკვე შესრულებული და შეუსრულებელი დაპირებები, კმაყოფილი და უკმაყოფილო მოსახლეობისა თუ პარტიის, როგორც ხალხის ,,ნდობით” აღჭურვილ

სტუდენტების ხედვა პოლიტიკაში ჩართულობაზე Read More »

არჩევანის თანავარსკვლავედი

ჩვიდმეტ წლამდე დედამიწაზე კუნტრუში გაცილებით ბუმბულისებრი და მეტად დარდგამტარი  იყო, ვიდრე თვრამეტის შემთხვევაში. სრულწლოვნების თანმდევ პასუხისმგებლობებს საკუთარი თავის, როგორც მოქალაქის აღქმაც ემატება. კენგურუს ჩანთიდან ამოძრომის და ირგვლივ მიმოხედვის დრო დგება. უფრო თამამად გიხარია, ბრაზდები, მოგწონს, გამოხატავ, რადგან შენვე შეგაქვს შენი წვლილი ამ ყველაფერში – ფერთაცვლის სეზონზე, ოქტომბრის თვეში.  თავისუფლება არის იმ გალიის გასაღები, რომელიც გათავისუფლებს

არჩევანის თანავარსკვლავედი Read More »

პრიზი, როგორც გამოფხიზლება

რამდენიმე წლის წინ ლიტერატურულ კონკურსზე ვიყავი, რომელსაც აჭარის მუნიციპალიტეტებიაფინანსებენ. ანუ, რომელსაც მე და შენ, ჩვენი გადასახადებით ვაფინანსებთ. კონკურსი აჭარის მასშტაბით იმართებოდა დამონაწილეობაც მხოლოდ აჭარისმუნიციპალიტეტებიდან შეეძლოთ ახალგაზრდებს.  ერთ-ერთი ნომინაციის გამარჯვებული გავხდი.სიგელთან ერთად 100 ლარი გადმომცეს. ეს თანხაგადაეცათ კონკურსის სხვა ნომინაციებისგამარჯვებულებსაც, რომლებიც ხულოდან იყვნენ, ისევე როგორც მე.  დაჯილდოებისას ორგანიზატორებმა დიდიმონდომებით გაუსვეს ხაზი, რომ ამ „პრიზის“ ფინანსურ მხარდაჭერას

პრიზი, როგორც გამოფხიზლება Read More »