სტატია

აფხაზი მუჰაჯირების სასაფლაო

აჭარის მუჰაჯირი აფხაზები, აფხაზეთის აბორიგენი მოსახლეობა, რომლებიც მე-19-ე საუკუნის 60-70-იან წლებში დიდი მუჰაჯირობის დროს მეფის რუსეთის ბრძანებით ძალით გადაასახლეს ოსმალეთის (დღევანდელი თურქეთის) ტერიტორიაზე. ოსმალეთის მაშინდელ შემადგენლობაში შედიოდა აჭარაც, ამიტომ აფხაზი მუჰაჯირების ნაწილი, აქ დარჩა საცხოვრებლად, ნაწილი კი ოსმალეთის სხვადასხვა ტერიტორიიდან დაბრუნდა იმ მიზნით რომ აჭარა უფრო ახლოს იყო აფხაზეთთან და უფრო მარტივად დაბრუნდებოდნენ თავიანთ ადრინდელ […]

აფხაზი მუჰაჯირების სასაფლაო Read More »

თამარის ბრძოლა ყოველდღიურ სტიგმებთან

– დილა მშვიდობის, თამარ! საით მიიჩქარი?  – ბიბლიოთეკაში მივდივარ, ძია სოსო. – ყოჩაღი ხარ. ჩემო გოგო, შაბათ დღესაც არ ისვენებ. შენ თუ გვასახელებ ჩვენს გვარში, აბა შენს ბიძაშვილს ჰკითხე, ერთი წიგნი თუ წაუკითხავს ჯერ. შენისთანა გოგო ასეთი მონდომებულია, ამას კიდე ყველაფერი აქვს, საღ-სალამათია და წიგნს მაინც ვერ გადააშლევინებ. სახეზე ღიმილი შეაშრა თამარს, ძია სოსოც მიხვდა, რაღაც

თამარის ბრძოლა ყოველდღიურ სტიგმებთან Read More »

ცვლილებების პირისპირ

ცხელი აგვისტოს ბუღი იდგა ეზოში. ნელთბილი წყლით ახლად „გახვანჭალებული“ ჩემი გოგოსთვის ჯერ კიდევ არ მქონდა თმები შემშრალებული, რომ ჭიშკრიდან ძახილი შემომესმა: – მასპინძელო! – მობრძანდით! – გავძახე და თან ჩქარ-ჩქარა შევხსენი ნახევრად სველი პირსახოცი ბავშვს, კუთხეში მივმალე და გარეთ გავეგებე სტუმარს. ეზოში ცუგა თავ-პირს იმტვრევდა. ვუთხარი, გაჩუმებულიყო. დამიჯერა, კუდი ამოიძუა და ღობესთან ჩუმად მიწვა. მე

ცვლილებების პირისპირ Read More »

ჩემი რწმენის თავისუფლება და შრომითი უფლებები

მე ვარ ციცინო დავლაძე. 2000 წელს სამცხის ერთ პატარა სოფელში ქართველი მუსლიმების ოჯახში დავიბადე. იმ პერიოდში საშუალო ფენის ხალხისათვის სწავლა-განათლების მიღება დიდი ფუფუნება იყო, თუმცა, მშობლები, რომელთაც სოფლის ჯაფით ჰქონდათ ქანცი გაცლილი, ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენთვის, რომ მომავალი არა თოხსა და ბარზე აგვეწყო, არამედ წიგნებზე.  ჩემს სოფელში ბაღი არ იყო. სკოლაში მისვლამდე დათვლა და წერა-კითხვა ბებია-ბაბუამ

ჩემი რწმენის თავისუფლება და შრომითი უფლებები Read More »

ქართული ისლამური კულტურა – ეროვნული ქარგის შეუმჩნეველი ნაწილი

ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობა მისი ისტორიული და სახელოვნებო მნიშვნელობით საერთო ეროვნულ კულტურაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ქართული ისლამური კულტურა იმდენ საუკუნეს ითვლის, რამდენსაც ქართულ-არაბული ურთიერთობები, ვინაიდან ისლამთან ურთიერთობისა და მისი გაცნობის შესაძლებლობა ქართველებს მისი ჩამოყალიბების ადრეულ პერიოდშივე ჰქონდათ. ქართულ-ისლამური ურთიერთობები ინტენსიური და მრავალასპექტიანი იყო, აერთიანებდა როგორც მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ინტერკულტურული ურთიერთობების, ისე ბრძოლებისა და წინააღმდეგობის ქრონიკებს.

ქართული ისლამური კულტურა – ეროვნული ქარგის შეუმჩნეველი ნაწილი Read More »