ხის მეჩეთები

ჭვანის მეჩეთი

ჭვანის ხის მეჩეთი შუახევის მუნიციპალიტეტის ვარჯენაულის უბანში მდებარეობს და აგებულია 1894-1895 წლებში. სამწუხაროდ, მშენებლის ვინაობა უცნობია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ხის მეჩეთებს, რომელთა ექსტერიერი ჩვეულებრივი აჭარულის ხის სახლების მსგავსია, ადგილობრივი მოსახლეობა აგებდა. ხოლო, ინტერიერის – ხის ჩუქურთმებისა და ნახატების ავტორნი, როგორც წესი, ლაზი ოსტატები არიან. შენობას ჩრდილოეთის მხრიდან აქვს მოჩუქურთმებული ორფრთიანი კარი, რომელიც ჰოლში შედის. დიდი …

ჭვანის მეჩეთი Read More »

ბეღლეთის მეჩეთი

ბეღლეთის მეჩეთი, რომელიც 300 წელზე მეტს ითვლის,  ერთ–ერთი უძველესია აჭარაში. გადმოცემის თანახმად 1650-1700 წლების შუალედშია აგებული. თუმცა, მის ნაცვალდ არსებობდა პირველი შენობა, რომელიც დამწვარა.  XIX საუკუნეში მეჩეთი თავიდან აუგიათ, მაგრამ დიდი ხნის მანძილზე,1920–21 წლამდე, ის უბრალო ფიცრული ნაგებობა იყო, შემდეგ  ლაზი ოსტატები მოუწვევიათ და შენობა  ორნამენტებითა და ნახატებით შეუმკიათ. მეჩეთის საძირკველი ქვისაა, საკუთრივ შენობა კი …

ბეღლეთის მეჩეთი Read More »

საციხურის მეჩეთი

ხულოს მუნიციპალიტეტში სოფელ საციხურში არსებული ხის მეჩეთი თავდაპირველად სოფელ პაქსაძეებში ააგეს XVII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის პირველ ნახევარში.  1828 წელს მეჩეთი დაანგრიეს და დიდაჭარაში, პაქსაძეებსა და ბეღლეთში გაანაწილეს. 2002 წელს დიდაჭარაში ახალი მეჩეთი ააგეს, ხოლო ძველი ხის მეჩეთი ადგილობრივმა მრევლმა საჩუქრად სოფელ საციხურს გადასცა. სწორედ ამიტომ, დიდაჭარის მეჩეთში დაცულია საციხურის 200 წლოვანი ჯამის უნიკალური …

საციხურის მეჩეთი Read More »

ზუნდაგას მეჩეთი

სოფელ ზუნდაგას მეჩეთი მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ლაზმა მშენებლებმა უსტა ქაბაზ აჰმედმა ადგილობრივ ქაჯაიასთან, გოგიტიძესთან და თურმანიძესთან ერთად ააგეს. მეჩეთი ხის ღობითაა გარშემორტყმული და აქვს მიჰრაბი, მინბარი, ანტრესოლის მოაჯირი და გუმბათი. ზუნდაგას მეჩეთის გვერდით არის სასაფლაო მეცხრამეტე საუკუნის საფლავის ქვებით. სასაფლაოსთან ახლოსაა ქვის ფილაც ფესოთი, რომელიც სავარაუდოდ განბანვის შადრევანის ნაშთია. გარეგნულად მეჩეთი ძნელად განირჩევა ტრადიციული …

ზუნდაგას მეჩეთი Read More »