დასრულებული პროექტები

ადგილობრივი აქტორების გაძლიერება უმცირესობების ეფექტიანი ინტეგრაციისთვის

ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის მხარდაჭერით და სოციალური სამართლიანობის ცენტრთან თანამშრომლობით სოლიდარობის თემმა განახორციელა პროექტი “ადგილობრივი აქტორების გაძლიერება უმცირესობების ეფექტიანი ინტეგრაციისთვის”. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ექსპერტების ჩართულობით მოვამზადეთ 6 შიდა ორგანიზაციული დოკუმენტი: „შრომითი დისკრიმინაციის საწინააღმდეგო პოლიტიკა“ „სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკის დოკუმენტი“ „ეთიკის კოდექსი“ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ „შრომის შინაგანაწესი“ „ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტი“.  აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი შეადგენდა …

ადგილობრივი აქტორების გაძლიერება უმცირესობების ეფექტიანი ინტეგრაციისთვის Read More »

ქალები თანასწორობისთვის

“ქალები თანასწორობისთვის“ პროექტის მიზანი იყო მთიან აჭარაში ახალგაზრდა ქალების გაერთიანება თეორიული სწავლებისა და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებისთვის და  ახალგაზრდა ქალებში თანატოლგანმანათლებლობის კულტურის ჩამოყალიბება.  პროექტი ორი ეტაპისგან შედგებოდა პირველ ეტაპზე მონაწილეებმა მიიღეს თეორიული ცოდნა ისეთ საკითხებზე როგორიცაა: თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის/ჩართულობის ფორმები და მექანიზმები, ვროინტეგრაცია, რა არის ევროკავშირი, საქართველოს ევროპული ისტორია, გენდერული თანასწორობა, საჯარო გამოსვლისა და პრეზენტაციის ტექნიკები. …

ქალები თანასწორობისთვის Read More »

ქალებისა და ქვიარ თემის ჯანმრთელობის მხარდაჭერა აჭარაში

პროექტი “ქალებისა და ქვიარ თემის ჯანმრთელობის მხარდაჭერა აჭარა” მხარდაჭერილია და ფინანსდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩო მიერ. (Embassy of the Netherlands in Georgia) პროექტის მიზანია ზემო აჭარის სოფლად (ქედა, შუახევი, ხულო) მცხოვრებ ქალებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცოდნის გაზრდა ტრენინგ-საინფორმაციო შეხვედრების გზით. ასევე, ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესება ზემო აჭარაში ქალებისთვის პირველადი პრევენციული სერვისების მიწოდებით. პროექტის ფარგლებში სოლიდარობის …

ქალებისა და ქვიარ თემის ჯანმრთელობის მხარდაჭერა აჭარაში Read More »

სოლიდარობის თემის ორგანიზაციული გაძლიერება და განვითარება ეფექტური სათემო მუშაობისთვის

პროექტი “სოლიდარობის თემის ორგანიზაციული გაძლიერებადა განვითარება ეფექტური სათემო მუშაობისთვის” ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.  პროექტი მოიცავს ორგანიზაციის რესტრუქტურიზაციას, ორგანიზაციის არსებული სტრატეგიული დოკუმენტების შეფასებას, რევიზიასა და განახლებას და ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის სისტემის შემუშავება და დანერგვას. აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 9 770 ევროს.

თავსაფარი მუსლიმი ქალების ყოველდღიურობაში

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებული პროექტი “დასაქმება, როგორც მუსლიმი, მათ შორის თავსაფრიანი ქალების უფლება” მიზნად ისახავდა აჭარაში მუსლიმი ქალებისთვის დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გაზრდა. პროექტის ფარგლებში მომზადდა კვლევა, ვიდეო მასალა და თავსაფრიანი ქალების გამოცდილების შესახებ ბლოგები. აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი შეადგენდა 4940 დოლარს.

რეპროდუქციული ჯანმრთელობა, როგორც ქალთა უფლება

“რეპროდუქციული ჯანმრთელობა, როგორც ქალთა უფლება” პროექტის მიზანი იყო მთიან აჭარაში მცხოვრებ ქალებს მიეღოთ ინფორმაცია რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და ესარგებლათ უფასო ექოსკოპიური გადაღების მომსახურებით. პროექტი დაფინანსებულია ფონდი ტასოს მიერ. აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი შეადგენდა 14760 ლარს

ადგილობრივი თვითმართველობის ბანაკი აჭარაში

“ადგილობრივი თვითმართველობის ბანაკი აჭარაში” პროექტის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ახალგაზრდების ინფორმირებულობა ადგილობრივი თვითმართველობის საკითხებთან დაკავშირებით. სოლიდარობის თემმა ჩაატარა ინტენსიური 5 დღიანი ტრენინგ-კურსი ახალგარდებისთვის. ბანაკში მიღებული ცოდნა ახალგაზრდებმა გამოიყენეს მათივე თემში, კერძოდ, შეადგინეს პეტიციები და ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები. აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი შეადგენდა 5166 გირვანქა სტერლინგს.

ულტრანაციონალისტური და პრორუსული ნარატივების პრევენცია მთიან აჭარაში

სოლიდარობის თემმა “ულტრანაციონალისტური და პრორუსული ნარატივების პრევენცია” განხორციელდა East-West Management Institute-ის სწრაფი რეაგირების გრანტის ფარგლებში USAID-ის მხარდაჭერით. პროექტის მიზანი იყო მთიან აჭარაში ულტრამემარჯვენე და პრორუსული ნარატივების და გავლენების გავრცელების შემცირება. პროექტის ბიუჯეტი შეადგენდა $3,443 ამერიკულ დოლარს. Previous Next

ქართული ისლამური კულტურის პოპულარიზაცია

“ქართული ისლამური კულტურის პოპულარიზაციის” კამპანია მიზნად ისახავდა ისლამური კულტურის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას, რაც “ევროკავშირის COVID-19 სოლიდარობის პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტი დააფინანსებულია ევროკომისიის მიერ და განახორციელა “ფიფლ ინ ნიდ-მა” (People In Need). აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 13,200 ლარს.

სოლიდარობის თემი დეზინფორმაციების წინააღმდეგ

მედიის განვითარების ფონდის დაფინანსებით “სოლიდარობის თემი დეზინფორმაციების წინააღმდეგ” პროექტი მოიცავდა მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტების სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს. კამპანიის ფარგლებში ვაწარმოეთ რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია და ხელს შევუწყობთ მედიაწიგნიერების უნარების განვითარებას.  პროექტის მიზანი იყო მოსწავლეების ინფორმირებულობა რეალური ფაქტების გაყალბების მიზნით პროპაგანდის რა მეთოდებია გამოყენებული რუსეთ-უკრაინის ომის დროს. აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი შეადგენდა …

სოლიდარობის თემი დეზინფორმაციების წინააღმდეგ Read More »