ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის მხარდაჭერით და სოციალური სამართლიანობის ცენტრთან თანამშრომლობით სოლიდარობის თემმა განახორციელა პროექტი “ადგილობრივი აქტორების გაძლიერება უმცირესობების ეფექტიანი ინტეგრაციისთვის”. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ექსპერტების ჩართულობით მოვამზადეთ 6 შიდა ორგანიზაციული დოკუმენტი:
- „შრომითი დისკრიმინაციის საწინააღმდეგო პოლიტიკა“
- „სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკის დოკუმენტი“
- „ეთიკის კოდექსი“
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“
- „შრომის შინაგანაწესი“
- „ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტი“.
აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი შეადგენდა 5166 გირვანქა სტერლინგს.