პროექტი “ქართული მრავალფეროვნების მოზაიკა” ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, ინიციატივის „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) ფარგლებში. პროექტის მიზანია საქართველოში სოციალური ერთიანობისა და ინკლუზიური მონაწილეობის ხელშეწყობა ურთიერთგაგებისა და საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობის გზით.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება კვლევითი ნაშრომები ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობისა და გამოჩენილი ქართველი მუსლიმების შესახებ. მომზადდება აჭარის ხის მეჩეთების ტურისტული რუკა, ითარგმნება ქალთა და ქვიარ საკითხებზე აკადემიური ნაშრომები. პროექტის ფარგლებში ხელს შევუწყობთ ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას. ასევე სოლიდარობის თემს შესაძლებლობა ექნება გააძლიეროს ორგანიზაციული სტრუქტურა და განვითარდეს ინსტიტუციურად.
პროექტის განხორციელების პერიოდია 2023 წლის 15 აგვისტოდან 2024 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით. პროექტ “ქართული მრავალფეროვნების მოზაიკის” ბიუჯეტი შეადგენს 351,065 ლარს.