განცხადება

Სოლიდარობის თემი ეხმიანება ხულოში სასმელი წყლის მიწოდების პრობლემას

მრავალი წელია მთიან აჭარაში მცხოვრები მოსახლეობა მუნიციპალიტეტებსა და სოფლად წყლის დაბინძურების თუ გაუმართაობის პრობლემებზე მიუთითებს.  მაგალითისთვის, ხულოს მუნიციპალიტეტის დაბაში დღემდე ადგილობრივებს წყალი არასტაბილური განრიგით მიეწოდებათ, წვიმების დროს კი იმდენად დაბინძურებულია, რომ მისი გამოყენება სასმელად შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში მუდმივი წყალმომარაგებისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის მილიონობით ლარია დახარჯული. გარდა ამისა არაერთხელ არის გაცემული წყლისა და კანალიზაციის სისტემების …

Სოლიდარობის თემი ეხმიანება ხულოში სასმელი წყლის მიწოდების პრობლემას Read More »

სოლიდარობის თემის ღია მიმართვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს

სოლიდარობის თემის ღია მიმართვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს აჭარაში ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის სავალალო მდგომარეობის თაობაზე

მოვითხოვთ სამშობიარო განყოფილების გახნას ხულოს მუნიციპალიტეტში

სოლიდარობის თემი და სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ხულოს მუნიციპალიტეტში უზრუნველყოს სამშობიარო განყოფილების გახსნა და სხვა საჭირო სერვისების მობილიზება. ბოლო რამდენიმე თვეა, მაღალმთიანი აჭარის, ხულოს მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის სერვისებზე წვდომასთან დაკავშირებით უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი. დღეს არსებული მდგომარეობით, ხულოში, სადაც 23 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არ არსებობს სამშობიარო …

მოვითხოვთ სამშობიარო განყოფილების გახნას ხულოს მუნიციპალიტეტში Read More »

სოლიდარობის თემის განცხადება პრაიდ ფესტივალთან დაკავშირებით

სოლიდარობის თემი ეხმაურება პრაიდ კვირეულის გარშემო განვითარებულ პროცესებს და მიესალმება სამართალდამცავი უწყებების მზაობას უსაფრთხოების ზომებისა და პრევენციული ღონისძიებების უზრუნველყოფას, განსაკუთრებით 8 ივლისის ფესტივალის ჩატარების დროს. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიკეთეებია, რომელიც თანასწორად ეკუთვნის ყველას მიუხედავად მისი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა. ლგბტქი+ ჯგუფს აქვს უფლება, ყველა სხვა ჯგუფის მსგავსად შეიკრიბოს, იზეიმოს მრავალფეროვნება …

სოლიდარობის თემის განცხადება პრაიდ ფესტივალთან დაკავშირებით Read More »

სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა ხელისუფლებას

გასულ თვეში საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ ევროპული ფასეულობების ერთგული და არ ვაპირებთ ევროკავშირში მიმავალი გზიდან გადახვევას. ევროკავშირში გაწევრიანების, როგორც ეროვნული იდეის ირგვლივ ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაციით ვაჩვენეთ, რომ ქართველი ხალხი ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. სხვადასხვა ინფორმაციით, ევროკომისიამ შესაძლოა 2023 წლის ოქტომბერში გასცეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია, თუ საქართველო მომდევნო პერიოდში გააგრძელებს …

სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა ხელისუფლებას Read More »

სოლიდარობის თემის განცხადება ხევანშენის მეჩეთის კედლის ჩამონგრევის ფაქტზე

სოლიდარობის თემი კრიტიკულად აფასებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენში სოფლის ცენტრში მდგარი მეჩეთის კედლის ჩამონგრევის ფაქტს, რომლის თაობაზეც პირველად 6 აპრილს ადგილობრივმა მედია საშუალება – სამხრეთის კარიბჭემ გაავრცელა.1 აღნიშნულთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და საქართველოს სახალხო დამცველს თავიანთი პასუხისმგებლობებისა და მანდატის ფარგლებში, ერთი მხრივ, დაუყოვნებლივ შეისწავლონ ხევაშენის …

სოლიდარობის თემის განცხადება ხევანშენის მეჩეთის კედლის ჩამონგრევის ფაქტზე Read More »

ხელმომწერი ორგანიზაციები ვგმობთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებებს ტარიელ ნაკაიძის წინააღმდეგ

სამოქალაქო ორგანიზაციები ვეხმაურებით საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეზე თავდასხმას.

სახალხო დამცველის აურჩევლობა აზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს

22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა სახალხო დამცველობის კანდიდატებს, თუმცა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერცერთმა დააგროვა. ასეთი შედეგი წინასწარვე იყო ცნობილი, რადგან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე განცხადეს, რომ ოპოზიციასთან რომელიმე კანდიდატზე შეთანხმება ვერ შედგა. ხმათა საჭირო რაოდენობა (90) ვერ მოიპოვა სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჯგუფის მიერ წარდგენილმა კანდიდატებმაც. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარდგენილ …

სახალხო დამცველის აურჩევლობა აზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს Read More »