სიახლეები

სოლიდარობის თემისა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადება

ადიგენში ქართველი მუსლიმების განგრძობადი დევნა შემაშფოთებელ ფორმებს იღებს სოლიდარობის თემი და სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანებიან დაბა ადიგენში მიმდინარე მოვლენებს და სახელმწიფოს რელიგიის თავისუფლების და რელიგიური თანასწორობის, ასევე სოციალური მშვიდობის დასაცავად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. 2024 წლის 8 მარტს ადგილობრივი მართლმადიდებელი სასულიერო პირების ნაწილი და მრევლი (200-მდე ადამიანი) მიუახლოვდა დაბა ადიგენში მდებარე იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის […]

სოლიდარობის თემისა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადება Read More »

ესეების კონკურსი: “ქალები აჭარის ყოველდღიურობაში”. 

სოლიდარობის თემი აცხადებს ესეების/ბლოგების კონკურსს “ქალები აჭარის ყოველდღიურობაში”.  კონკურსის თემატიკა:  მთაში მცხოვრები ქალების საშინაო შრომა; შშმ ქალების გამოწვევები აჭარაში; ქვიარ ქალების გამოწვევები აჭარაში; ფემინისტი ქალების გამოწვევები აჭარაში; თავსაფრიანი ქალების გამოწვევები; სპეციალური საგანმანათლებლობლო საჭიროების მქონე შვილების დედების გამოწვევები; კონკურსის პირობები: თუ ხარ აჭარაში მცხოვრები მოსწავლე, დედა, ან უბრალოდ ფემინისტი ქალი და გაქვს ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით

ესეების კონკურსი: “ქალები აჭარის ყოველდღიურობაში”.  Read More »

ქართული ისლამური არქიტექტურის ნიმუშები აჭარაში

ქართული ისლამური არქიტექტურული მემკვიდრეობის აჭარაში გავრცელებული უნიკალური ნიმუშები – ხის მეჩეთები, მათი მაღალი კულტურული ღირებულებიდან გამომდინარე, არაერთი მკვლევრის ინტერესის ობიექტი გამხდარა. აჭარული ხის მეჩეთების შექმნაზე ზემოქმედებდა ისლამური რელიგიით განსაზღვრული წესები და კანონები, ოსმალური კულტურის შესაძლო გავლენები, აჭარის ლანდშაფტი და ჰავა და, რაც მთავარია, ადგილობრივ, ხალხურ არქიტექტურასთან კავშირი, რამაც, მეტწილად, ჩამოაყალიბა აჭარული ხის მეჩეთის არქიტექტურული სახე. 

ქართული ისლამური არქიტექტურის ნიმუშები აჭარაში Read More »

ქართული მრავალფეროვნების მოზაიკა

პროექტი “ქართული მრავალფეროვნების მოზაიკა” ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, ინიციატივის „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) ფარგლებში. პროექტის მიზანია საქართველოში სოციალური ერთიანობისა და ინკლუზიური მონაწილეობის ხელშეწყობა ურთიერთგაგებისა და საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობის გზით. პროექტის ფარგლებში შეიქმნება კვლევითი ნაშრომები ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობისა და გამოჩენილი ქართველი მუსლიმების შესახებ. მომზადდება აჭარის ხის მეჩეთების ტურისტული რუკა, ითარგმნება

ქართული მრავალფეროვნების მოზაიკა Read More »

ადგილობრივი აქტორების გაძლიერება უმცირესობების ეფექტიანი ინტეგრაციისთვის

ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის მხარდაჭერით და სოციალური სამართლიანობის ცენტრთან თანამშრომლობით სოლიდარობის თემმა განახორციელა პროექტი “ადგილობრივი აქტორების გაძლიერება უმცირესობების ეფექტიანი ინტეგრაციისთვის”. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ექსპერტების ჩართულობით მოვამზადეთ 6 შიდა ორგანიზაციული დოკუმენტი: „შრომითი დისკრიმინაციის საწინააღმდეგო პოლიტიკა“ „სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკის დოკუმენტი“ „ეთიკის კოდექსი“ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ „შრომის შინაგანაწესი“ „ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტი“.  აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი შეადგენდა

ადგილობრივი აქტორების გაძლიერება უმცირესობების ეფექტიანი ინტეგრაციისთვის Read More »

ქართული ისლამური არქიტექტურის ნიმუშები აჭარაში

სოლიდარობის თემმა წარადგინა კვლევა “ქართული ისლამური არქიტექტურის ნიმუშები აჭარაში”. 13 დეკემბერს თბილისში გამართულ შეხვედრაზე მოწვეული იქნენ კულტურულ მემკვიდრეობაზე მომუშავე ორგანიზაციები, სახელმწიფო უწყებები, მათ შორის, სახალხო დამცველის წარმომადგენლები. დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვების დასმისა და დისკუსიის. შეხვედრაზე მოხსენება წარადგინა ქრისტინე მუჯირმა, ის კვლევის ავტორია და ისაუბრა მთავარ მიგნებებსა და შინაარსზე. ირინე კოშორიძე ასოცირებული პროფესორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ქართული ისლამური არქიტექტურის ნიმუშები აჭარაში Read More »

ფემინისტური და ქვიარ ჯგუფების მხარდაჭერა აჭარაში

“ფემინისტური და ქვიარ ჯგუფების მხარდაჭერა აჭარაში” პროექტი ხორციელდება ქალთა ფონდი საქართველოში მხარდაჭერით.  WOMEN’S FUND IN GEORGIA პროექტის მიზანია: პროექტის მიზანია აჭარაში მცხოვრები ქვიარ და ფემინისტი ადამიანებისთვის მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ფემინისტური ჯგუფების გაძლიერება და ქალების გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლება. პროექტის ფარგლებში სოლიდარობის თემის მიზნები იყოფა სამ ამოცანად: აჭარელი ქვიარ და ფემინისტი ადამიანებისთვის თერაპიული ბანაკი; აჭარაში მცხოვრები

ფემინისტური და ქვიარ ჯგუფების მხარდაჭერა აჭარაში Read More »

ქალები თანასწორობისთვის

“ქალები თანასწორობისთვის“ პროექტის მიზანი იყო მთიან აჭარაში ახალგაზრდა ქალების გაერთიანება თეორიული სწავლებისა და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებისთვის და  ახალგაზრდა ქალებში თანატოლგანმანათლებლობის კულტურის ჩამოყალიბება.  პროექტი ორი ეტაპისგან შედგებოდა პირველ ეტაპზე მონაწილეებმა მიიღეს თეორიული ცოდნა ისეთ საკითხებზე როგორიცაა: თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის/ჩართულობის ფორმები და მექანიზმები, ვროინტეგრაცია, რა არის ევროკავშირი, საქართველოს ევროპული ისტორია, გენდერული თანასწორობა, საჯარო გამოსვლისა და პრეზენტაციის ტექნიკები.

ქალები თანასწორობისთვის Read More »

აჭარის მეჩეთების ინტერაქტიული რუკა

წინამდებარე რუკა ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებით კი, აჭარის ხის მეჩეთების წარმოჩენასა და პოპულარიზაციას ემსახურება. რუკაზე დატანილია ხის მეჩეთების საუკეთესო ნიმუშები, რომლებიც გამოირჩევა თავიანთი ადგილმდებარეობით, ექსტერიერისა და მდიდარი ინტერიერის ურთიერთკავშირითა და ცალკეული არქიტექტურული დეტალების მაღალი მხატვრულობით. ეს უნიკალური ხის მეჩეთები ქართველი ხალხის მრავალფეროვანი კულტურისა და არქიტექტურული შემოქმედების მოწმეა. გახდი მრავალფეროვნების ქომაგი  მეჩეთებში გადაღებული ფოტოების რომელიმე სოციალური მედიის

აჭარის მეჩეთების ინტერაქტიული რუკა Read More »

ვაკანსია: ფონდების მოძიების სპეციალისტი

სოლიდარობის თემი ეძებს ფონდების მოძიების სპეციალისტს (ფანდრაიზერს) მოკლევადიანი დროით,  რომელიც მას დაეხმარება საგრანტო განაცხადების მოძიებასა და დაწერაში. ვინ ვართ ჩვენ? სოლიდარობის თემი სამოქალაქო ორგანიზაციაა, რომელიც ჩამოყალიბდა 2021 წლის ივნისში. მისი მისიაა რეგიონში (აჭარის) სოციალური და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება, სოლიდარობის პრაქტიკების დამკვიდრების ხელშეწყობა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა. ორგანიზაციის მიზანია: ქართველი მუსლიმების რელიგიური იდენტობის, უფლებრივი საკითხებისა და

ვაკანსია: ფონდების მოძიების სპეციალისტი Read More »