ვაკანსია: ფონდების მოძიების სპეციალისტი

სოლიდარობის თემი ეძებს ფონდების მოძიების სპეციალისტს (ფანდრაიზერს) მოკლევადიანი დროით,  რომელიც მას დაეხმარება საგრანტო განაცხადების მოძიებასა და დაწერაში.

ვინ ვართ ჩვენ?

სოლიდარობის თემი სამოქალაქო ორგანიზაციაა, რომელიც ჩამოყალიბდა 2021 წლის ივნისში. მისი მისიაა რეგიონში (აჭარის) სოციალური და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება, სოლიდარობის პრაქტიკების დამკვიდრების ხელშეწყობა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა.

ორგანიზაციის მიზანია: ქართველი მუსლიმების რელიგიური იდენტობის, უფლებრივი საკითხებისა და ისტორიის კვლევა; ქალების, ახალგაზრდების, ლგბტ პირებისა და ეკომიგრანტების უფლებრივი საკითხების შესწავლა და დაცვა; კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და წარმოჩენა; რეგიონული და სათემო განვითარების ხელშეწყობა.

ორგანიზაცია ორიენტირებულია სოლიდარული, სამართლიანი და ინკლუზიური სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობისაკენ, სადაც ყველა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელს შეეძლება საკუთარი უფლების დაცვა, ღირსეული და უსაფრთხო ცხოვრება.

ფანდრაიზერის მიერ განსახორციელებელი საქმიანობა:

  • სოლიდარობის თემისთვის საგრანტო განცხადებების ინგლისურად და ქართულად დაწერა;
  • სოლიდარობის თემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულებისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მოძიება;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ფონდების მოძიების პოტენციური წყაროების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დონორების მონაცემთა ბაზის შექმნა.
  • რელევანტური საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ქსელების მოძიება
  • დონორებთან კომუნიკაცია

ექსპერტის კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი განათლება ორგანიზაციულ განვითარებაში, სოციალურ მეცნიერებებში ან მომიჯნავე დარგებში;
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა და ორივე ენაზე აკადემიური წერის სრულყოფილი უნარები;
  • მრავალფეროვან ჯგუფთან მუშაობის გამოცდილება;
  • დროის მართვისა და ინტერპერსონალური კომუნიკაციის ეფექტური უნარი.
  • რეგიონულ ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაოს აღწერა

  • სოლიდარობის თემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის გაცნობა;
  • საერთაშორისო და ადგილობრივი დონორების მონაცემთა ბაზის შექმნა;
  • სოლიდარობის თემის გუნდთან კონსულტაციების საფუძველზე საპროექტო განაცხადების დაწერა და შესაბამის დონორებთან კომუნიკაცია.
  • გათვალისწინებული იქნება არასრული სამუშაო გრაფიკი, შთანხმებისამებრ 30 ან 40 პროცენტიანი დატვირთვით.

ანაზღაურება

ანაზღაურება გაიცემა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით ეროვნულ ვალუტაში.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე solidaritycommunityinfo@gmail.com, სათაურის ველში მიუთითეთ “ფონდების მოძიების სპეციალისტი“. შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ იმავე მეილზე.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 15 იანვრის 18:00 სთ-მდე.

სოლიდარობის თემი დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს.