“ქალები თანასწორობისთვის“ პროექტის მიზანი იყო მთიან აჭარაში ახალგაზრდა ქალების გაერთიანება თეორიული სწავლებისა და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებისთვის და ახალგაზრდა ქალებში თანატოლგანმანათლებლობის კულტურის ჩამოყალიბება.
პროექტი ორი ეტაპისგან შედგებოდა პირველ ეტაპზე მონაწილეებმა მიიღეს თეორიული ცოდნა ისეთ საკითხებზე როგორიცაა: თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის/ჩართულობის ფორმები და მექანიზმები, ვროინტეგრაცია, რა არის ევროკავშირი, საქართველოს ევროპული ისტორია, გენდერული თანასწორობა, საჯარო გამოსვლისა და პრეზენტაციის ტექნიკები. თეორიული სწავლების შემდეგ მონაწილეებს მიეცათ პრაქტიკული დავალება, რომლის მეშვეობითაც მიღებული ცოდნა გაუზიარეს თანატოლებს თავიანთ სკოლებში.
პროექტის ბიუჯეტი შეადგენდა 16 100 ლარს (ხანგრძლივობა 6 თვე (2023 წლის 12 ივლისი- 2024 წლის 30 იანვარი) პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ფონდი ტასოს მხარდაჭერით.