ქალები, ეკომიგრანტები და შშმ პირები

ცვლილებების პირისპირ

ცხელი აგვისტოს ბუღი იდგა ეზოში. ნელთბილი წყლით ახლად „გახვანჭალებული“ ჩემი გოგოსთვის ჯერ კიდევ არ მქონდა თმები შემშრალებული, რომ ჭიშკრიდან ძახილი შემომესმა: – მასპინძელო! – მობრძანდით! – გავძახე და თან ჩქარ-ჩქარა შევხსენი ნახევრად სველი პირსახოცი ბავშვს, კუთხეში მივმალე და გარეთ გავეგებე სტუმარს. ეზოში ცუგა თავ-პირს იმტვრევდა. ვუთხარი, გაჩუმებულიყო. დამიჯერა, კუდი ამოიძუა და ღობესთან ჩუმად მიწვა. მე […]

ცვლილებების პირისპირ Read More »

ქალისთვის ყოველი დღე ბრძოლაა

ნაილეს დილა ტრადიციულად დაიწყო. დილის 5 საათზე, ჯერ კიდევ ბინდი და ნისლი რომ ერთურთს ელამუნებოდა. ორსართულიანი ხის სახლის მეორე სართულის პატარა ოთახში, ფერადი ნაქარგებით სავსე თეთრზეწრიანი, საბანგადაფარებული საწოლიდან ფეხაკრეფით გამოძვრა თხელი სხეული. ხელის ცეცების გარეშე შეეძლო კუთხეში მიკეცილი ტანსაცმლის გადაცმა ისე, რომ ოთახში მჭიდროდ განლაგებულ საწოლებზე მიძინებული ხუთი შვილი არ გაეღვიძებინა.  რუტინულად წაიკრავდა თავზე სილგის,

ქალისთვის ყოველი დღე ბრძოლაა Read More »

მორჩილება “კარგი გოგოს” სტატუსისთვის და ურჩი ქალის სევდა მთაში

ძალადობა – ეს ტერმინი ყველა ასაკში სხვადასხვაგვარად მესმოდა. კალენდარზე ყოველი წლის ცვლილებასთან ერთად სხვაფერდებოდა, სეზონის გამოცვლასთან ერთად იმ სეზონივით ფერებს იცვლიდა, რომელი სეზონიც დგებოდა: ზამთარში უფრო ცივი იყო, გაზაფხულზე უფრო მეფერადებოდა, ზაფხულში ცოტა რუჯისფერი ხდებოდა, შემოდგომაზე კი ყველა ძალადობის ფაქტი მცვიოდა კანიდან, როგორც ხეებს ცვივა ფოთლები. ძალადობა ბავშვობისას სათამაშოს დათმობა მეგონა, ბზრიალას თუ თოჯინას გამო

მორჩილება “კარგი გოგოს” სტატუსისთვის და ურჩი ქალის სევდა მთაში Read More »

ესეების კონკურსი: “ქალები აჭარის ყოველდღიურობაში”. 

სოლიდარობის თემი აცხადებს ესეების/ბლოგების კონკურსს “ქალები აჭარის ყოველდღიურობაში”.  კონკურსის თემატიკა:  მთაში მცხოვრები ქალების საშინაო შრომა; შშმ ქალების გამოწვევები აჭარაში; ქვიარ ქალების გამოწვევები აჭარაში; ფემინისტი ქალების გამოწვევები აჭარაში; თავსაფრიანი ქალების გამოწვევები; სპეციალური საგანმანათლებლობლო საჭიროების მქონე შვილების დედების გამოწვევები; კონკურსის პირობები: თუ ხარ აჭარაში მცხოვრები მოსწავლე, დედა, ან უბრალოდ ფემინისტი ქალი და გაქვს ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით

ესეების კონკურსი: “ქალები აჭარის ყოველდღიურობაში”.  Read More »

ქართული მრავალფეროვნების მოზაიკა

პროექტი “ქართული მრავალფეროვნების მოზაიკა” ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, ინიციატივის „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) ფარგლებში. პროექტის მიზანია საქართველოში სოციალური ერთიანობისა და ინკლუზიური მონაწილეობის ხელშეწყობა ურთიერთგაგებისა და საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობის გზით. პროექტის ფარგლებში შეიქმნება კვლევითი ნაშრომები ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობისა და გამოჩენილი ქართველი მუსლიმების შესახებ. მომზადდება აჭარის ხის მეჩეთების ტურისტული რუკა, ითარგმნება

ქართული მრავალფეროვნების მოზაიკა Read More »

ფემინისტური და ქვიარ ჯგუფების მხარდაჭერა აჭარაში

“ფემინისტური და ქვიარ ჯგუფების მხარდაჭერა აჭარაში” პროექტი ხორციელდება ქალთა ფონდი საქართველოში მხარდაჭერით.  WOMEN’S FUND IN GEORGIA პროექტის მიზანია: პროექტის მიზანია აჭარაში მცხოვრები ქვიარ და ფემინისტი ადამიანებისთვის მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ფემინისტური ჯგუფების გაძლიერება და ქალების გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლება. პროექტის ფარგლებში სოლიდარობის თემის მიზნები იყოფა სამ ამოცანად: აჭარელი ქვიარ და ფემინისტი ადამიანებისთვის თერაპიული ბანაკი; აჭარაში მცხოვრები

ფემინისტური და ქვიარ ჯგუფების მხარდაჭერა აჭარაში Read More »

ქალები თანასწორობისთვის

“ქალები თანასწორობისთვის“ პროექტის მიზანი იყო მთიან აჭარაში ახალგაზრდა ქალების გაერთიანება თეორიული სწავლებისა და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებისთვის და  ახალგაზრდა ქალებში თანატოლგანმანათლებლობის კულტურის ჩამოყალიბება.  პროექტი ორი ეტაპისგან შედგებოდა პირველ ეტაპზე მონაწილეებმა მიიღეს თეორიული ცოდნა ისეთ საკითხებზე როგორიცაა: თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის/ჩართულობის ფორმები და მექანიზმები, ვროინტეგრაცია, რა არის ევროკავშირი, საქართველოს ევროპული ისტორია, გენდერული თანასწორობა, საჯარო გამოსვლისა და პრეზენტაციის ტექნიკები.

ქალები თანასწორობისთვის Read More »

ქალებისა და ქვიარ თემის ჯანმრთელობის მხარდაჭერა აჭარაში

პროექტი “ქალებისა და ქვიარ თემის ჯანმრთელობის მხარდაჭერა აჭარა” მხარდაჭერილია და ფინანსდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩო მიერ. (Embassy of the Netherlands in Georgia) პროექტის მიზანია ზემო აჭარის სოფლად (ქედა, შუახევი, ხულო) მცხოვრებ ქალებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცოდნის გაზრდა ტრენინგ-საინფორმაციო შეხვედრების გზით. ასევე, ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესება ზემო აჭარაში ქალებისთვის პირველადი პრევენციული სერვისების მიწოდებით. პროექტის ფარგლებში სოლიდარობის

ქალებისა და ქვიარ თემის ჯანმრთელობის მხარდაჭერა აჭარაში Read More »

თავსაფარი მუსლიმი ქალების ყოველდღიურობაში

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებული პროექტი “დასაქმება, როგორც მუსლიმი, მათ შორის თავსაფრიანი ქალების უფლება” მიზნად ისახავდა აჭარაში მუსლიმი ქალებისთვის დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გაზრდა. პროექტის ფარგლებში მომზადდა კვლევა, ვიდეო მასალა და თავსაფრიანი ქალების გამოცდილების შესახებ ბლოგები. აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი შეადგენდა 4940 დოლარს.

თავსაფარი მუსლიმი ქალების ყოველდღიურობაში Read More »

რეპროდუქციული ჯანმრთელობა, როგორც ქალთა უფლება

“რეპროდუქციული ჯანმრთელობა, როგორც ქალთა უფლება” პროექტის მიზანი იყო მთიან აჭარაში მცხოვრებ ქალებს მიეღოთ ინფორმაცია რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და ესარგებლათ უფასო ექოსკოპიური გადაღების მომსახურებით. პროექტი დაფინანსებულია ფონდი ტასოს მიერ. აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი შეადგენდა 14760 ლარს

რეპროდუქციული ჯანმრთელობა, როგორც ქალთა უფლება Read More »