13-14 აპრილს სოლიდარობის თემის ორგანიზებით ბათუმში ჩატარდა ფოტო გამოფენა “საქართველოს მრავალფეროვნების ნავსაყუდელი – ხის მეჩეთები და ნაქარგები”. გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ ქართული ხითხუროობის გამორჩეული ნიმუშების ხის მეჩეთების ფოტო გამოფენა და ქარგვის ოსტატი აჭარელი ქალების ნამუშევრები. გამოფენასთან ერთად გაიმართა პანელური დისკუსია ქართულ ისლამურ არქიტექტურის ნიმუშების თაობაზე. ასევე, დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა ენახა სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი „უხილავი ფერები – ქართული ხის მეჩეთები“. გამოფენას დაესწრო დაგლას უები, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), მოქმედი მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში და ბერგლიოტ ჰოვლანდი, ნორვეგიის ელჩი საქართველოში.
ფოტოგრაფები: ემრე კასაპ, ირაკლი ძნელაძე, ავთო შერვაშიძე.
კვლევის ავტორი: ქრისტინე მუჯირი
კონსტრუქტორი: სოსლან ლომაძე
რედაქტორი: ნანა მეფარიშვილი
დოკუმენტური ფილმის ავტორი: ქეთი მაღრაძე
ნაქარგები: მზევინარ ირემაძე და მედეა ბერიძე
აჭარის მეჩეთების რუკა: https://solidaritycommunity.ge/mapajara/
სოლიდარობის თემის გამოფენა ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP Georgia) და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო (Norwegian Embassy in Tbilisi), ინიციატივის „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) პროექტის ფარგლებში