28-29 სექტემბერს სოლიდარობის თემმა განახორციელა აჭარაში ხის მეჩეთების ტური, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები, ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები და სხვა დაინტერესებული პირები. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ენახათ ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების – ხის მეჩეთების ისტორიული, კულტურული, არქიტექტურული და ეთნოგრაფიული ღირებულებები.
მონაწილეებმა მოინახულეს 8 მეჩეთი, აქედან 7 ქედის და 1 შუახევის მუნიციპალიტეტში. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ როგორც სტატუსის მქონე ფუნქციური მეჩეთები, ასევე მძიმე მდგომარეობაში მყოფი და სტატუსის არ მქონე მეჩეთები, რომლებსაც უნიკალური კულტურული ღირებულება გააჩნიათ.
სოლიდარობის თემი სხვადასხვა ფორმით აგრძელებს ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ადვოკატირებასა და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.
ხის მეჩეთების ტურის განხორციელება შესაძლებელი გახდა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, ინიციატივის „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) ფარგლებში.