ხის მეჩეთები

გილოცავთ დაახლოების დღესასწაულს

სოლიდარობის თემი გილოცავთ დაახლოების დღესასწაულს!  ვიდეო მომზადებულია ბლოგების კონკურსში ერთ-ერთი მონაწილის მიერ და წელს ამ განსხვავებული ფორმატით Სოლიდარობის თემი გილოცავთ დაახლოების დღესასწაულს, რომელსაც მუსლიმები დღეიდან სამი დღის განმავლობაში აღნიშნავენ. დაე ამ დღესასწაულმა და მისმა სოლიდარობის, სიკეთისა და თანაგანცდის მნიშვნელობებმა მოიტანოს წარმატება, კეთილდღეობა და მშვიდობა საქართველოსა და მთელს მსოფლიოში. დაე, ის იყოს შთაგონება საზოგადოებრივი ერთობისა და ურთიერთდახმარების […]

გილოცავთ დაახლოების დღესასწაულს Read More »

ხის მეჩეთების გამოფენა ხელვაჩაურის მეჩეთში

23 მაისს სოლიდარობის თემის ორგანიზებით ხელვაჩაურის მეჩეთში მოეწყო კიდევ ერთი ხის მეჩეთების ფოტო გამოფენა. ეს არის შესაძლებლობა ადგილობრივი მრევლისთვის გაეცნონ რეგიონში არსებულ უნიკალურ ქართულ ისლამურ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. ასევე ადგილზე დამთვალიერებელს გადავეცით სოლიდარობის თემის მიერ მომზადებული ხის მეჩეთების რუკები. გამოფენის მომზადება შესაძლებელი გახდა „ხიდების მშენებლობა და ერთიანობის ხელშეწყობა უმცირესობების გაძლიერების გზით“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს “სოლიდარობის თემი” საქართველოში

ხის მეჩეთების გამოფენა ხელვაჩაურის მეჩეთში Read More »

ხის მეჩეთების გამოფენა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში

16 მაისს სოლიდარობის თემის ორგანიზებით ბათუმის ცენტრალურ (ორთა ჯამე) მეჩეთში მოეწყო კიდევ ერთი ხის მეჩეთების ფოტო გამოფენა.ეს არის შესაძლებლობა ადგილობრივი მრევლისთვის გაეცნონ რეგიონში არსებულ უნიკალურ ქართულ ისლამურ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.ასევე ადგილზე დამთვალიერებელს გადავეცით სოლიდარობის თემის მიერ მომზადებული ხის მეჩეთების რუკები.გამოფენის მომზადება შესაძლებელი გახდა „ხიდების მშენებლობა და ერთიანობის ხელშეწყობა უმცირესობების გაძლიერების გზით“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს

ხის მეჩეთების გამოფენა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში Read More »

სოლიდარობის თემის განცხადება საციხურის მეჩეთზე

3 მარტს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი საციხურის ხის მეჩეთი ხანძრის შედეგად სრულიად განადგურდა. სოლიდარობის თემი მწუხარებას გამოხატავს და თანაუგრძნობს ადგილობრივ მოსახლეობას, საქართველოს მუსლიმებისა და სრულიად საქართველოს. საციხურის მეჩეთს ჰქონდა ქართული კულტურული მემკვიდრეობისთვის დამახასიათებელი ხის ჩუქურთმები, ხეზე კვეთის ნიმუშები, გამორჩეული ორნამენტები და უნიკალური კაკლის კარი. ასევე, მას გააჩნდა მიჰრაბი (საკურთხეველი), მინბარი (საფეხურებიანი კათედრა), გუმბათი და სახურავზე მინარეთისებური

სოლიდარობის თემის განცხადება საციხურის მეჩეთზე Read More »

სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრა სოციალურ, ურბანულ და პოლიტიკურ გამოწვევებზე

12 ოქტომბერს, ბათუმის ბულვარში – კოლონადებთან, გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრა, სადაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა ქვეყანაში მიმდინარე – სოციალურ, ურბანულ და პოლიტიკურ გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა “სოლიდარობის თემის” თანადამფუძნებელი ნესტან ანანიძე, რომელმაც ისაუბრა ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ- არსებული მდგომარეობა და გამოწვევები. სამოქალაქო დიალოგი ეს არის შეხვედრების სერია, სადაც მონაწილეები საუბრობენ საზოგადოებისთვის აქტუალურ პრობლემებზე, პოულობენ საერთო ენას

სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრა სოციალურ, ურბანულ და პოლიტიკურ გამოწვევებზე Read More »

შემაჯამებელი შეხვედრა ბათუმში

12 ოქტომბერს, 17 საათზე, ბათუმის ბულვარში – კოლონადებთან, გიწვევთ სამოქალაქო დიალოგზე.სამოქალაქო დიალოგი ეს არის შეხვედრების სერია, სადაც მონაწილეები საუბრობენ საზოგადოებისთვის აქტუალურ პრობლემებზე, პოულობენ საერთო ენას და ერთიანდებიან საზიარო ინტერესების ირგვლივ.დიალოგის მონაწილეებს საკუთარ ხედვას გააცნობენ:რამინ მაჭარაშვილი- აჭარაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრებს;ნესტან ანანიძე – საფრთხეზე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობას ემუქრება აჭარაში;ჯემალ საგინაძე – გოდერძის განვითარების

შემაჯამებელი შეხვედრა ბათუმში Read More »

ხის მეჩეთების ტური

28-29 სექტემბერს სოლიდარობის თემმა განახორციელა აჭარაში ხის მეჩეთების ტური, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები, ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები და სხვა დაინტერესებული პირები. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ენახათ ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების – ხის მეჩეთების ისტორიული, კულტურული, არქიტექტურული და ეთნოგრაფიული ღირებულებები. მონაწილეებმა მოინახულეს 8 მეჩეთი, აქედან 7 ქედის და 1 შუახევის მუნიციპალიტეტში. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ როგორც სტატუსის

ხის მეჩეთების ტური Read More »

საქართველოს მრავალფეროვნების ნავსაყუდელი – ხის მეჩეთები და ნაქარგები

13-14 აპრილს სოლიდარობის თემის ორგანიზებით ბათუმში ჩატარდა ფოტო გამოფენა “საქართველოს მრავალფეროვნების ნავსაყუდელი – ხის მეჩეთები და ნაქარგები”. გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ ქართული ხითხუროობის გამორჩეული ნიმუშების ხის მეჩეთების ფოტო გამოფენა და ქარგვის ოსტატი აჭარელი ქალების ნამუშევრები. გამოფენასთან ერთად გაიმართა პანელური დისკუსია ქართულ ისლამურ არქიტექტურის ნიმუშების თაობაზე. ასევე, დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა ენახა სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ

საქართველოს მრავალფეროვნების ნავსაყუდელი – ხის მეჩეთები და ნაქარგები Read More »

ქართული ისლამური არქიტექტურის ნიმუშები აჭარაში

ქართული ისლამური არქიტექტურული მემკვიდრეობის აჭარაში გავრცელებული უნიკალური ნიმუშები – ხის მეჩეთები, მათი მაღალი კულტურული ღირებულებიდან გამომდინარე, არაერთი მკვლევრის ინტერესის ობიექტი გამხდარა. აჭარული ხის მეჩეთების შექმნაზე ზემოქმედებდა ისლამური რელიგიით განსაზღვრული წესები და კანონები, ოსმალური კულტურის შესაძლო გავლენები, აჭარის ლანდშაფტი და ჰავა და, რაც მთავარია, ადგილობრივ, ხალხურ არქიტექტურასთან კავშირი, რამაც, მეტწილად, ჩამოაყალიბა აჭარული ხის მეჩეთის არქიტექტურული სახე. 

ქართული ისლამური არქიტექტურის ნიმუშები აჭარაში Read More »

ქართული მრავალფეროვნების მოზაიკა

პროექტი “ქართული მრავალფეროვნების მოზაიკა” ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, ინიციატივის „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) ფარგლებში. პროექტის მიზანია საქართველოში სოციალური ერთიანობისა და ინკლუზიური მონაწილეობის ხელშეწყობა ურთიერთგაგებისა და საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობის გზით. პროექტის ფარგლებში შეიქმნება კვლევითი ნაშრომები ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობისა და გამოჩენილი ქართველი მუსლიმების შესახებ. მომზადდება აჭარის ხის მეჩეთების ტურისტული რუკა, ითარგმნება

ქართული მრავალფეროვნების მოზაიკა Read More »