სოლიდარობის თემი

ქართული ისლამური კულტურა – ეროვნული ქარგის შეუმჩნეველი ნაწილი

ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობა მისი ისტორიული და სახელოვნებო მნიშვნელობით საერთო ეროვნულ კულტურაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ქართული ისლამური კულტურა იმდენ საუკუნეს ითვლის, რამდენსაც ქართულ-არაბული ურთიერთობები, ვინაიდან ისლამთან ურთიერთობისა და მისი გაცნობის შესაძლებლობა ქართველებს მისი ჩამოყალიბების ადრეულ პერიოდშივე ჰქონდათ. ქართულ-ისლამური ურთიერთობები ინტენსიური და მრავალასპექტიანი იყო, აერთიანებდა როგორც მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ინტერკულტურული ურთიერთობების, ისე ბრძოლებისა და წინააღმდეგობის ქრონიკებს. […]

ქართული ისლამური კულტურა – ეროვნული ქარგის შეუმჩნეველი ნაწილი Read More »

სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის ინკლუზიური პროცესის ხელშესაწყობად

ევროკომისიის მიერ 17 ივნისს გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. მათგან ერთ-ერთი სახალხო დამცველის არჩევის პროცესს ეხება. კერძოდ, ევროკომისიის მოთხოვნაა, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ კანდიდატს და პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და დაცული იყოს აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. აღნიშნული რეკომენდაციის შესასრულებლად სამოქალაქო სექტორი იწყებს ომბუდსმენის კანდიდატების

სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის ინკლუზიური პროცესის ხელშესაწყობად Read More »

ზუნდაგას მეჩეთი

ქართული კულტურა გამოირჩევა მრავალფეროვნებით, რომელშიც დიდი წვლილი შეაქვს ეთნიკურ და რელიგიურ მახასითებლებს. აღნიშნულ მრავალფეროვნებაში ისლამურ კულტურას და ქართველ მუსლიმებს მნიშვნელოვანი ადგილი აქვთ, თუმცა ამის მიუხედავად დღეისათვის ქართულ-ისლამური კულტურის კვალი თითქმის გამქრალია ან/და დაფარულია ქართულ საჯარო კულტურაში. აღნიშნულ სტატიაში ყურადღება იქნება გამახვილებული ქართულ ისლამურ კულტურულ მემკვიდრებაზე, კერძოდ სოფელ „ზუნდაგას მეჩეთზე“, რომელიც ნაკლებად პოპულარულია, როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის

ზუნდაგას მეჩეთი Read More »

აჭარაში მცხოვრები ქვიარ თემის ყოველდღიურობა და გამოწვევები კოვიდ პანდემიის პირობებში

აღნიშნულმა კვლევამ შეისწავლა აჭარაში მცხოვრები ქვიარ თემის გამოწვევები კოვიდ პანდემიის პირობებში. ეს კვლევა საწინდარია აჭარის რეგიონში სიღრმისური ცოდნის შექმნის ლგბტქი თემის წევრის შესახებ. ამრიგად, საჭიროა საკითხის სიღრმისეულად შესწავლა და მასზე დაფუძნებით ინფორმაციის წარმოება. პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით და მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “სოლიდარობის თემი” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს. ნახვა

აჭარაში მცხოვრები ქვიარ თემის ყოველდღიურობა და გამოწვევები კოვიდ პანდემიის პირობებში Read More »

ჭვანის მეჩეთი

ჭვანის ხის მეჩეთი შუახევის მუნიციპალიტეტის ვარჯენაულის უბანში მდებარეობს და აგებულია 1894-1895 წლებში. სამწუხაროდ, მშენებლის ვინაობა უცნობია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ხის მეჩეთებს, რომელთა ექსტერიერი ჩვეულებრივი აჭარულის ხის სახლების მსგავსია, ადგილობრივი მოსახლეობა აგებდა. ხოლო, ინტერიერის – ხის ჩუქურთმებისა და ნახატების ავტორნი, როგორც წესი, ლაზი ოსტატები არიან. შენობას ჩრდილოეთის მხრიდან აქვს მოჩუქურთმებული ორფრთიანი კარი, რომელიც ჰოლში შედის. დიდი

ჭვანის მეჩეთი Read More »

ბეღლეთის მეჩეთი

ბეღლეთის მეჩეთი, რომელიც 300 წელზე მეტს ითვლის,  ერთ–ერთი უძველესია აჭარაში. გადმოცემის თანახმად 1650-1700 წლების შუალედშია აგებული. თუმცა, მის ნაცვალდ არსებობდა პირველი შენობა, რომელიც დამწვარა.  XIX საუკუნეში მეჩეთი თავიდან აუგიათ, მაგრამ დიდი ხნის მანძილზე,1920–21 წლამდე, ის უბრალო ფიცრული ნაგებობა იყო, შემდეგ  ლაზი ოსტატები მოუწვევიათ და შენობა  ორნამენტებითა და ნახატებით შეუმკიათ. მეჩეთის საძირკველი ქვისაა, საკუთრივ შენობა კი

ბეღლეთის მეჩეთი Read More »

ზუნდაგას მეჩეთი

სოფელ ზუნდაგას მეჩეთი მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ლაზმა მშენებლებმა უსტა ქაბაზ აჰმედმა ადგილობრივ ქაჯაიასთან, გოგიტიძესთან და თურმანიძესთან ერთად ააგეს. მეჩეთი ხის ღობითაა გარშემორტყმული და აქვს მიჰრაბი, მინბარი, ანტრესოლის მოაჯირი და გუმბათი. ზუნდაგას მეჩეთის გვერდით არის სასაფლაო მეცხრამეტე საუკუნის საფლავის ქვებით. სასაფლაოსთან ახლოსაა ქვის ფილაც ფესოთი, რომელიც სავარაუდოდ განბანვის შადრევანის ნაშთია. გარეგნულად მეჩეთი ძნელად განირჩევა ტრადიციული

ზუნდაგას მეჩეთი Read More »

მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალების გამოცდილება კოვიდ პანდემიის პირობებში

მაღალმთიანი აჭარა გამოირჩევა თავისი სპეციფიკურობითა და მრავალფეროვნებით. რელიგიური მრავალფეროვნება და გეოგრაფიული არეალი ხშირად იწვევს მკვლევართა დაინტერესებას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აქ მცხოვრები ქალების ყოველდღიურობა და მათი გამოწვევები ჯერჯერობით არ არის სათანადოდ შესწავლილი. სწორედ აღნიშნულმა განაპირობა ჩვენი მოტივაცია, რომ უფრო დიდი ყურადღება დაგვეთმო და შეგვესწავლა ქალების გამოცდილებები კოვიდ პანდემიის პირობებში. ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის

მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალების გამოცდილება კოვიდ პანდემიის პირობებში Read More »

COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა

„COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა” 8-თვიანი პროექტია, რომელიც დააფინანსა ევროკავშირმა (EU) მიერ და ხორციელდება ERIM (ყოფილი IREX Europe) და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის (HRHT) მიერ. პროექტის მთავარი მიზანი არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობის და მდგრადობის ხელშეწყობა, რაც მათ საშუალებას მისცემს შეამსუბუქონ COVID-19- ის უშუალო და გრძელვადიანი გავლენა. აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 18433

COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა Read More »

ერთობლივი განცხადება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით.

Ორგანიზაციებისთვის – “Სოლიდარობის თემი”, “პლატფორმა სალამ” და “ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის”, ძალზე მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს სამართლიანობაზე, თანასწორობაზე და დემოკრატიაზე დამყარებული სამოქალაქო საზოგადოება, რომლის უმთავრესი ორიენტირი არის ადამიანია. Ამ ყველაფრის უზრუნველსაყოფად საჭიროა არსებობდეს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და გამართული სახელმწიფო ინსტიტუტები. Სწორედ ასეთი უწყებაა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც  2018 წელს შეიქმნა, როგორც სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულის დამოუკიდებელი და ეფექტიანი

ერთობლივი განცხადება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით. Read More »