ზუნდაგას მეჩეთი

ქართული კულტურა გამოირჩევა მრავალფეროვნებით, რომელშიც დიდი წვლილი შეაქვს ეთნიკურ და რელიგიურ მახასითებლებს. აღნიშნულ მრავალფეროვნებაში ისლამურ კულტურას და ქართველ მუსლიმებს მნიშვნელოვანი ადგილი აქვთ, თუმცა ამის მიუხედავად დღეისათვის ქართულ-ისლამური კულტურის კვალი თითქმის გამქრალია ან/და დაფარულია ქართულ საჯარო კულტურაში. აღნიშნულ სტატიაში ყურადღება იქნება გამახვილებული ქართულ ისლამურ კულტურულ მემკვიდრებაზე, კერძოდ სოფელ „ზუნდაგას მეჩეთზე“, რომელიც ნაკლებად პოპულარულია, როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის ისე უცხოელი ტურისტებისთვის.

სოფელ „ზუნდაგას მეჩეთი“ მდებარეობს, აჭარაში, კერძოდ ქედის მუნიციპალიტეტში რომელიც აშენდა დაახლოებით 1860-იან წლებში. აღნიშნული მეჩეთი ააშენა ლაზმა ოსტატმა ქაბაზ აჰმედმა, გოგიტიძესთან და თურმანიძესთან ერთად. საჭიროა მეჩეთის ისტორიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის გამოკვეთა. პირველი ის, რომ საბჭოთა კავშირის დროს მუსლიმური სალოცავი გამოიყენებოდა საპარიკმახელოდ, რაც შეეხება დღეს არსებულ მდგომარეობას, სარდაფის ერთ-ერთ კუთხეს ხის საამქროდ იყენებენ. სოფელ ზუნდაგას ხის მეჩეთს ორიგინალურობას სძენს მიჰრაბის[1], მინბარის[2], ანტრესორის მოაჯირი და გუმბათის ჩარჩოები, რომელზეც გამოსახულია ძველებური ორნამენტები.

მეჩეთის შიდა ინტერიერი, განლაგება და მოხატულობა ძალიან წააგავს  სხვა ხის მეჩეთებს, მაგ: ახოს, კვირიკეს ან პირველი მაისის მეჩეთს. მეჩეთის შესასვლელთან არის ქვის დაფა, სადაც ჰიჯრით აწერია 1321 წელი (გეორგიურლი კალენდარით 1903 წ), რაც სავარაუდოდ მიმანიშნებელია სოფელ ზუნდაგას მეჩეთის განახლების ბოლო თარიღზე. მას შემდეგ არცერთ წყაროში არ დასტურდება მეჩეთის განახლების შესახებ ინფორმაცია.

ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე საუბრის დროს პირველ რიგში აუცილებელია ვიკითხოთ არის თუ არა ის აღიარებული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელი. სოფელ „ზუნდაგას მეჩეთი“ კი არაღიარებულ კულტურული მემკვიდრეობის სტატუს ატარებს. უარმავ სალოცავს აღმოვაჩენთ, რომელიც არის კულტურული მემკვედრეობის სტატუსის მატარებელი, თუმცა სულ რამდენიმე მეჩეთი თუ გამოვყოფთ მსგავსი სტატუსით.

რა შეიძლება იყოს ამის გამომწვევი მიზეზი?!

 უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ისლამოფობიური ნარატივები არსებობს, რასაც ვაწყდებით, როგორც საზოგადოებაში პირისპირ კომუნიკაციებში, ისე მედია საშუალებებში. ამ ნარატივებს ამყარებს ეთნოკონფესიური შეხედულებები, რომელიც მართლმადიდებელ ქართველებს პრივილეგირებულად წარმოაჩენს. რა თქმა უნდა, ამას ემატება პოლიტიკური დღის წესრიგი, სადაც მუსლიმი მრევლის საჭიროებები და საერთო საზიარო მუსლიმური კულტურული მემკვიდრეობა არ არის მოაზრებული. ასევე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსად აღიარებულ მეჩეთებს სჭირდება რესტავრაცია, რაც თითქმის უგულებელყოფილია სახელმწიფოს მხრიდან. ზუნდაგას მეჩეთი არ ატარებს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს, რადგან არ არსებობს პოლიტიკური ნება მეჩეთების თუ სხვა მუსლიმური ძეგლების აღიარების საკითხთან დაკავშირებით. სტატუსის არ არსებობა და სახელმწიფოს ნაკლები ზრუნვის ფაქტორი წარმოქმნის შემდეგ გამოწვევებს: მეჩეთების რეაბილიტაციას ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობს, რის გამოც იკარგება ძეგლის თავდაპირველი, ავთენტური იერსახე. ასევე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის არ ქონა იწვევს ნაკლებ პოპულარიზაციას, რის გამოც ტურისტები თუ დაინტერესებული ადამიანები ვერ ახერხებენ მოინახულონ მეჩეთები და სხვა მუსლიმური ძეგლები. სწორედ ამიტომ, მსგავსი პოლიტიკა სახელმწიფო უწყებების მხრიდან და საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულებები საერთო კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით იწვევს სხვადასხვა ჯგუფს შორის გაუცხოებას და პოლარიზებას.

ამრიგად, პირველ რიგში სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე უნდა მოხდეს ქართულ-ისლამური კულტურული მემკვიდრეობის აღიარება და მასზე ზრუნვის გაცხადება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის უწყებებმა უნდა იზრუნონ ამ მემკვიდრეობის კვალიფიციურ დაცვასა და წარმოჩენაზე, ხოლო მედია, აკადემია და სამოქალაქო საზოგადოება მხარს უჭერდეს და მონიტორინგს უწევდეს პროცესს

თორნიკე აბულაძე

გამოყენებული ლიტერატურა

  1. (25.05.2022)

[1] მიჰრაბი-სალოცავი, რომელიც უჩვენებს მიმართულებას ქააბისკენ.

[2] მინბარი-კათედრა დიდ მეჩეთში, სადაც სასულიერო პირი(იმამი) წარმოთქვამს ქადაგებას.