სამუშაო მიმართულებები

ადგილობრივი თვითმართველობის ბანაკი აჭარაში

“ადგილობრივი თვითმართველობის ბანაკი აჭარაში” პროექტის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ახალგაზრდების ინფორმირებულობა ადგილობრივი თვითმართველობის საკითხებთან დაკავშირებით. სოლიდარობის თემმა ჩაატარა ინტენსიური 5 დღიანი ტრენინგ-კურსი ახალგარდებისთვის. ბანაკში მიღებული ცოდნა ახალგაზრდებმა გამოიყენეს მათივე თემში, კერძოდ, შეადგინეს პეტიციები და ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები. აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი შეადგენდა 5166 გირვანქა სტერლინგს.

ადგილობრივი თვითმართველობის ბანაკი აჭარაში Read More »

ულტრანაციონალისტური და პრორუსული ნარატივების პრევენცია მთიან აჭარაში

სოლიდარობის თემმა “ულტრანაციონალისტური და პრორუსული ნარატივების პრევენცია” განხორციელდა East-West Management Institute-ის სწრაფი რეაგირების გრანტის ფარგლებში USAID-ის მხარდაჭერით. პროექტის მიზანი იყო მთიან აჭარაში ულტრამემარჯვენე და პრორუსული ნარატივების და გავლენების გავრცელების შემცირება. პროექტის ბიუჯეტი შეადგენდა $3,443 ამერიკულ დოლარს. Previous Next

ულტრანაციონალისტური და პრორუსული ნარატივების პრევენცია მთიან აჭარაში Read More »

ქართული ისლამური კულტურის პოპულარიზაცია

“ქართული ისლამური კულტურის პოპულარიზაციის” კამპანია მიზნად ისახავდა ისლამური კულტურის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას, რაც “ევროკავშირის COVID-19 სოლიდარობის პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტი დააფინანსებულია ევროკომისიის მიერ და განახორციელა “ფიფლ ინ ნიდ-მა” (People In Need). აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 13,200 ლარს.

ქართული ისლამური კულტურის პოპულარიზაცია Read More »

სოლიდარობის თემი დეზინფორმაციების წინააღმდეგ

მედიის განვითარების ფონდის დაფინანსებით “სოლიდარობის თემი დეზინფორმაციების წინააღმდეგ” პროექტი მოიცავდა მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტების სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს. კამპანიის ფარგლებში ვაწარმოეთ რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია და ხელს შევუწყობთ მედიაწიგნიერების უნარების განვითარებას.  პროექტის მიზანი იყო მოსწავლეების ინფორმირებულობა რეალური ფაქტების გაყალბების მიზნით პროპაგანდის რა მეთოდებია გამოყენებული რუსეთ-უკრაინის ომის დროს. აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი შეადგენდა

სოლიდარობის თემი დეზინფორმაციების წინააღმდეგ Read More »

სოლიდარობის თემის ღია მიმართვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს

სოლიდარობის თემის ღია მიმართვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს აჭარაში ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის სავალალო მდგომარეობის თაობაზე

სოლიდარობის თემის ღია მიმართვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს Read More »

მოვითხოვთ სამშობიარო განყოფილების გახნას ხულოს მუნიციპალიტეტში

სოლიდარობის თემი და სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ხულოს მუნიციპალიტეტში უზრუნველყოს სამშობიარო განყოფილების გახსნა და სხვა საჭირო სერვისების მობილიზება. ბოლო რამდენიმე თვეა, მაღალმთიანი აჭარის, ხულოს მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის სერვისებზე წვდომასთან დაკავშირებით უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი. დღეს არსებული მდგომარეობით, ხულოში, სადაც 23 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არ არსებობს სამშობიარო

მოვითხოვთ სამშობიარო განყოფილების გახნას ხულოს მუნიციპალიტეტში Read More »

დაჟინებული მზერით გამოხატული მიუღებლობა

ერთი წლის წინ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ მეტარებინა ჰიჯაბი. გადავწყვიტე რეალობად მექცია სურვილი, რომელზეც ბევრს ვფიქრობდი. დიახ, ბევრს ვფიქრობდი, რადგან ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელშიც დღესაც არსებობს საზოგადოებათა ჯგუფი, რომლისთვისაც ისლამი, მუსლიმი და მითუმეტეს თავსაფრის მატარებელი მუსლიმი გოგონები კრიტიკის ობიექტები არიან. მსმენია რამდენიმე თავსაფრიანი ქალის ისტორია, რომელთაც საზოგადოებისგან მიუღიათ კრიტიკა, არასასიამოვნო და

დაჟინებული მზერით გამოხატული მიუღებლობა Read More »

სოლიდარობის თემის განცხადება პრაიდ ფესტივალთან დაკავშირებით

სოლიდარობის თემი ეხმაურება პრაიდ კვირეულის გარშემო განვითარებულ პროცესებს და მიესალმება სამართალდამცავი უწყებების მზაობას უსაფრთხოების ზომებისა და პრევენციული ღონისძიებების უზრუნველყოფას, განსაკუთრებით 8 ივლისის ფესტივალის ჩატარების დროს. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიკეთეებია, რომელიც თანასწორად ეკუთვნის ყველას მიუხედავად მისი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა. ლგბტქი+ ჯგუფს აქვს უფლება, ყველა სხვა ჯგუფის მსგავსად შეიკრიბოს, იზეიმოს მრავალფეროვნება

სოლიდარობის თემის განცხადება პრაიდ ფესტივალთან დაკავშირებით Read More »

ჩემი რწმენის თავისუფლება და შრომითი უფლებები

მე ვარ ციცინო დავლაძე. 2000 წელს სამცხის ერთ პატარა სოფელში ქართველი მუსლიმების ოჯახში დავიბადე. იმ პერიოდში საშუალო ფენის ხალხისათვის სწავლა-განათლების მიღება დიდი ფუფუნება იყო, თუმცა, მშობლები, რომელთაც სოფლის ჯაფით ჰქონდათ ქანცი გაცლილი, ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენთვის, რომ მომავალი არა თოხსა და ბარზე აგვეწყო, არამედ წიგნებზე.  ჩემს სოფელში ბაღი არ იყო. სკოლაში მისვლამდე დათვლა და წერა-კითხვა ბებია-ბაბუამ

ჩემი რწმენის თავისუფლება და შრომითი უფლებები Read More »