სოლიდარობის თემი

ბლოგების კონკურსი

სოლიდარობის თემი აცხადებს ბლოგების კონკურსს. თუ ცხოვრობ აჭარაში და გიყვარს წერა სხვადასხვა თემატიკაზე, ეს კონკურსი შენთვისაა.  კონკურსის თემატიკა: მისწერე წერილი თანატოლს, მომავალ თაობას ან/და უფროს თაობას როგორც აქტივისტმა; ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად არსებული გამოწვევები (სოციალურ – ეკონომიკური ან სხვა); საპროტესტო ხმა აჭარიდან; კონკურსის პირობები თუ ხარ აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდა და გაქვს სურვილი დაწერო ბლოგი კონკურსის […]

ბლოგების კონკურსი Read More »

მუსლიმთა აღმნიშვნელი კონფესიონიმები ქართულში

ქართველებს ისლამთან შეხება მისი აღმოცენების პირველივე საუკუნეში მოუწიათ. მეშვიდე საუკუნის 40-50-იან წლებში საქართველოში არაბთა გამოჩენამ და მათთან მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის დამყარებამ ქართულ ენაში ამ სარწმუნოების მქონე ხალხისთვის ახალი ეთნონიმისა და კონფესიონიმის გაჩენის აუცილებლობა გამოიწვია. სავარაუდოდ, ქართველები არაბებს მეშვიდე საუკუნემდეც იცნობდნენ. სემიტ ხალხთა გენეზისის ისტორია ქრისტიან ქართველთათვის ბიბლიიდან ნაცნობი უნდა ყოფილიყო. როგორც გიორგი წერეთელი აღნიშნავს, თვით არაბების

მუსლიმთა აღმნიშვნელი კონფესიონიმები ქართულში Read More »

შენი ხმა მნიშვნელოვანია

სოლიდარობის თემმა აჭარის მუნიციპალიტეტებსა და ბათუმში, 40-მდე ლოკაციაზე, მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებულ მითებსა და რეალობაზე, ასევე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტს დაურიგდა ქაღალდის პარკები, არჩევნებზე წასვლის მოწოდების წარწერებით.

შენი ხმა მნიშვნელოვანია Read More »

სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრა სოციალურ, ურბანულ და პოლიტიკურ გამოწვევებზე

12 ოქტომბერს, ბათუმის ბულვარში – კოლონადებთან, გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრა, სადაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა ქვეყანაში მიმდინარე – სოციალურ, ურბანულ და პოლიტიკურ გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა “სოლიდარობის თემის” თანადამფუძნებელი ნესტან ანანიძე, რომელმაც ისაუბრა ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ- არსებული მდგომარეობა და გამოწვევები. სამოქალაქო დიალოგი ეს არის შეხვედრების სერია, სადაც მონაწილეები საუბრობენ საზოგადოებისთვის აქტუალურ პრობლემებზე, პოულობენ საერთო ენას

სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრა სოციალურ, ურბანულ და პოლიტიკურ გამოწვევებზე Read More »

სტუდენტების ხედვა პოლიტიკაში ჩართულობაზე

  საარჩევნო პროცესი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანია ყოველი პოლიტიკური პარტიისთვის და არა მარტო პარტიათათვის, არამედ ამომრჩეველთათვისაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2024 წლის ოქტომბრის  არჩევნები, როგორც გარდამტეხი პერიოდი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. რა თქმა უნდა, ყოველი საარჩევნო პერიოდი მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს თავს იყრის უკვე შესრულებული და შეუსრულებელი დაპირებები, კმაყოფილი და უკმაყოფილო მოსახლეობისა თუ პარტიის, როგორც ხალხის ,,ნდობით” აღჭურვილ

სტუდენტების ხედვა პოლიტიკაში ჩართულობაზე Read More »

არჩევანის თანავარსკვლავედი

ჩვიდმეტ წლამდე დედამიწაზე კუნტრუში გაცილებით ბუმბულისებრი და მეტად დარდგამტარი  იყო, ვიდრე თვრამეტის შემთხვევაში. სრულწლოვნების თანმდევ პასუხისმგებლობებს საკუთარი თავის, როგორც მოქალაქის აღქმაც ემატება. კენგურუს ჩანთიდან ამოძრომის და ირგვლივ მიმოხედვის დრო დგება. უფრო თამამად გიხარია, ბრაზდები, მოგწონს, გამოხატავ, რადგან შენვე შეგაქვს შენი წვლილი ამ ყველაფერში – ფერთაცვლის სეზონზე, ოქტომბრის თვეში.  თავისუფლება არის იმ გალიის გასაღები, რომელიც გათავისუფლებს

არჩევანის თანავარსკვლავედი Read More »

პრიზი, როგორც გამოფხიზლება

რამდენიმე წლის წინ ლიტერატურულ კონკურსზე ვიყავი, რომელსაც აჭარის მუნიციპალიტეტებიაფინანსებენ. ანუ, რომელსაც მე და შენ, ჩვენი გადასახადებით ვაფინანსებთ. კონკურსი აჭარის მასშტაბით იმართებოდა დამონაწილეობაც მხოლოდ აჭარისმუნიციპალიტეტებიდან შეეძლოთ ახალგაზრდებს.  ერთ-ერთი ნომინაციის გამარჯვებული გავხდი.სიგელთან ერთად 100 ლარი გადმომცეს. ეს თანხაგადაეცათ კონკურსის სხვა ნომინაციებისგამარჯვებულებსაც, რომლებიც ხულოდან იყვნენ, ისევე როგორც მე.  დაჯილდოებისას ორგანიზატორებმა დიდიმონდომებით გაუსვეს ხაზი, რომ ამ „პრიზის“ ფინანსურ მხარდაჭერას

პრიზი, როგორც გამოფხიზლება Read More »

12 წელი ოცნებების ჩრდილში

დილის 8 საათი იყო. სამსახურში წასასვლელად ვემზადებოდი. რუტინულად ხის კარადა გამოვაღე, ევროკავშირის ჭიქა ავიღე და დედაჩემის მიერ ადუღებული წყალი ჩავასხი. წყალი არც ისეთი ცხელი იყო, როგორც სხვა დღეებში. დილის სუსხით შეციებულ ფანჯარასთან მივედი და გორას დავუწყე ცქერა. ბავშვობიდან ამ გორის გადალახვაზე ვოცნებობდი, თუმცა აქედან ისე მივდივარ, ოცნება გაუნძრეველი ბოძივით მრჩება. უცებ ტელევიზორის ხმა შემომესმა, მეუცნაურა,

12 წელი ოცნებების ჩრდილში Read More »

სოლიდარობის თემის განცხადება

სოლიდარობის თემი საჯაროდ ეხმიანება აჭარაში ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას და კრიტიკულად აფასებს მის მიერ ადგილობრივი მოსახლეობის მძიმე უფლებრივი მდგომარეობის უგულებელყოფას.10 ოქტომბერს ბათუმში ქართული ოცნების გამართულ პარტიულ ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილმა ხალხს სიტყვით მიმართა. ხაზგასასმელია, რომ მის მრავალსიტყვიან მოხსენებაში ერთხელაც კი არ უხსენებია აჭარაში მცხოვრები მოსახლეობის და მათ შორის ქართველი მუსლიმების საჭიროებები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მისი

სოლიდარობის თემის განცხადება Read More »