რამდენიმე წლის წინ ლიტერატურულ კონკურსზე ვიყავი, რომელსაც აჭარის მუნიციპალიტეტებიაფინანსებენ. ანუ, რომელსაც მე და შენ, ჩვენი გადასახადებით ვაფინანსებთ.
კონკურსი აჭარის მასშტაბით იმართებოდა დამონაწილეობაც მხოლოდ აჭარისმუნიციპალიტეტებიდან შეეძლოთ ახალგაზრდებს.
ერთ-ერთი ნომინაციის გამარჯვებული გავხდი.სიგელთან ერთად 100 ლარი გადმომცეს. ეს თანხაგადაეცათ კონკურსის სხვა ნომინაციებისგამარჯვებულებსაც, რომლებიც ხულოდან იყვნენ, ისევე როგორც მე.
დაჯილდოებისას ორგანიზატორებმა დიდიმონდომებით გაუსვეს ხაზი, რომ ამ „პრიზის“ ფინანსურ მხარდაჭერას ანზორ ბოლქვაძე სწევდა – „ღირსებითა და თავდადებით გამორჩეული“.
კონკურსი დამთავრდა. დავიშალეთ. მაგრამ არა, ესჩვენ გვეგონა რომ დამთავრდა. სულ ტყუილად.
მოგვიანებით „ჩათში“, სადაც ორგანიზატორები დამონაწილეები ვიყრიდით თავს „დავალება“ მივიღეთ. ერთ-ერთი ორგანიზატორი ჩვენი მისამართით წერდა- „ხომ იცით, ეს ფული ანზორ ბოლქვაძისგან გერგოთ. ამის შესახებ დაწერეთ და მადლობა გადაუხადეთთქვენი ფეისბუკ გვერდებიდან“. მეტიც, ორგანიზატორმა თავი დაიზღვია უცებ არგამოგვრჩენოდა მისი შეტყობინება. იქვე მოგვნიშნადა განმეორდა – „აუცილებლად დაწერეთ. ბატონიანზორი ამას იმსახურებს“.
ეს თავისთავად საშინლად შეურაცხმყოფელი დამიუღებელი იყო ჩემთვის. ძალიან გავბრაზდი. ისეთიგანცდა მქონდა, თითქოს ვინმემ სახეში გამაწნა, ცხვირში მუშტი მითავაზა. ეს სხვა არაფერია, თუ არავისმეს ღირსების შელახვა, ძალაუფლების ბოროტადგამოყენება, დაუკრეფავში გადასვლა. ეს ზეწოლაა.
მაშინ ბოლქვაძე არ იყო რუსული კანონისმხარდამჭერი. ახლა არის.
ჩვენ, ახალგაზრდები, ანტიდასავლურსა დაანტიდემოკრატიულ კანონებს ვებრძვით. კანონებს, რომლებიც გააქრობს სიტყვისა და გამოხატვისთავისუფლებას, რომლებიც გააუფასურებს ქალებისროლს, საფრთხეს შეუქმნის ლგბტ თემის წევრებისუსაფრთხოებას და თავისთავად, ჩვენ ვებრძვითყველას, ვინც მსგავსი კანონების შემოღებასგვიბედავს.
ჩვენ, ახალგაზრდები, თანასწორ გარემოშიცხოვრებისთვის ვიბრძვით, რაც ასე გვაკლია და რაცზუსტად ვიცით, რომ ჩვენი უფლებაა. განსაკუთრებითიმ ახალგაზრდებმა ვიცით რას ნიშნავს უთანასწოროგარემო, ვინც ამა თუ იმ უმცირესობას წარმოვადგენთ, ვინც პერიფერიებიდან ვართ.
ჩვენ, ახალგაზრდებს პირადი გამოცდილება გვაქვს. ეს არის ცოდნა და მეხსიერება, რომელსაც ვერავინშეგვიცვლის, ვერავინ დაარედაქტირებს. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს უკიდურეს სიღარიბეში იზრდებოდა. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს არ გყავდეს ინგლისურისმასწავლებელი, არ გქონდეს გზა, შუქი, სასმელი დასარწყავი წყალი.
ჩვენ ვიცით, რასნიშნავს იძულებით დატოვო სოფელი, სადაც არარსებობს სამუშაო ადგილები. ჩვენ ვიცით, რასნიშნავს ემიგრაცია. ჩვენ ვიცით, როგორიამშვიდობიან აქციაზე დაგარბიოთ, გცემონ, მოგწამლონ, უკანონოდ დაგაკავონ.
ჩვენ ვიცით, რა განცდაა დამსახურებულადიმარჯვებდე ამა თუ იმ კონკურსში და შენიგამოყენება სცადონ და რაც მთავარია, ჩვენ ვიცით, რომ ამ და სხვა ყველაფერზე, პასუხისმგებელმაპირებმაც იციან.
ჩვენ ვხედვათ და ჩვენ ვისმენთ, რას აკეთებთ, როგორ აკეთებთ და რატომ აკეთებთ.
თქვენც უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ, ახალგაზრდებს, გააზრებული გვაქვს მოახლოებულიარჩევნების მნიშვნელობა. ვერ გამოგვიყენებთ!
ჩვენ მივდივართ 26 ოქტომბერს არჩევნებზე!
ჩემი სახლი ევროპაა!
შენი სახლი ევროპაა!
ჩვენი სახლი ევროპაა!
ბლოგების კონკურსში გამარჯვებული ავტორი: ანონიმური
ბლოგის შინაარსზე პასუხისმგებელია მისი ავტორი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს სოლიდარობის თემის პოზიციას.