სოლიდარობის თემი

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი

სოლიდარობის თემი ეხმარება უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონს

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი Read More »

სახალხო დამცველის აურჩევლობა აზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს

22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა სახალხო დამცველობის კანდიდატებს, თუმცა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერცერთმა დააგროვა. ასეთი შედეგი წინასწარვე იყო ცნობილი, რადგან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე განცხადეს, რომ ოპოზიციასთან რომელიმე კანდიდატზე შეთანხმება ვერ შედგა. ხმათა საჭირო რაოდენობა (90) ვერ მოიპოვა სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჯგუფის მიერ წარდგენილმა კანდიდატებმაც. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარდგენილ

სახალხო დამცველის აურჩევლობა აზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს Read More »

სოლიდარობის თემი ეხმიანება სახალხო დამცველის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს 

სოლიდარობის თემი, როგორც ადამიანის უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოება, ყურადღებით აკვირდება ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესს. არსებული რეალობიდან გამომდინარე, ჩვენთვის ეს კონსტიტუციური ინსტიტუტი არის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომლის ვალდებულებაა ადეკვატური და კვალიფიციური რეაგირება ჰქონდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტზე განურჩევლად რელიგიური, ეთნიკური, პოლიტიკური თუ სხვა ნიშნისა. სოლიდარობის თემი აქტიურად ადევნებს თვალს სახალხო დამცველის კანდიდატებთან ინტერვიუების პროცესს. ჩვენთვის შემაშფოთებელია

სოლიდარობის თემი ეხმიანება სახალხო დამცველის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს  Read More »

არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეარჩიეს სახალხო დამცველობის კანდიდატები, რომლებსაც მხარს დაუჭერენ

საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის, გაეროს პარიზის პრინციპების, ვენეციის პრინციპებისა და ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის (CM/Rec(2021)1) მოთხოვნების შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ომბუდსმენობის კანდიდატის შერჩევა მოხდეს ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე და მასში აქტიურად მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წევრები. ასევე, ევროკავშირის მოთხოვნაა, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ კანდიდატს და პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და დაცული იყოს აპარატის ეფექტიანი

არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეარჩიეს სახალხო დამცველობის კანდიდატები, რომლებსაც მხარს დაუჭერენ Read More »

ქართული ისლამური კულტურა – ეროვნული ქარგის შეუმჩნეველი ნაწილი

ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობა მისი ისტორიული და სახელოვნებო მნიშვნელობით საერთო ეროვნულ კულტურაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ქართული ისლამური კულტურა იმდენ საუკუნეს ითვლის, რამდენსაც ქართულ-არაბული ურთიერთობები, ვინაიდან ისლამთან ურთიერთობისა და მისი გაცნობის შესაძლებლობა ქართველებს მისი ჩამოყალიბების ადრეულ პერიოდშივე ჰქონდათ. ქართულ-ისლამური ურთიერთობები ინტენსიური და მრავალასპექტიანი იყო, აერთიანებდა როგორც მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ინტერკულტურული ურთიერთობების, ისე ბრძოლებისა და წინააღმდეგობის ქრონიკებს.

ქართული ისლამური კულტურა – ეროვნული ქარგის შეუმჩნეველი ნაწილი Read More »

სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის ინკლუზიური პროცესის ხელშესაწყობად

ევროკომისიის მიერ 17 ივნისს გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. მათგან ერთ-ერთი სახალხო დამცველის არჩევის პროცესს ეხება. კერძოდ, ევროკომისიის მოთხოვნაა, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ კანდიდატს და პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და დაცული იყოს აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. აღნიშნული რეკომენდაციის შესასრულებლად სამოქალაქო სექტორი იწყებს ომბუდსმენის კანდიდატების

სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის ინკლუზიური პროცესის ხელშესაწყობად Read More »

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილება

მიმდინარე წლის მაისის თვეში სოლიდარობის თემმა მივმართეთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით.  ჩვენ მივიჩნევდით, რომ 2022 წლის 14 მაისს „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემაში „ერთი დღე სოფელში” ჟურნალისტმა ნათია თავდგირიძემ დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1-ლი და მე-7 პრინციპი. სიუჟეტი ეხებოდა სოფელ ჭვანას და იქ არსებულ ქართულ ისლამურ მემკვიდრეობას, ჭვანის ხის მეჩეთს, სადაც იკვეთებოდა მისი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილება Read More »

ზუნდაგას მეჩეთი

ქართული კულტურა გამოირჩევა მრავალფეროვნებით, რომელშიც დიდი წვლილი შეაქვს ეთნიკურ და რელიგიურ მახასითებლებს. აღნიშნულ მრავალფეროვნებაში ისლამურ კულტურას და ქართველ მუსლიმებს მნიშვნელოვანი ადგილი აქვთ, თუმცა ამის მიუხედავად დღეისათვის ქართულ-ისლამური კულტურის კვალი თითქმის გამქრალია ან/და დაფარულია ქართულ საჯარო კულტურაში. აღნიშნულ სტატიაში ყურადღება იქნება გამახვილებული ქართულ ისლამურ კულტურულ მემკვიდრებაზე, კერძოდ სოფელ „ზუნდაგას მეჩეთზე“, რომელიც ნაკლებად პოპულარულია, როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის

ზუნდაგას მეჩეთი Read More »

აჭარაში მცხოვრები ქვიარ თემის ყოველდღიურობა და გამოწვევები კოვიდ პანდემიის პირობებში

აღნიშნულმა კვლევამ შეისწავლა აჭარაში მცხოვრები ქვიარ თემის გამოწვევები კოვიდ პანდემიის პირობებში. ეს კვლევა საწინდარია აჭარის რეგიონში სიღრმისური ცოდნის შექმნის ლგბტქი თემის წევრის შესახებ. ამრიგად, საჭიროა საკითხის სიღრმისეულად შესწავლა და მასზე დაფუძნებით ინფორმაციის წარმოება. პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით და მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “სოლიდარობის თემი” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს. ნახვა

აჭარაში მცხოვრები ქვიარ თემის ყოველდღიურობა და გამოწვევები კოვიდ პანდემიის პირობებში Read More »

ჭვანის მეჩეთი

ჭვანის ხის მეჩეთი შუახევის მუნიციპალიტეტის ვარჯენაულის უბანში მდებარეობს და აგებულია 1894-1895 წლებში. სამწუხაროდ, მშენებლის ვინაობა უცნობია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ხის მეჩეთებს, რომელთა ექსტერიერი ჩვეულებრივი აჭარულის ხის სახლების მსგავსია, ადგილობრივი მოსახლეობა აგებდა. ხოლო, ინტერიერის – ხის ჩუქურთმებისა და ნახატების ავტორნი, როგორც წესი, ლაზი ოსტატები არიან. შენობას ჩრდილოეთის მხრიდან აქვს მოჩუქურთმებული ორფრთიანი კარი, რომელიც ჰოლში შედის. დიდი

ჭვანის მეჩეთი Read More »