სოლიდარობის თემი

ბეღლეთის მეჩეთი

ბეღლეთის მეჩეთი, რომელიც 300 წელზე მეტს ითვლის,  ერთ–ერთი უძველესია აჭარაში. გადმოცემის თანახმად 1650-1700 წლების შუალედშია აგებული. თუმცა, მის ნაცვალდ არსებობდა პირველი შენობა, რომელიც დამწვარა.  XIX საუკუნეში მეჩეთი თავიდან აუგიათ, მაგრამ დიდი ხნის მანძილზე,1920–21 წლამდე, ის უბრალო ფიცრული ნაგებობა იყო, შემდეგ  ლაზი ოსტატები მოუწვევიათ და შენობა  ორნამენტებითა და ნახატებით შეუმკიათ. მეჩეთის საძირკველი ქვისაა, საკუთრივ შენობა კი […]

ბეღლეთის მეჩეთი Read More »

საციხურის მეჩეთი

ხულოს მუნიციპალიტეტში სოფელ საციხურში არსებული ხის მეჩეთი თავდაპირველად სოფელ პაქსაძეებში ააგეს XVII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის პირველ ნახევარში.  1828 წელს მეჩეთი დაანგრიეს და დიდაჭარაში, პაქსაძეებსა და ბეღლეთში გაანაწილეს. 2002 წელს დიდაჭარაში ახალი მეჩეთი ააგეს, ხოლო ძველი ხის მეჩეთი ადგილობრივმა მრევლმა საჩუქრად სოფელ საციხურს გადასცა. სწორედ ამიტომ, დიდაჭარის მეჩეთში დაცულია საციხურის 200 წლოვანი ჯამის უნიკალური

საციხურის მეჩეთი Read More »

ზუნდაგას მეჩეთი

სოფელ ზუნდაგას მეჩეთი მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ლაზმა მშენებლებმა უსტა ქაბაზ აჰმედმა ადგილობრივ ქაჯაიასთან, გოგიტიძესთან და თურმანიძესთან ერთად ააგეს. მეჩეთი ხის ღობითაა გარშემორტყმული და აქვს მიჰრაბი, მინბარი, ანტრესოლის მოაჯირი და გუმბათი. ზუნდაგას მეჩეთის გვერდით არის სასაფლაო მეცხრამეტე საუკუნის საფლავის ქვებით. სასაფლაოსთან ახლოსაა ქვის ფილაც ფესოთი, რომელიც სავარაუდოდ განბანვის შადრევანის ნაშთია. გარეგნულად მეჩეთი ძნელად განირჩევა ტრადიციული

ზუნდაგას მეჩეთი Read More »

მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალების გამოცდილება კოვიდ პანდემიის პირობებში

მაღალმთიანი აჭარა გამოირჩევა თავისი სპეციფიკურობითა და მრავალფეროვნებით. რელიგიური მრავალფეროვნება და გეოგრაფიული არეალი ხშირად იწვევს მკვლევართა დაინტერესებას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აქ მცხოვრები ქალების ყოველდღიურობა და მათი გამოწვევები ჯერჯერობით არ არის სათანადოდ შესწავლილი. სწორედ აღნიშნულმა განაპირობა ჩვენი მოტივაცია, რომ უფრო დიდი ყურადღება დაგვეთმო და შეგვესწავლა ქალების გამოცდილებები კოვიდ პანდემიის პირობებში. ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის

მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალების გამოცდილება კოვიდ პანდემიის პირობებში Read More »

COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა

„COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა” 8-თვიანი პროექტია, რომელიც დააფინანსა ევროკავშირმა (EU) მიერ და ხორციელდება ERIM (ყოფილი IREX Europe) და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის (HRHT) მიერ. პროექტის მთავარი მიზანი არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობის და მდგრადობის ხელშეწყობა, რაც მათ საშუალებას მისცემს შეამსუბუქონ COVID-19- ის უშუალო და გრძელვადიანი გავლენა. აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 18433

COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა Read More »

ერთობლივი განცხადება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით.

Ორგანიზაციებისთვის – “Სოლიდარობის თემი”, “პლატფორმა სალამ” და “ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის”, ძალზე მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს სამართლიანობაზე, თანასწორობაზე და დემოკრატიაზე დამყარებული სამოქალაქო საზოგადოება, რომლის უმთავრესი ორიენტირი არის ადამიანია. Ამ ყველაფრის უზრუნველსაყოფად საჭიროა არსებობდეს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და გამართული სახელმწიფო ინსტიტუტები. Სწორედ ასეთი უწყებაა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც  2018 წელს შეიქმნა, როგორც სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულის დამოუკიდებელი და ეფექტიანი

ერთობლივი განცხადება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით. Read More »

„ტელეიმედის“ თვითრეგულირების საბჭოს გადაწყვეტილება სოლიდარობის თემის განცხადებასთან დაკავშირებით

სოლიდარობის თემის“ წევრებმა: ჰურიე აბაშიძემ, ნესტან ანანიძემ, ზაზა მიქელაძემ, ლია დეკანაძემ, ელდარ ჯავახიძემ, ავთანდილ შერვაშიძემ, მაია რიჟვაძემ, ლელა დეკანაძემ და თორნიკე აბულაძემ „ტელეიმედის“ თვითრეგულირების საბჭოს 2021 წლის 21 ივნისს მიმართეს საჩივრით, რომელიც უკავშირდებოდა 2021 წლის 15 ივნისის, გადაცემა „იმედის ფაქტორში“, თეა დარჩიას მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ და სიძულვილის ენის შემცველ განცხადებას. საჩივრით მოთხოვნილი იყო სადავო მასალის

„ტელეიმედის“ თვითრეგულირების საბჭოს გადაწყვეტილება სოლიდარობის თემის განცხადებასთან დაკავშირებით Read More »

სოლიდარობის თემის 2021 წლის 21 ივნისის განცხადებაზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილება

განმცხადებელი : გურამ კახაძე, სოლიდარობის თემი;მოპასუხე : მაგდა ანიკაშვილი;დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი; 21 ივნისი 2021 წელი საქმე N – 498, 500 საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა საბჭოს წევრები: ნანა ბიგანიშვილი, ზვიად ქორიძე, გულო კოხოძე, ნინა ხელაძე, სოფო ჟღენტი. აღწერილობითი ნაწილი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით მომართეს გურამ კახაძემ [N498] და სოლიდარობის თემმა [N500] რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, 2021

სოლიდარობის თემის 2021 წლის 21 ივნისის განცხადებაზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილება Read More »

ერთობლივი განცხადება ქართული ოცნების წარმომადგენლების ჰომოფობიურ განცხადებებთან დაკავშირებით

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“, “კოალიცია თანასწორობისათვის” და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციები ეხმაურებიან „თბილისი პრაიდის“ და პარტნიორების მიერ 5 ივლისს დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და ამავე პარტიის წევრისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით სერგეენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებებს. 2021 წლის 17 ივნისს ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში ღირსების მარშის შესახებ ირაკლი კობახიძემ გააკეთა

ერთობლივი განცხადება ქართული ოცნების წარმომადგენლების ჰომოფობიურ განცხადებებთან დაკავშირებით Read More »

სოლიდარობის თემის განცხადება დმანისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

“სოლიდარობის თემი” ეხმიანება დმანისში მიმდინარე მოვლენებს. მიგვაჩნია, რომ ვითარების დეესკალაციისა და სამოქალაქო მშვიდობის უზრუნველყოფისთვის, აუცილებელია, საზოგადოებრივ წესრიგზე პასუხისმგებელმა ორგანოებმა მიმართონ ყველა კანონიერ და პროპორციულ ზომას. სამწუხაროდ, მიმდინარე პროცესებმა აჩვენა, რომ სახელმწიფო ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებას – უზრუნველყოს დაძაბულობის განმუხტვა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა. დმანისში, ადგილობრივ სვან და აზერბაიჯანულენოვან თემებს შორის დაწყებულმა დაპირისპირებამ კიდევ

სოლიდარობის თემის განცხადება დმანისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით Read More »