სოლიდარობის თემის განცხადება დმანისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

“სოლიდარობის თემი” ეხმიანება დმანისში მიმდინარე მოვლენებს.

მიგვაჩნია, რომ ვითარების დეესკალაციისა და სამოქალაქო მშვიდობის უზრუნველყოფისთვის, აუცილებელია, საზოგადოებრივ წესრიგზე პასუხისმგებელმა ორგანოებმა მიმართონ ყველა კანონიერ და პროპორციულ ზომას. სამწუხაროდ, მიმდინარე პროცესებმა აჩვენა, რომ სახელმწიფო ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებას – უზრუნველყოს დაძაბულობის განმუხტვა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა.

დმანისში, ადგილობრივ სვან და აზერბაიჯანულენოვან თემებს შორის დაწყებულმა დაპირისპირებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ სახელმწიფო არ/ვერ ატარებს თანასწორობაზე დაფუძნებულ სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკას, რაც სამომავლოდაც ქმნის მსგავსი დაპირსპიირებების საფრთხეს.

ქვეყნის ხელისუფლებამ და სამოქალაქო საზოგადოებამ უმოკლეს დროში უნდა შეძლოს ამ დაძაბულობის გადალახვა და იმგვარი გამოსავლის პოვნა, რომ სამომავლოდ, კვლავ არ დავდგეთ მსგავსი მოცემულობის წინაშე.