სტატია

იქ, ნისლებში

აჭარა ყოველთვის მასევდიანებდა. ეს ხალხი და ეს ადგილი  დილის უღონო, ყვითელ მზეს ჰგავს, სიცივეში, რომ ანათებს, მაგრამ ვერაფრით ერევა გაბმულ ყინვას.  აჭარაში მგონია, რომ მხოლოდ აჭარელი შეძლებს ცხოვრებას. მხოლოდ მას შეუძლია ამ გახუნებულ სიმწვანეში კაეშნის გარდა კიდევ  სხვა, რაღაც შრატისფერი იმედი დაინახოს და მისი გულისათვის, მთელი ცხოვრება ერთი და იგივე ხუმრობაზე გაიცინოს. ხუმრობაზე, რომელიც დიდი […]

იქ, ნისლებში Read More »

თავისუფლება

მე სკოლაში მასწავლეს, რომ უნდა მიყვარდეს ჩემი ქვეყანა და ვიყო პატრიოტი. მასწავლეს, რომ არაფერია თავისუფლებაზე ძვირფასი. მასწავლეს, რომ შუბლის ძარღვი არ უნდა გავიწყვიტო. მეც ვსწავლობდი, ყურადღებით. ვიზეპირებდი სამშობლოზე  დაწერილ ლექსებს და თითოეულ სიტყვას გონებაში ვინახავდი. ახლა ვხვდები, რომ ამ სიტყვების მნიშვნელობა ბევრად გვიან გავიაზრე – მაშინ, როცა თავისუფლების წართმევა დაგვიპირეს, როცა მმართველმა პარტიამ იმ გზას

თავისუფლება Read More »

წერილი მომავალს

გამარჯობა ჩემი შვილებისა და შვილიშვილების თაობავ! დარწმუნებული ვარ, ახლა თქვენ/ჩვენ ყველა ერთად, ვცხოვრობთ დამოუკიდებელ საქართველოში. იმის გაფიქრებაც კი არ მინდა, რომ ისტორია სხვაგვარად წარიმართა და სულ სხვა წყობის ქვეყანაში მოგიწიათ გაღვიძება.  ამ წერილს როცა ვწერ, სტუდენტი ვარ. ირონიულია – ჩემი სტუდენტობა პანდემიით დაიწყო და რეპრესიებით სრულდება. ასეთია რეალობა. იცით? როცა სკოლაში ვსწავლობდი 9 აპრილისა და

წერილი მომავალს Read More »

რაც არ ისმის

დილაა.ქალაქს ჯერ კიდევ სძინავს.გარე განათება დაღლილი ციმციმით ანათებს ცარიელ ქუჩებს.  სიჩუმეა, ისეთი სიჩუმე, როგორიც ღვთის მოლოდინში მყოფ სამყაროს აქვს. მოულოდნელად ჰაერში რაღაც ნაზი, სევდანარევი ხმა იბადება.შორიდან მოედინება, ცვარივით ეშვება სახურავებს, ბზარებსა და  ფანჯრებს შორის.ეს ეზანია.ვერ ვხედავ იმ ადამიანს, ვინც კითხულობს.მაგრამ ვგრძნობ – ეს ხმა სხეულს ეკუთვნის, სულს, ოჯახს, რწმენას… ეზანი ქალაქს მუსლიმი თემის არსებობას ახსენებს

რაც არ ისმის Read More »

ბლოგების კონკურსი

სოლიდარობის თემი აცხადებს ბლოგების კონკურსს. თუ ხარ აჭარიდან ან ხარ აჭარელი ეკომიგრანტი და გიყვარს წერა სხვადასხვა თემატიკაზე, ეს კონკურსი შენთვისაა.  კონკურსის თემატიკა: მიწერე წერილი თანატოლს, მომავალ თაობას ან/და უფროს თაობას როგორც ახალგაზრდამ/აქტივისტმა; ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად არსებული გამოწვევები (სოციალურ – ეკონომიკური ან სხვა); მუსლიმი თემის ხმა ყოველდღიურობაში; მთაში მცხოვრები ახალგაზრდებისა და ქალების ხმა; აჭარაში მცხოვრები შშმ/სსმ

ბლოგების კონკურსი Read More »

საქმეები ცხოვრებისთვის

გუშინ გავიზარდე, ან გუშინ წინ, რა ვიცი. მაშინ, როცა უფრო პატარა ვიყავი და უფრო მიამიტი, სულ ვფიქრობდი, როგორი იყო დიდად ყოფნა. მინდოდა ბებიაჩემივით მეც ,,გამტყდომოდა ძილი“ და მთელი ღამე ისე გამეთენებინა, რომ ,,თვალი თვალზე არ დამედო“.   ზაფხულის არდადეგებს ყოველთვის, ბეშუმში, ბებიასთან ვატარებდი. ბებიაჩემი მზრუნველი ქალია, ვფიქრობ, ზედმეტად მზრუნველიც, სწორედ ამ მიზეზით მაძინებდა ყოველთვის მასთან. მიუხედავად

საქმეები ცხოვრებისთვის Read More »

წერილი მომავალს

 სახლიდან სამსახურში ფეხით მისვლა ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია, აქამდე ეს რუტინა არ იყო ისე მოსაწყენი, როგორც ახლა. ვაკვირდები სარეკლამო ბანერებს, განცხადებებს და თითქოს ყველა ერთმანეთს ჰგავს, საუბარში ერთმანეთთან გაზიარებული გულისტკივილიც საერთოა, თუმცა ჩურჩულით წარმოთქმულ ფრაზებში ზოგიერთი სიტყვა გაუგებარიც კია. აზრი ერთია: დაბალი ხელფასები; მაღალი ფასები; განათლების დაბალი ხარისხი; ნეპოტიზმი; კორუფცია; ჯანმრთელობის პრობლემები; შვილების მომავალზე წუხილი…    სახლში

წერილი მომავალს Read More »

მუსლიმთა აღმნიშვნელი კონფესიონიმები ქართულში

ქართველებს ისლამთან შეხება მისი აღმოცენების პირველივე საუკუნეში მოუწიათ. მეშვიდე საუკუნის 40-50-იან წლებში საქართველოში არაბთა გამოჩენამ და მათთან მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის დამყარებამ ქართულ ენაში ამ სარწმუნოების მქონე ხალხისთვის ახალი ეთნონიმისა და კონფესიონიმის გაჩენის აუცილებლობა გამოიწვია. სავარაუდოდ, ქართველები არაბებს მეშვიდე საუკუნემდეც იცნობდნენ. სემიტ ხალხთა გენეზისის ისტორია ქრისტიან ქართველთათვის ბიბლიიდან ნაცნობი უნდა ყოფილიყო. როგორც გიორგი წერეთელი აღნიშნავს, თვით არაბების

მუსლიმთა აღმნიშვნელი კონფესიონიმები ქართულში Read More »

აფხაზი მუჰაჯირების სასაფლაო

აჭარის მუჰაჯირი აფხაზები, აფხაზეთის აბორიგენი მოსახლეობა, რომლებიც მე-19-ე საუკუნის 60-70-იან წლებში დიდი მუჰაჯირობის დროს მეფის რუსეთის ბრძანებით ძალით გადაასახლეს ოსმალეთის (დღევანდელი თურქეთის) ტერიტორიაზე. ოსმალეთის მაშინდელ შემადგენლობაში შედიოდა აჭარაც, ამიტომ აფხაზი მუჰაჯირების ნაწილი, აქ დარჩა საცხოვრებლად, ნაწილი კი ოსმალეთის სხვადასხვა ტერიტორიიდან დაბრუნდა იმ მიზნით რომ აჭარა უფრო ახლოს იყო აფხაზეთთან და უფრო მარტივად დაბრუნდებოდნენ თავიანთ ადრინდელ

აფხაზი მუჰაჯირების სასაფლაო Read More »

თამარის ბრძოლა ყოველდღიურ სტიგმებთან

– დილა მშვიდობის, თამარ! საით მიიჩქარი?  – ბიბლიოთეკაში მივდივარ, ძია სოსო. – ყოჩაღი ხარ. ჩემო გოგო, შაბათ დღესაც არ ისვენებ. შენ თუ გვასახელებ ჩვენს გვარში, აბა შენს ბიძაშვილს ჰკითხე, ერთი წიგნი თუ წაუკითხავს ჯერ. შენისთანა გოგო ასეთი მონდომებულია, ამას კიდე ყველაფერი აქვს, საღ-სალამათია და წიგნს მაინც ვერ გადააშლევინებ. სახეზე ღიმილი შეაშრა თამარს, ძია სოსოც მიხვდა, რაღაც

თამარის ბრძოლა ყოველდღიურ სტიგმებთან Read More »