აფხაზი მუჰაჯირების სასაფლაო

აჭარის მუჰაჯირი აფხაზები, აფხაზეთის აბორიგენი მოსახლეობა, რომლებიც მე-19-ე საუკუნის 60-70-იან წლებში დიდი მუჰაჯირობის დროს მეფის რუსეთის ბრძანებით ძალით გადაასახლეს ოსმალეთის (დღევანდელი თურქეთის) ტერიტორიაზე. ოსმალეთის მაშინდელ შემადგენლობაში შედიოდა აჭარაც, ამიტომ აფხაზი მუჰაჯირების ნაწილი, აქ დარჩა საცხოვრებლად, ნაწილი კი ოსმალეთის სხვადასხვა ტერიტორიიდან დაბრუნდა იმ მიზნით რომ აჭარა უფრო ახლოს იყო აფხაზეთთან და უფრო მარტივად დაბრუნდებოდნენ თავიანთ ადრინდელ კარ-მიდამოში. 

აფხაზი მუჰაჯირები თავიდან ბათუმთან ახლოს მდებარე სოფლებში დასახლდნენ, ჭაობებისა და მალარიის თავიდან აცილების გამო. აღსანიშნავია, რომ მუჰაჯირები, სპეციალურად ისეთ ადგილს ირჩევდნენ საცხოვრებლად, რომელიც ძალიან წააგავდა აფხაზეთში მათ ადრინდელ საცხოვრებელს. აქ მცხოვრებმა აფხაზებმა გადაიღეს ადგილობრივი მოსახლეობის წეს-ჩვეულებები, ცხოვრების სტილი თუ ტრადიციები. მსგავსება უფრო მეტია აფხაზ და ადგილობრივ მოსახლეობას შორის, ვიდრე განსხვავება. 

აჭარაში აფხაზებით დასახლებული ადგილებია: ე.წ პივზაოდი, გარადოკი, ადლია, ანგისა, მინდა, (დღეს ეს ყველა ტერიტორია ბათუმის შემადგენლობაშია) სოფლები ფერია, ახალშენი, სალიბაური, წინსვლა,ჩელტა, ჩაისუბანი, სამება, ჭარნალი, ერეხი, გონიო და სხვა. მოსახლეობის მიხედვით 1939 წლის მონაცემებით აფხაზ მუჰაჯირთა რაოდენობა აჭარაში 1029 კაცს შეადგენდა, 1979 წელს 1508, ხოლო 2000 წლის აღრიცხვით 2000-ზე მეტი აფხაზი მუჰაჯირი ცხოვრობს აჭარაში. 

გვარები ძირითადად ცხოვრობენ კომპაქტურად, აქ მცხოვრები მუსლიმი აფხაზები ძალიან დიდი პატივს სცემდნენ სხვა რელიგიებსაც. ისინი სადღესასწაულო დღეებზე ერთად იკრიბებიან საუბნო სასაფლაოზე და ერთად იხსენებენ თავიანთ წინაპრებს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი აფხაზი მუჰაჯირების საუბნო სასაფლაო არის ადლიაში, რომელიც მაშინდელმა მმართველობამ სპეციალურად გამოყო აფხაზი მუჰაჯირი მოსახლეობისთვის. მის თავდაპირველ საზღვრებში ძირითადად აფხაზები იყვენენ დასაფლავებულნი, რომლთა უმრავლესობა ცხოვრობდა ე.წ პივზაოდზე, მინდაში, ანგისაში და თავის მხრივ ადლიაში: სელიმბა, ქათიბა, ჩინბა, აგირბა (აგირბა), აჟიბა, აცანბა, ციცბა, გეჩბაია, ჩაჩბა, გეჩბა, გებმაია, აჯიბა, აშლარბა, აცამბა, მუსხაჯბა, თანტიბა (ტანტიბა), ხვანბაია, გეჩბაია, აბაბოკო, ჩანჩიბაია, ხიბაია, სელიმბა, ნაყოფია, ჭითავა, არტრუჟბა, ჩაზმავა, ქუთელია, ცვიჯბა, ლაზბა, კეფალბა, ჩურუკბა, არსია, ანკუბაია, ანანბა, რეიზბა, ადლეიბა, კაიტამბა, ატრუჟბა, ხაჯიბა, მაიბა, კიშინდბა, პშანაბა, ქათიბა, კაპბბა, ჩურუკბა, აბდიბა, ჩერქქეზ-ზადე, არსია, ჭითანავა, ასლან-ზადე, ჭოლოკავა,ჩანჩიბაია, ხაშიმბა, ზვანბაია, შუშანიძე…). ასევე აქ დასაფლავებულები არიან ლაზები (მემიშიში, ვანილიში, აბდულიში, იმამიში, ბებინიში, აზაკიში, ჩებიში…) თურქები (აბდულას-ოღლი, სალქოღლი, ბექტაშოღლი, მემედოღლი, კურტანოღლი, რახიმოღლი, დევრიშოღლი, აზაკოღლი, მახმუდოღლი..;), აზერბაიჯანლები( ალემდარ, ჯიხოღლი, მამედოვ, ნაგიევ, აჯიევ, ხალილოვ, ფაშაევ, თალიბ…) უკრაინელები( ონიშენკო, კისენკო, გუზენკო…) ბერძნები(პოლოლიკოვი…) ადგილობრივი მოსახლეობა (დიასამიძე, მახაჭაძე, ნიჟარაძე, ჯახიძე, ბერიძე, თურმანიძე, ნინიძე, თავდგირიძე, სვანიძე, გოგიტიძე, ჟორჟაზე, გორგოშაძე, შავაძე….) და სხვები. 

დღეის მონაცემებით აფხაზების სასაფლაოზე დაახლოებით 700-ზე მეტი სასაფლაოა და 1500-ზე მეტი ადამიანია დასვენებული. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი სასაფლაოა, რომელზედაც არც საფლავის ქვაა და არც შემოღობილია, ამიტომ ძალიან რთულია, გამოვიცნოთ რომელი მათგანი არის ყველაზე ძველი ან ვის ეკუთვნის, თუმცა საფლავის ქვებზე დაკვირვებით, ყველაზე ძველი საფლავის ქვა ეკუთვნის მევლუდ დურსუნის ძე დიასამიძეს( 1865-1928) , მემორიალური საფლავის ქვა, 1937. მეჯიდ თანთიბა (1938)

აფხაზი მუჰაჯირების საფლავებს არ ახასიათებს გადატვირთული დეკორი ან ორნამენტები. საფლავის ქვად გამოყენებული არის ან მარმაროლო, რომელზედაც მუქ ფონზე არის პატარა ოვალური პორტრეტული ფოტო, შედარებით მასიური წარწერით (გარდაცვლილის სხელი გვარი, მამის სახელი (ყოველთვის არა), დაბადებისა და გარდაცვალების).

ასევე სტანდარტული საფლავის ქვა დიდი შავ-თეთრი პორტრეტული სურათითი, უფრო პატარა შრიფტის სტანდარტული წარწერით. წარწერები საფლავებზე ძირითად შერსულებულია ქართული ან კირილიცას ანბანით. რაც შეეხება რელიგიური სიმბოლიკებს, ძალიან იშვიათად აქვთ გამოყენებული ვარსკლავი და მთვარე ან ჯვარი.

საფლავის ქვები რომელზედაც ამოტვიფრულია მხოლოდ სახელი გვარი, ვარდით ან რაიმე ორნამენტით, ძირითად ქალების საფლავებისთვის არის დამახასიათებელი. ეს უკანასკნელი შეიძლება რელიგიური ფაქტორიდან იყოს გამომდინარე (აფხაზი მუჰაჯირების უმეტესობა, სწორედ ისლამის მიმდევრები იყვნენ, ისლამში აკრძალულია ადამიანის სურათით გამოსახვა) ან შეიძლება, გარდაცვლილს სურათი არ ჰქონოდათ.

საფლავები ძირითად შემოღობილია ქვით და რკინის ორნამენტიანი ღობეებით. აღსანიშნავია, რომ სურათზე გარდაცვლილები ძირითადად არის ოფიციალურად არიან გამოწყობილნი, ღია ფერის მაისურითა და მუქი პიჯაკით. საფლავის ქვების ანალიზის დროს გამოიკვეთა, რომ ქალებს გარკვეულ ნაწილს თავსაბურავი ახურავს.

აფხაზების სასაფლაოზე განისვენებენ აბაბიკოები, რომლებიც აფრო-აფხაზები იგივე შავკანიანი აფხაზი მუჰაჯირები არიან, ესენი არიან აფხაზების პატარა ეთნო-რასული ნეგროიდული ჯგუფი, მათი შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ ბათუმში.

ბლოგის შინაარსზე პასუხისმგებელია მისი ავტორი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს სოლიდარობის თემის პოზიციას.