სოლიდარობის თემი აცხადებს ბლოგების კონკურსს. თუ ხარ აჭარიდან ან ხარ აჭარელი ეკომიგრანტი და გიყვარს წერა სხვადასხვა თემატიკაზე, ეს კონკურსი შენთვისაა.
კონკურსის თემატიკა:
-
მიწერე წერილი თანატოლს, მომავალ თაობას ან/და უფროს თაობას როგორც ახალგაზრდამ/აქტივისტმა;
-
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად არსებული გამოწვევები (სოციალურ – ეკონომიკური ან სხვა);
-
მუსლიმი თემის ხმა ყოველდღიურობაში;
-
მთაში მცხოვრები ახალგაზრდებისა და ქალების ხმა;
-
აჭარაში მცხოვრები შშმ/სსმ პირთა გამოწვევები;
-
აჭარელი სტუდენტების ხმა;
კონკურსის პირობები
თუ ხარ აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდა და გაქვს სურვილი დაწერო ბლოგი კონკურსის თემატიკასთან დაკავშირებით, სოლიდარობის თემი გიწვევეთ ბლოგების კონკურსში. კონკურსში მონაწილეებს შეუძლიათ ზემოთ ჩამოთვლილი მხოლოდ ერთი ან მაქსიმუმ ორი საკითხის არჩევა და გაერთიანება. კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცემათ სიმბოლური პრიზი 150 ლარის ოდენობით.
-
ნაშრომი შესაძლოა იყოს ანონიმური
-
ნაშრომი შეგიძლიათ გამოაგზავნოთ 6 მაისიდან 16 მაისის 18:00-მდე.
ბლოგის წერისას უნდა გაითვალისწინო:
-
ტექსტი წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის დოკუმენტში, ქართულ ენაზე;
-
ბლოგი შესაძლოა იყოს ერთ ან გვერდ ნახევრიანი;
-
შრიფტი: Sylfaen;
-
ტექსტის ბოლოს მითითებული უნდა იყოს აპლიკანტის სახელი, გვარი და თარიღი;
-
შრიფტის ზომა: 12;
-
უნდა გამოაგზავნოთ სოლიდარობის თემის მეილზე solidaritycommunityinfo@gmail.
com და აღწერაში მიუთითეთ – “ბლოგების კონკურსი” -
ტექსტის ბოლოში მიუთითეთ აპლიკანტის სახელი და გვარი (თუ წერილის ანონიმურად აგზავნით, მიუთითეთ ნაშრომის ბოლოს).
გისურვებთ წარმატებებს!
დავუკავშირდებით მხოლოდ გამარჯვებულ აპლიკანტებს