ქალისთვის ყოველი დღე ბრძოლაა
ნაილეს დილა ტრადიციულად დაიწყო. დილის 5 საათზე, ჯერ კიდევ ბინდი და ნისლი რომ ერთურთს ელამუნებოდა. ორსართულიანი ხის სახლის მეორე სართულის პატარა ოთახში, ფერადი ნაქარგებით სავსე თეთრზეწრიანი, საბანგადაფარებული საწოლიდან ფეხაკრეფით გამოძვრა თხელი სხეული. ხელის ცეცების გარეშე შეეძლო კუთხეში მიკეცილი ტანსაცმლის გადაცმა ისე, რომ ოთახში მჭიდროდ განლაგებულ საწოლებზე მიძინებული ხუთი შვილი არ გაეღვიძებინა. რუტინულად წაიკრავდა თავზე სილგის, […]
ქალისთვის ყოველი დღე ბრძოლაა Read More »







