თვალსაზრისი

ქალისთვის ყოველი დღე ბრძოლაა

ნაილეს დილა ტრადიციულად დაიწყო. დილის 5 საათზე, ჯერ კიდევ ბინდი და ნისლი რომ ერთურთს ელამუნებოდა. ორსართულიანი ხის სახლის მეორე სართულის პატარა ოთახში, ფერადი ნაქარგებით სავსე თეთრზეწრიანი, საბანგადაფარებული საწოლიდან ფეხაკრეფით გამოძვრა თხელი სხეული. ხელის ცეცების გარეშე შეეძლო კუთხეში მიკეცილი ტანსაცმლის გადაცმა ისე, რომ ოთახში მჭიდროდ განლაგებულ საწოლებზე მიძინებული ხუთი შვილი არ გაეღვიძებინა.  რუტინულად წაიკრავდა თავზე სილგის, […]

ქალისთვის ყოველი დღე ბრძოლაა Read More »

მორჩილება “კარგი გოგოს” სტატუსისთვის და ურჩი ქალის სევდა მთაში

ძალადობა – ეს ტერმინი ყველა ასაკში სხვადასხვაგვარად მესმოდა. კალენდარზე ყოველი წლის ცვლილებასთან ერთად სხვაფერდებოდა, სეზონის გამოცვლასთან ერთად იმ სეზონივით ფერებს იცვლიდა, რომელი სეზონიც დგებოდა: ზამთარში უფრო ცივი იყო, გაზაფხულზე უფრო მეფერადებოდა, ზაფხულში ცოტა რუჯისფერი ხდებოდა, შემოდგომაზე კი ყველა ძალადობის ფაქტი მცვიოდა კანიდან, როგორც ხეებს ცვივა ფოთლები. ძალადობა ბავშვობისას სათამაშოს დათმობა მეგონა, ბზრიალას თუ თოჯინას გამო

მორჩილება “კარგი გოგოს” სტატუსისთვის და ურჩი ქალის სევდა მთაში Read More »

მთაში მცხოვრები ქალების საშინაო შრომა

“მერი დეიდა, მერი დეიდა, დედამ გთხოვათ, რძე, ჩლეჩილი ყველი და ახალი კაიმაღი თუ აქვსო”, – მსგავსი შეძახილებით იწყებოდა დილა ბეშუმში. იქ საზაფხულო არდადეგებზე 20 დღე გავატარე. ყოველ დღე ვხედავდი მოფუსფუსე ქალს, რომელიც იმ სახლთან ახლოს ცხოვრობდა, სადაც ვრჩებოდი. ის მესაქონლეობით იყო დაკავებული.  მერი დეიდა იალაღებზე ადრეულ გაზაფხულზე მიდის და გვიან შემოდგომამდე რჩება. მემთეური ქალის ყველა

მთაში მცხოვრები ქალების საშინაო შრომა Read More »

დაჟინებული მზერით გამოხატული მიუღებლობა

ერთი წლის წინ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ მეტარებინა ჰიჯაბი. გადავწყვიტე რეალობად მექცია სურვილი, რომელზეც ბევრს ვფიქრობდი. დიახ, ბევრს ვფიქრობდი, რადგან ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელშიც დღესაც არსებობს საზოგადოებათა ჯგუფი, რომლისთვისაც ისლამი, მუსლიმი და მითუმეტეს თავსაფრის მატარებელი მუსლიმი გოგონები კრიტიკის ობიექტები არიან. მსმენია რამდენიმე თავსაფრიანი ქალის ისტორია, რომელთაც საზოგადოებისგან მიუღიათ კრიტიკა, არასასიამოვნო და

დაჟინებული მზერით გამოხატული მიუღებლობა Read More »

ჩემი რწმენის თავისუფლება და შრომითი უფლებები

მე ვარ ციცინო დავლაძე. 2000 წელს სამცხის ერთ პატარა სოფელში ქართველი მუსლიმების ოჯახში დავიბადე. იმ პერიოდში საშუალო ფენის ხალხისათვის სწავლა-განათლების მიღება დიდი ფუფუნება იყო, თუმცა, მშობლები, რომელთაც სოფლის ჯაფით ჰქონდათ ქანცი გაცლილი, ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენთვის, რომ მომავალი არა თოხსა და ბარზე აგვეწყო, არამედ წიგნებზე.  ჩემს სოფელში ბაღი არ იყო. სკოლაში მისვლამდე დათვლა და წერა-კითხვა ბებია-ბაბუამ

ჩემი რწმენის თავისუფლება და შრომითი უფლებები Read More »

ქართული ისლამური კულტურა – ეროვნული ქარგის შეუმჩნეველი ნაწილი

ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობა მისი ისტორიული და სახელოვნებო მნიშვნელობით საერთო ეროვნულ კულტურაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ქართული ისლამური კულტურა იმდენ საუკუნეს ითვლის, რამდენსაც ქართულ-არაბული ურთიერთობები, ვინაიდან ისლამთან ურთიერთობისა და მისი გაცნობის შესაძლებლობა ქართველებს მისი ჩამოყალიბების ადრეულ პერიოდშივე ჰქონდათ. ქართულ-ისლამური ურთიერთობები ინტენსიური და მრავალასპექტიანი იყო, აერთიანებდა როგორც მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ინტერკულტურული ურთიერთობების, ისე ბრძოლებისა და წინააღმდეგობის ქრონიკებს.

ქართული ისლამური კულტურა – ეროვნული ქარგის შეუმჩნეველი ნაწილი Read More »

ზუნდაგას მეჩეთი

ქართული კულტურა გამოირჩევა მრავალფეროვნებით, რომელშიც დიდი წვლილი შეაქვს ეთნიკურ და რელიგიურ მახასითებლებს. აღნიშნულ მრავალფეროვნებაში ისლამურ კულტურას და ქართველ მუსლიმებს მნიშვნელოვანი ადგილი აქვთ, თუმცა ამის მიუხედავად დღეისათვის ქართულ-ისლამური კულტურის კვალი თითქმის გამქრალია ან/და დაფარულია ქართულ საჯარო კულტურაში. აღნიშნულ სტატიაში ყურადღება იქნება გამახვილებული ქართულ ისლამურ კულტურულ მემკვიდრებაზე, კერძოდ სოფელ „ზუნდაგას მეჩეთზე“, რომელიც ნაკლებად პოპულარულია, როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის

ზუნდაგას მეჩეთი Read More »