განცხადება

Სოლიდარობის თემი ეხმიანება ხულოში სასმელი წყლის მიწოდების პრობლემას

მრავალი წელია მთიან აჭარაში მცხოვრები მოსახლეობა მუნიციპალიტეტებსა და სოფლად წყლის დაბინძურების თუ გაუმართაობის პრობლემებზე მიუთითებს.  მაგალითისთვის, ხულოს მუნიციპალიტეტის დაბაში დღემდე ადგილობრივებს წყალი არასტაბილური განრიგით მიეწოდებათ, წვიმების დროს კი იმდენად დაბინძურებულია, რომ მისი გამოყენება სასმელად შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში მუდმივი წყალმომარაგებისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის მილიონობით ლარია დახარჯული. გარდა ამისა არაერთხელ არის გაცემული წყლისა და კანალიზაციის სისტემების …

Სოლიდარობის თემი ეხმიანება ხულოში სასმელი წყლის მიწოდების პრობლემას Read More »

სოლიდარობის თემის ღია მიმართვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს

სოლიდარობის თემის ღია მიმართვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს აჭარაში ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის სავალალო მდგომარეობის თაობაზე

მოვითხოვთ სამშობიარო განყოფილების გახნას ხულოს მუნიციპალიტეტში

სოლიდარობის თემი და სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ხულოს მუნიციპალიტეტში უზრუნველყოს სამშობიარო განყოფილების გახსნა და სხვა საჭირო სერვისების მობილიზება. ბოლო რამდენიმე თვეა, მაღალმთიანი აჭარის, ხულოს მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის სერვისებზე წვდომასთან დაკავშირებით უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი. დღეს არსებული მდგომარეობით, ხულოში, სადაც 23 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არ არსებობს სამშობიარო …

მოვითხოვთ სამშობიარო განყოფილების გახნას ხულოს მუნიციპალიტეტში Read More »

სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა ხელისუფლებას

გასულ თვეში საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ ევროპული ფასეულობების ერთგული და არ ვაპირებთ ევროკავშირში მიმავალი გზიდან გადახვევას. ევროკავშირში გაწევრიანების, როგორც ეროვნული იდეის ირგვლივ ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაციით ვაჩვენეთ, რომ ქართველი ხალხი ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. სხვადასხვა ინფორმაციით, ევროკომისიამ შესაძლოა 2023 წლის ოქტომბერში გასცეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია, თუ საქართველო მომდევნო პერიოდში გააგრძელებს …

სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა ხელისუფლებას Read More »

სოლიდარობის თემის განცხადება ხევანშენის მეჩეთის კედლის ჩამონგრევის ფაქტზე

სოლიდარობის თემი კრიტიკულად აფასებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენში სოფლის ცენტრში მდგარი მეჩეთის კედლის ჩამონგრევის ფაქტს, რომლის თაობაზეც პირველად 6 აპრილს ადგილობრივმა მედია საშუალება – სამხრეთის კარიბჭემ გაავრცელა.1 აღნიშნულთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და საქართველოს სახალხო დამცველს თავიანთი პასუხისმგებლობებისა და მანდატის ფარგლებში, ერთი მხრივ, დაუყოვნებლივ შეისწავლონ ხევაშენის …

სოლიდარობის თემის განცხადება ხევანშენის მეჩეთის კედლის ჩამონგრევის ფაქტზე Read More »

ხელმომწერი ორგანიზაციები ვგმობთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებებს ტარიელ ნაკაიძის წინააღმდეგ

სამოქალაქო ორგანიზაციები ვეხმაურებით საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეზე თავდასხმას.

სოლიდარობის თემი ეხმიანება სახალხო დამცველის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს 

სოლიდარობის თემი, როგორც ადამიანის უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოება, ყურადღებით აკვირდება ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესს. არსებული რეალობიდან გამომდინარე, ჩვენთვის ეს კონსტიტუციური ინსტიტუტი არის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომლის ვალდებულებაა ადეკვატური და კვალიფიციური რეაგირება ჰქონდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტზე განურჩევლად რელიგიური, ეთნიკური, პოლიტიკური თუ სხვა ნიშნისა. სოლიდარობის თემი აქტიურად ადევნებს თვალს სახალხო დამცველის კანდიდატებთან ინტერვიუების პროცესს. ჩვენთვის შემაშფოთებელია …

სოლიდარობის თემი ეხმიანება სახალხო დამცველის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს  Read More »

სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის ინკლუზიური პროცესის ხელშესაწყობად

ევროკომისიის მიერ 17 ივნისს გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. მათგან ერთ-ერთი სახალხო დამცველის არჩევის პროცესს ეხება. კერძოდ, ევროკომისიის მოთხოვნაა, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ კანდიდატს და პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და დაცული იყოს აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. აღნიშნული რეკომენდაციის შესასრულებლად სამოქალაქო სექტორი იწყებს ომბუდსმენის კანდიდატების …

სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის ინკლუზიური პროცესის ხელშესაწყობად Read More »

ერთობლივი განცხადება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით.

Ორგანიზაციებისთვის – “Სოლიდარობის თემი”, “პლატფორმა სალამ” და “ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის”, ძალზე მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს სამართლიანობაზე, თანასწორობაზე და დემოკრატიაზე დამყარებული სამოქალაქო საზოგადოება, რომლის უმთავრესი ორიენტირი არის ადამიანია. Ამ ყველაფრის უზრუნველსაყოფად საჭიროა არსებობდეს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და გამართული სახელმწიფო ინსტიტუტები. Სწორედ ასეთი უწყებაა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც  2018 წელს შეიქმნა, როგორც სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულის დამოუკიდებელი და ეფექტიანი …

ერთობლივი განცხადება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით. Read More »

სოლიდარობის თემის განცხადება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხითხთან დაკავშირებით

როცა ისმის ხმა ნაბიჯებისა, რომლებიც ნელ-ნელა ყველა მხრიდან ახლოვდებიან, ხმას-ხმას უერთებენ და თავს ბათუმის შუა გულში იყრიან, პარასკევია, მუსლიმებისთვის ღვთისმსახურების, სიკეთისა და სოლიდარობის დღე. ალბათ, ჩვეულებრივ, არავის მოუვა აზრად, ფეხშიშველი იდგეს იქ, სადაც ადამიანები ყოველდღე ფეხსაცმლით დადიან, მაგრამ მუსლიმებისთვის სიკეთისა და სოლიდარობის პარასკევს, თქვენ ბათუმის მეჩეთის წინ, დარსა თუ კოკისპირულ წვიმაში, დაინახავთ ფეხშიშვლ მუსლიმებს. მუსლიმი …

სოლიდარობის თემის განცხადება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხითხთან დაკავშირებით Read More »