განცხადება

სახალხო დამცველის აურჩევლობა აზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს

22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა სახალხო დამცველობის კანდიდატებს, თუმცა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერცერთმა დააგროვა. ასეთი შედეგი წინასწარვე იყო ცნობილი, რადგან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე განცხადეს, რომ ოპოზიციასთან რომელიმე კანდიდატზე შეთანხმება ვერ შედგა. ხმათა საჭირო რაოდენობა (90) ვერ მოიპოვა სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჯგუფის მიერ წარდგენილმა კანდიდატებმაც. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარდგენილ …

სახალხო დამცველის აურჩევლობა აზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს Read More »

სოლიდარობის თემი ეხმიანება სახალხო დამცველის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს 

სოლიდარობის თემი, როგორც ადამიანის უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოება, ყურადღებით აკვირდება ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესს. არსებული რეალობიდან გამომდინარე, ჩვენთვის ეს კონსტიტუციური ინსტიტუტი არის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომლის ვალდებულებაა ადეკვატური და კვალიფიციური რეაგირება ჰქონდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტზე განურჩევლად რელიგიური, ეთნიკური, პოლიტიკური თუ სხვა ნიშნისა. სოლიდარობის თემი აქტიურად ადევნებს თვალს სახალხო დამცველის კანდიდატებთან ინტერვიუების პროცესს. ჩვენთვის შემაშფოთებელია …

სოლიდარობის თემი ეხმიანება სახალხო დამცველის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს  Read More »

არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეარჩიეს სახალხო დამცველობის კანდიდატები, რომლებსაც მხარს დაუჭერენ

საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის, გაეროს პარიზის პრინციპების, ვენეციის პრინციპებისა და ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის (CM/Rec(2021)1) მოთხოვნების შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ომბუდსმენობის კანდიდატის შერჩევა მოხდეს ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე და მასში აქტიურად მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წევრები. ასევე, ევროკავშირის მოთხოვნაა, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ კანდიდატს და პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და დაცული იყოს აპარატის ეფექტიანი …

არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეარჩიეს სახალხო დამცველობის კანდიდატები, რომლებსაც მხარს დაუჭერენ Read More »

სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის ინკლუზიური პროცესის ხელშესაწყობად

ევროკომისიის მიერ 17 ივნისს გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. მათგან ერთ-ერთი სახალხო დამცველის არჩევის პროცესს ეხება. კერძოდ, ევროკომისიის მოთხოვნაა, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ კანდიდატს და პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და დაცული იყოს აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. აღნიშნული რეკომენდაციის შესასრულებლად სამოქალაქო სექტორი იწყებს ომბუდსმენის კანდიდატების …

სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის ინკლუზიური პროცესის ხელშესაწყობად Read More »

ერთობლივი განცხადება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით.

Ორგანიზაციებისთვის – “Სოლიდარობის თემი”, “პლატფორმა სალამ” და “ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის”, ძალზე მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს სამართლიანობაზე, თანასწორობაზე და დემოკრატიაზე დამყარებული სამოქალაქო საზოგადოება, რომლის უმთავრესი ორიენტირი არის ადამიანია. Ამ ყველაფრის უზრუნველსაყოფად საჭიროა არსებობდეს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და გამართული სახელმწიფო ინსტიტუტები. Სწორედ ასეთი უწყებაა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც  2018 წელს შეიქმნა, როგორც სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულის დამოუკიდებელი და ეფექტიანი …

ერთობლივი განცხადება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით. Read More »

„ტელეიმედის“ თვითრეგულირების საბჭოს გადაწყვეტილება სოლიდარობის თემის განცხადებასთან დაკავშირებით

სოლიდარობის თემის“ წევრებმა: ჰურიე აბაშიძემ, ნესტან ანანიძემ, ზაზა მიქელაძემ, ლია დეკანაძემ, ელდარ ჯავახიძემ, ავთანდილ შერვაშიძემ, მაია რიჟვაძემ, ლელა დეკანაძემ და თორნიკე აბულაძემ „ტელეიმედის“ თვითრეგულირების საბჭოს 2021 წლის 21 ივნისს მიმართეს საჩივრით, რომელიც უკავშირდებოდა 2021 წლის 15 ივნისის, გადაცემა „იმედის ფაქტორში“, თეა დარჩიას მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ და სიძულვილის ენის შემცველ განცხადებას. საჩივრით მოთხოვნილი იყო სადავო მასალის …

„ტელეიმედის“ თვითრეგულირების საბჭოს გადაწყვეტილება სოლიდარობის თემის განცხადებასთან დაკავშირებით Read More »

სოლიდარობის თემის 2021 წლის 21 ივნისის განცხადებაზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილება

განმცხადებელი : გურამ კახაძე, სოლიდარობის თემი;მოპასუხე : მაგდა ანიკაშვილი;დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი; 21 ივნისი 2021 წელი საქმე N – 498, 500 საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა საბჭოს წევრები: ნანა ბიგანიშვილი, ზვიად ქორიძე, გულო კოხოძე, ნინა ხელაძე, სოფო ჟღენტი. აღწერილობითი ნაწილი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით მომართეს გურამ კახაძემ [N498] და სოლიდარობის თემმა [N500] რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, 2021 …

სოლიდარობის თემის 2021 წლის 21 ივნისის განცხადებაზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილება Read More »

ერთობლივი განცხადება ქართული ოცნების წარმომადგენლების ჰომოფობიურ განცხადებებთან დაკავშირებით

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“, “კოალიცია თანასწორობისათვის” და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციები ეხმაურებიან „თბილისი პრაიდის“ და პარტნიორების მიერ 5 ივლისს დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და ამავე პარტიის წევრისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით სერგეენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებებს. 2021 წლის 17 ივნისს ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში ღირსების მარშის შესახებ ირაკლი კობახიძემ გააკეთა …

ერთობლივი განცხადება ქართული ოცნების წარმომადგენლების ჰომოფობიურ განცხადებებთან დაკავშირებით Read More »

სოლიდარობის თემის განცხადება დმანისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

“სოლიდარობის თემი” ეხმიანება დმანისში მიმდინარე მოვლენებს. მიგვაჩნია, რომ ვითარების დეესკალაციისა და სამოქალაქო მშვიდობის უზრუნველყოფისთვის, აუცილებელია, საზოგადოებრივ წესრიგზე პასუხისმგებელმა ორგანოებმა მიმართონ ყველა კანონიერ და პროპორციულ ზომას. სამწუხაროდ, მიმდინარე პროცესებმა აჩვენა, რომ სახელმწიფო ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებას – უზრუნველყოს დაძაბულობის განმუხტვა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა. დმანისში, ადგილობრივ სვან და აზერბაიჯანულენოვან თემებს შორის დაწყებულმა დაპირისპირებამ კიდევ …

სოლიდარობის თემის განცხადება დმანისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით Read More »

სოლიდარობის თემის განცხადება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხითხთან დაკავშირებით

როცა ისმის ხმა ნაბიჯებისა, რომლებიც ნელ-ნელა ყველა მხრიდან ახლოვდებიან, ხმას-ხმას უერთებენ და თავს ბათუმის შუა გულში იყრიან, პარასკევია, მუსლიმებისთვის ღვთისმსახურების, სიკეთისა და სოლიდარობის დღე. ალბათ, ჩვეულებრივ, არავის მოუვა აზრად, ფეხშიშველი იდგეს იქ, სადაც ადამიანები ყოველდღე ფეხსაცმლით დადიან, მაგრამ მუსლიმებისთვის სიკეთისა და სოლიდარობის პარასკევს, თქვენ ბათუმის მეჩეთის წინ, დარსა თუ კოკისპირულ წვიმაში, დაინახავთ ფეხშიშვლ მუსლიმებს. მუსლიმი …

სოლიდარობის თემის განცხადება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხითხთან დაკავშირებით Read More »