განცხადება

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

“ძვირფასო ძმანო! დღეს თქვენი მოძმე ქართველი მაჰმადიანები გილოცავთ საქართველოს განთავისუფლებას. გილოცავთ მრავალტანჯულ საქართველოს დამოუკიდებლობას!” – ასე მიმართა ჰაიდარ აბაშიძემ ქართველი მუსლიმების სახელით საქართველოს ეროვნულ საბჭოს 1918 წლის 26 მაისს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არის სიმბოლო მრავალფეროვნების, ერთობის, დემოკრატიის, თავისუფლებისა და ბოროტის კეთილზე გამარჯვებისა. დღეს, როგორც არასდროს, გვესმის, რომ დამოუკიდებლობა არ არის მხოლოდ ისტორიული თარიღი – ის […]

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს Read More »

გილოცავთ ევროპის დღეს!

 9 მაისს, ევროპის დღეს, სოლიდარობის თემი უერთდება საერთო ევროპული ღირებულებების აღიარებას – დემოკრატიის, თავისუფლების და მრავალფეროვნების პატივისცემას. როგორც რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს მოწყვლად ჯგუფებთან, ჩვენთვის ევროპა მხოლოდ პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირი არ არის. ევროპა პირველ რიგში, არის ფასეულობათა სისტემა, რომლის საფუძველზეც ვგეგმავთ ჩვენს საქმიანობას, ვზრდით აქტივიზმს და ვაძლიერებთ მოქალაქეობრივ ჩართულობას. დღეს, როდესაც საქართველოში იზრდება საზოგადოებრივი უკმაყოფილება

გილოცავთ ევროპის დღეს! Read More »

სოლიდარობის თემი ეხმიანება გლდანის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანილი იოსებ გორგაძის 4 მაისს გარდაცვალების ფაქტს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაც ძირითადად ეფუძნება გორგაძის ადვოკატისა და მისი ახლობლების მონათხრობებს, იოსებ გორგაძე გლდანის მე-8 დაწესებულებაში 2024 წლის ოქტომბერში მომხდარი ავარიის შემდეგ მოათავსეს – ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, ხოლო საქმეზე განაჩენი გამოტანილი არ იყო და სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობდა. იოსებ გორგაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს 2025 წლის 23 იანვარს,

სოლიდარობის თემი ეხმიანება გლდანის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანილი იოსებ გორგაძის 4 მაისს გარდაცვალების ფაქტს Read More »

სოლიდარობის თემის განცხადება საციხურის მეჩეთზე

3 მარტს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი საციხურის ხის მეჩეთი ხანძრის შედეგად სრულიად განადგურდა. სოლიდარობის თემი მწუხარებას გამოხატავს და თანაუგრძნობს ადგილობრივ მოსახლეობას, საქართველოს მუსლიმებისა და სრულიად საქართველოს. საციხურის მეჩეთს ჰქონდა ქართული კულტურული მემკვიდრეობისთვის დამახასიათებელი ხის ჩუქურთმები, ხეზე კვეთის ნიმუშები, გამორჩეული ორნამენტები და უნიკალური კაკლის კარი. ასევე, მას გააჩნდა მიჰრაბი (საკურთხეველი), მინბარი (საფეხურებიანი კათედრა), გუმბათი და სახურავზე მინარეთისებური

სოლიდარობის თემის განცხადება საციხურის მეჩეთზე Read More »

სოლიდარობის თემის განცხადება

სოლიდარობის თემი საჯაროდ ეხმიანება აჭარაში ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას და კრიტიკულად აფასებს მის მიერ ადგილობრივი მოსახლეობის მძიმე უფლებრივი მდგომარეობის უგულებელყოფას.10 ოქტომბერს ბათუმში ქართული ოცნების გამართულ პარტიულ ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილმა ხალხს სიტყვით მიმართა. ხაზგასასმელია, რომ მის მრავალსიტყვიან მოხსენებაში ერთხელაც კი არ უხსენებია აჭარაში მცხოვრები მოსახლეობის და მათ შორის ქართველი მუსლიმების საჭიროებები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მისი

სოლიდარობის თემის განცხადება Read More »

საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება

საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება

ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციები, ვგმობთ სიძულვილის, ჩაგვრისა და დისკრიმინაციის დაკანონების იმ პროცესს, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს. „ქართული ოცნება” მესამე მოსმენით იღებს კანონების პაკეტს, რომლის მიზანი წინასაარჩევნოდ საზოგადოების მანიპულაცია, რეალური პრობლემების გადაფარვა, ირაციონალური შიშის გაღვივება და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი ბარიერის შექმნაა. კანონების პაკეტი, თვალთმაქცური სახელწოდებით „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის

საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება Read More »

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

სოლიდარობის თემის განცხადება

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას Read More »

სოლიდარობის თემის განცხადება

sოლიდარობის თემი ეხმიანება ადიგენის მუნიციპალიტეტში ქართველი მუსლიმების ფუნდამენტური უფლებების –  რწმენის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების სისტემური დარღვევის ფაქტებს მერაბ მიქელაძის სახლთან ნიკოლოზ გეწაძე და მის მიერ ორგანიზებული ადგილობრივი მოსახლეობა 5 აპრილს, 12:00 საათისთვის შეიკრიბნენ. მათი მოთხოვნაა, რომ მოქმედმა სალოცავმა ფუნქციონირება შეწყვიტოს. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ თუ მუსლიმებს სალოცავი სჭირდებათ, მათ ის დაბა ადიგენიდან მოშორებით, იმ

სოლიდარობის თემის განცხადება Read More »

სოლიდარობის თემისა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადება

ადიგენში ქართველი მუსლიმების განგრძობადი დევნა შემაშფოთებელ ფორმებს იღებს სოლიდარობის თემი და სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანებიან დაბა ადიგენში მიმდინარე მოვლენებს და სახელმწიფოს რელიგიის თავისუფლების და რელიგიური თანასწორობის, ასევე სოციალური მშვიდობის დასაცავად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. 2024 წლის 8 მარტს ადგილობრივი მართლმადიდებელი სასულიერო პირების ნაწილი და მრევლი (200-მდე ადამიანი) მიუახლოვდა დაბა ადიგენში მდებარე იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის

სოლიდარობის თემისა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადება Read More »