სიახლეები

საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება

საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება

ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციები, ვგმობთ სიძულვილის, ჩაგვრისა და დისკრიმინაციის დაკანონების იმ პროცესს, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს. „ქართული ოცნება” მესამე მოსმენით იღებს კანონების პაკეტს, რომლის მიზანი წინასაარჩევნოდ საზოგადოების მანიპულაცია, რეალური პრობლემების გადაფარვა, ირაციონალური შიშის გაღვივება და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი ბარიერის შექმნაა. კანონების პაკეტი, თვალთმაქცური სახელწოდებით „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის […]

საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება Read More »

ხიდების მშენებლობა და ერთიანობის ხელშეწყობა უმცირესობების გაძლიერების გზით

“ხიდების მშენებლობა და ერთიანობის ხელშეწყობა უმცირესობების გაძლიერების გზით“ პროექტი მხარდაჭერილია და ფინანსდება საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მიერ. (Embassy of Switzerland in Georgia) პროექტის მიზანია: ხელი შეუწყოს თანმიმდევრული, ინკლუზიური და დემოკრატიული გარემოს ჩამოყალიბებას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში უმცირესობების მონაწილეობის გაძლიერებით, უმცირესობების სისტემურ პრობლემებზე დომინანტური ნარატივების შეცვლით და საერთო გამოწვევებსა და ინტერესებზე კონსენსუსის მიღწევით. პროექტის ფარგლებში სოლიდარობის თემის მიზნები

ხიდების მშენებლობა და ერთიანობის ხელშეწყობა უმცირესობების გაძლიერების გზით Read More »

თანაბარი შესაძლებლობები მეტი მრავალფეროვნებისთვის აჭარაში

“თანაბარი შესაძლებლობები მეტი მრავალფეროვნებისთვის აჭარაში” პროექტი მხარდაჭერილია და ფინანსდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ. (Embassy of the Netherlands in Georgia) პროექტის მიზანია: აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ქალების, ქვიარ ინდივიდებისა და აქტივისტების ფსიქიკური ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში სოლიდარობის თემის მიზნები იყოფა სამ ამოცანად:  1. ქართველი მუსლიმი ქალების ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კარიერული განვითარების უნარების

თანაბარი შესაძლებლობები მეტი მრავალფეროვნებისთვის აჭარაში Read More »

ახალგაზრდები ცვლილებებისთვის

სოლიდარობის თემის ორგანიზებით 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით ქობულეთში ჩატარდა საზაფხულო ბანაკი “ახალგაზრდები ცვლილებებისთვის”. სემინარზე მოწვეული გვყავდა ორი მომხსენებელი: ივანე ჩხიკვაძე და მალხაზ ჭკადუა. სესიები დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობასა და ამ პროცესში მოქალაქეების აქტიური ჩართულობას. სემინარზე ასევე განხილული იყო წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრაქტიკა, არჩევნების ელექტრონული საშუალებებით ჩატარების პროცედურები და ამომრჩევლის უფლებები ბანაკში

ახალგაზრდები ცვლილებებისთვის Read More »

არაძალადობრივი კომუნიკაციის გაკვეთილები ისტორიიდან

არაძალადობრივი კომუნიკაცია არის საშუალება, რომელიც ეხმარება საზოგადოებას კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრასა და ურთიერთგაგების დამყარებაში. არაძალადობრივი კომუნიკაციის პრინციპებს, როგორიცაა ემპათია, პატივისცემა და აქტიური მოსმენა, ძალიან დიდი ფესვები აქვს ქართულ ისტორიაში და დღესაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. არაძალადობრივი კომუნიკაცია: პარალელები საქართველოს ისტორიიდან ქართველი ქალები, რომლებსაც ისტორიულად უდიდესი მნიშვნელობის როლი დაეკისრათ მშვიდობისა და სამართლიანობის განმტკიცებაში: მე-12 საუკუნეში, თამარ მეფის მმართველობის

არაძალადობრივი კომუნიკაციის გაკვეთილები ისტორიიდან Read More »

ახალგაზრდები მომავლის არჩევნებისთვის

18-20 აგვისტოს სოლიდარობის თემმა გამართა საზაფხულო ბანაკი “ახალგაზრდები მომავლის არჩევნებისთვის”.ბანაკში მონაწილეობას იღებდა 20 ახალგაზრდა აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან. მონაწილეებს მოხსენებები წაუკითხეს მალხაზ ნაკაშიძემ თემებზე: დემოკრატია, აქტიური მოქალაქე და ევროინტეგრაციის პერსპექტივები.მალხაზ ჭკადუამ კი ისაუბრა შემდეგ საკითხებზე საკითხებზე: რას გულისხმობს წინასაარჩევნო კამპანია, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, სახელმწიფო რესურსების პარტიის სასარგებლოდ გამოყენება, არჩევნების დღე, 2024 წლის არჩევნებისთვის არსებული სიახლეები. პროექტი განხორციელდა

ახალგაზრდები მომავლის არჩევნებისთვის Read More »

სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა ელჩები

12-14 აგვისტოს გაიმართა “სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა ელჩების” სამუშაო შეხვედრა. პროექტის მიზანია აჭარაში მცხოვრები 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის შექმნას სივრცე დიალოგისთვის. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ ისეთ საკითხებზე როგორებიცაა: არაძალადობრივი კომუნიკაცია, მედიაწიგნიერება, ლიდერობა, კონფლიქტების თეორია, სამშვიდობო განათლება, მრავალფეროვნება და ინკლუზია. პროექტი ხორციელდება გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით “აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაფართოების” (ÖPR) პროგრამის ფარგლებში  NIDID-ის

სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა ელჩები Read More »

მრავალი ფერისგან შემდგარი სათავგადასავლო დედამიწა

მე ზულეიდა ვარ და დედამიწაზე სულ რაღაც 18 წელი დავბაკუნობ. ბევრი არაფერი მინახავს, მაგრამ ამ ღრმად პატივცემულ თემაზე, წრფელად გულაცქმუტუნებული გავხსნი ჩემს გუდა-ნაბადს და გადმოვალაგებ, ვინაიდან არცერთი წამი მის გარეშე არ მიცხოვრია – ჩემი სინდისის კალიაც კი მრავალფეროვნად ფერადია. სამყაროში მრავალფეროვნება წარმოიქმნება დედამიწაზე მცხოვრებ არსებებში არსებული ინდივიდუალიზმის მარცვლებით. როცა ყველა ღირებულება ერთად იყრის თავს, რაღაც

მრავალი ფერისგან შემდგარი სათავგადასავლო დედამიწა Read More »

ვაკანსია – პროექტების კორდინატორი

სოლიდარობის თემი ეძებს აჭარის რეგიონში მცხოვრებ პროექტების კორდინატორს,  რომელიც ორგანიზაციას დაეხმარება მიმდინარე პროექტების განხორციელებაში და ჩართული იქნება საორგანიზაციო საკითხებში. ვინ ვართ ჩვენ? სოლიდარობის თემი სამოქალაქო ორგანიზაციაა, რომელიც ჩამოყალიბდა 2021 წლის ივნისში. მისი მისიაა რეგიონში (აჭარის) სოციალური და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება, სოლიდარობის პრაქტიკების დამკვიდრების ხელშეწყობა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა. ორგანიზაციის მიზანია: ქართველი მუსლიმების რელიგიური იდენტობის, უფლებრივი

ვაკანსია – პროექტების კორდინატორი Read More »

მოქმედი მეჩეთები ქობულეთის მუნიციპალიტეტში

აჭარა ერთ–ერთი გამორჩეული რეგიონია, რელიგიური მრავალფეროვნებითა და მულტიკულტურული ღირებულებებით. მუნიციპალიტეტები მდიდარია მოქმედი ან კულტურული მემკვიდრეობიოს ძეგლის სტატუსის მქონე მეჩეთებით. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მეჩეთი არ გვხდება და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, აქ მხოლოდ, სოფელ კვირიკეში შევდებით ხის მეჩეთს. დანარჩენი მეჩეთბი ქვის კონსრუქცისაა და ამ პატარა ტექსტში, სწორედ, მოქმედ და ქვით ნაშენ მეჩეთებს

მოქმედი მეჩეთები ქობულეთის მუნიციპალიტეტში Read More »