სოლიდარობის თემი ეძებს აჭარის რეგიონში მცხოვრებ პროექტების კორდინატორს, რომელიც ორგანიზაციას დაეხმარება მიმდინარე პროექტების განხორციელებაში და ჩართული იქნება საორგანიზაციო საკითხებში.
ვინ ვართ ჩვენ?
სოლიდარობის თემი სამოქალაქო ორგანიზაციაა, რომელიც ჩამოყალიბდა 2021 წლის ივნისში. მისი მისიაა რეგიონში (აჭარის) სოციალური და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება, სოლიდარობის პრაქტიკების დამკვიდრების ხელშეწყობა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა.
ორგანიზაციის მიზანია: ქართველი მუსლიმების რელიგიური იდენტობის, უფლებრივი საკითხებისა და ისტორიის კვლევა; ქალების, ახალგაზრდების, ლგბტ პირებისა და ეკომიგრანტების უფლებრივი საკითხების შესწავლა და დაცვა; კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და წარმოჩენა; რეგიონალური და სათემო განვითარების ხელშეწყობა.
ორგანიზაცია ორიენტირებულია სოლიდარული, სამართლიანი და ინკლუზიური სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობისაკენ, სადაც ყველა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელს შეეძლება საკუთარი უფლების დაცვა, ღირსეული და უსაფრთხო ცხოვრება.
სოლიდარობის თემის ორგანიზაციული გაძლიერება და განვითარება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ მხარდაჭერილი პროექტია, რის შედეგადაც ის უნდა გახდეს უფრო ეფექტური, მოქნილი და ძლიერი გაერთიანება.
კორდინატორის მიერ განსახორციელებელი საქმიანობა:
- სოლიდარობის თემის გუნდთან ერთად დაგეგმოს, კოორდინაცია გაუწიოს და განახორციელოს პროექტებით გათვალისწინებული აქტივობები;
- პროექტების მონაწილეებთან და ორგანიზაციის გუნდთან იქონიოს მუდმივი კოორდინაცია და თანამშრომლობა;
- პროგრამის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება, რაც არსებითად დაკავშირებულია ჩართული პროექტების კოორდინატორის ფუნქციებთან
კორდინატორის კვალიფიკაცია:
- დოკუმენტებთებთან მუშაობის გამოცდილება;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- აუცილებელია ცხოვრობდეს აჭარის ტერიოტორიაზე და უნდა ჰქონდეს მიმღებლობა მუსლიმი და ქვიარ თემის
- მრავალფეროვან ჯგუფთან მუშაობის გამოცდილება;
- დროის მართვისა და ინტერპერსონალური კომუნიკაციის ეფექტური უნარი;
- არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- უნდა იყოს მინიმუმ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ბაკალავრის ხარისხის მქონე.
ანაზღაურება
ანაზღაურება გაიცემა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით ეროვნულ ვალუტაში.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ერთ გვერდიანი სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე solidaritycommunityinfo@gmail.com, სათაურის ველში მიუთითეთ “პროექტების კორდინატორი“. შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ იმავე მეილზე.
დაინტერესებულმა პირებმა (ფიზიკურმა პირებმა) გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 31 აგვისტოს 18:00 სთ-მდე.
სოლიდარობის თემი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატს.