მოქმედი მეჩეთები ქობულეთის მუნიციპალიტეტში

აჭარა ერთ–ერთი გამორჩეული რეგიონია, რელიგიური მრავალფეროვნებითა და მულტიკულტურული ღირებულებებით. მუნიციპალიტეტები მდიდარია მოქმედი ან კულტურული მემკვიდრეობიოს ძეგლის სტატუსის მქონე მეჩეთებით.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მეჩეთი არ გვხდება და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, აქ მხოლოდ, სოფელ კვირიკეში შევდებით ხის მეჩეთს. დანარჩენი მეჩეთბი ქვის კონსრუქცისაა და ამ პატარა ტექსტში, სწორედ, მოქმედ და ქვით ნაშენ მეჩეთებს გავეცნობით.

ქრონოლოგიურ გადანაწილებას არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია და ამ ეტაპისთვის ერთ–ერთი პირველი იქნება, ოჩხამურის მეჩეთი. ადგილობრივები ძირითადად ჯამედ მოიხსენიებენ. უნდა აღინიშნოს, რომ ოჩხამური, კიდევ რამოდენიმე სოფელთან ერთად, არის დასახლება, სადაც მუსლიმი მომლოცველების რაოდენობა მაღალია.

ოჩხამურის მეჩეთი, ქვის ახალნაშენები კონსტრუქციისგან შესდგება და ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს. უშუალოდ ჯამეს აქვს ორ სართულიანი მიშენება, სადაც იგეგმება სასწავლო პროცესის წარმართვა. (Google map) 

შემდეგი მეჩეთი, სოფელ ოჩხამურის გვერდით მდებარე, სოფელ თიკერის მოქმედი მეჩეთია, რომელიც დღესდღეისობით მუნიციპალიტეტში ერთ–ერთი ყველაზე განახლებული და მასშტაბურია. მეჩეთი ოფიციალურად 1991 წელს გაიხსნა და 2019 წელს მოხდა მისი განახლება. სოფელ თიკერის მეჩეთის განსაკუთრებულობა, გარდა განახლებისა, გამოიხატება მინარეთის არსებობაში, რაც მუნიციპალიტეტში არსებულ ქვის მეჩეთებში ერთადერთია. ასევე უნდა ითქვას, რომ მომლოცველობის რაოდენობით მოწინავე პოზიციაზეა და ადგილზე აუცილებლად დაგხვდებათ მეჩეთის ზრუნვაზე პასუხისმგებელი პირები, რომლებიც სიამოვნებით გიმასპინძლებენ მეჩეთის გასაცნობად. მეჩეთი სრულად განახლებულია და ინტერიერში ულამაზესი მოხატულობა და ფერთა კომბინაცია დაგხვდებათ. 

სოფელ თიკერის გვერდით მდებარეობს სოფელი ცეცხლაური. სოფელ ცეცხლაურის მეჩეთი სოფლის განაპირად მდგარი ქვის პატარა ნაგებობაა, რომელიც ძირითადად დღესასწაულებსა და კვირის კონკრეტულ დღეებში ღებულობს მომლოცველებს, თუმცა ყოველთვის ღიაა დაინტერესებული სტუმრებისთვის. ამ პატარა ქვის მეჩეთის ინტერიერი ძალიან ფერადი და მყუდროა, რაც განპირობებულია მეჩეთთან ახლოს მცხოვრები ადგილობრივების მზრუნველობით. გათვალისწინებით იმისა, რომ ახლოსვეა თიკერის ახლი მეჩეთი, ცეცხლაურის მეჩეთი ფუნქციონირებს სოფლის მკვიდრთა ნებისა და სურვილის შესაბამისად.

სოფელ გვარას – ჰაჯი ევას მეჩეთი, ასევე განახლებული მეჩეთია, რომელიც მომლოცველთა რაოდენობით, შეიძლება ითქვას არ ჩამოუარდება სოფელ თიკერის მეჩეთს. ჰაჯი ევას მეჩეთიც 90–იან წლებში გაიხსნა და რამოდენიმე წლის წინ  დაიწყო განახლება. მომლოცველების სურვილი იყო მინარეთის აშენებაც, თუმცა ადგილობრივების გადაწყვეტილებით ვერ მოხერხდა, ეს განაპირობა მეჩეთის მოპირდაპირედ ახლად აშენებულმა მართლმადიდებლურმა ტაძარმა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ სოფელ გვარასა და მის მიმდებარე სოფლებში  მართლმადიდებული ეკლესიები გვხდება და უკვე რთულია განსაზღვრა სოფლები მეტად მუსლიმებითაა დასახლებული, თუ მართლმადიდებელი ქრისტიანებით.

ამ მცირე საინფორმაციო ტექსტში, რიგით ბოლო და შეიძლება ითქვას ერთ–ერთი ძველი ქვის მეჩეთია, სოფელ ხუცუნაბის მეჩეთი, რომელიც ამ ეტაპზე ხშირად დაკეტილია. სოფელი ხუცუბანი მულტრიეთნიკური სოფელი იყო და აქედან გამომდინარე მრავალრელიგიურიც, რაც არქიტექტურაში გამოიხატება. 80–იანებამდე როგორც ყველა რელიგიური შინაარსის შენობა–ნაგეგობა, ხუცუბნის მეჩეთის შინაარსიც საყოფაცხოვრებო დანიშნულებისთვის გამოიყენებოდა. მეჩეთი დღესდღეობით სოფლის ერთ–ერთი სასაფლაოს ცენტრში მდებარეობს. სამწხუაროდ, სათანადო ყურადღება არ ექცევა და შიდა ინტერიერის მოხატულობა თანდათან ფერმკრთალი და უკვე გამქრალია. სტუმრებს შეუძლიათ, კარებში დატოვებულ ნომერს დაუკავშირნენ და ახლო მდებარე მაცხოვრებელი გააღებს კარებს.

სააბოლოდ უნდა ითქვას, რომ ზემოთ, მოკლედ განხილული მეჩეთები მცირედ ნაწილს წარმოადგენს ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული მეჩეთებისა. თითოეული მათგანი საჭიროებს სიღრმისეულ კვლევას და რიგირ მათგანი საჭიროებს სტატუსს ან დახმარებას, რესტავრაციის სახით.

 

იხილეთ თანდართული ფოტოები