სოლიდარობის თემი

საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება

საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება

ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციები, ვგმობთ სიძულვილის, ჩაგვრისა და დისკრიმინაციის დაკანონების იმ პროცესს, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს. „ქართული ოცნება” მესამე მოსმენით იღებს კანონების პაკეტს, რომლის მიზანი წინასაარჩევნოდ საზოგადოების მანიპულაცია, რეალური პრობლემების გადაფარვა, ირაციონალური შიშის გაღვივება და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი ბარიერის შექმნაა. კანონების პაკეტი, თვალთმაქცური სახელწოდებით „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის […]

საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება Read More »

ხიდების მშენებლობა და ერთიანობის ხელშეწყობა უმცირესობების გაძლიერების გზით

“ხიდების მშენებლობა და ერთიანობის ხელშეწყობა უმცირესობების გაძლიერების გზით“ პროექტი მხარდაჭერილია და ფინანსდება საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მიერ. (Embassy of Switzerland in Georgia) პროექტის მიზანია: ხელი შეუწყოს თანმიმდევრული, ინკლუზიური და დემოკრატიული გარემოს ჩამოყალიბებას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში უმცირესობების მონაწილეობის გაძლიერებით, უმცირესობების სისტემურ პრობლემებზე დომინანტური ნარატივების შეცვლით და საერთო გამოწვევებსა და ინტერესებზე კონსენსუსის მიღწევით. პროექტის ფარგლებში სოლიდარობის თემის მიზნები

ხიდების მშენებლობა და ერთიანობის ხელშეწყობა უმცირესობების გაძლიერების გზით Read More »

თანაბარი შესაძლებლობები მეტი მრავალფეროვნებისთვის აჭარაში

“თანაბარი შესაძლებლობები მეტი მრავალფეროვნებისთვის აჭარაში” პროექტი მხარდაჭერილია და ფინანსდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ. (Embassy of the Netherlands in Georgia) პროექტის მიზანია: აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ქალების, ქვიარ ინდივიდებისა და აქტივისტების ფსიქიკური ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში სოლიდარობის თემის მიზნები იყოფა სამ ამოცანად:  1. ქართველი მუსლიმი ქალების ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კარიერული განვითარების უნარების

თანაბარი შესაძლებლობები მეტი მრავალფეროვნებისთვის აჭარაში Read More »

ადგილობრივი აქტორების გაძლიერება უმცირესობების ეფექტური ინტეგრაციისთვის

პროექტი “ადგილობრივი აქტორების გაძლიერება უმცირესობების ეფექტური ინტეგრაციისთვის” ხორციელდება სოლიდარობის თემის მიერ, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ისახავს ორგანიზაციის მდგრადობის და განვითარების ხელშეწყობა, რათა უფრო სტრუქტურირებულად წარმართოს ორგანიზაციამ საქმიანობა რეგიონში. გარდა ამისა სოლიდარობის თემი ხელს შეუწყობს რელიგიურ უმცირესობებით დაკომპლექტებულ თემში ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების და მგრძნობელობის გაზრდას. ასევე სოლიდარობის თემი პროექტის

ადგილობრივი აქტორების გაძლიერება უმცირესობების ეფექტური ინტეგრაციისთვის Read More »

მდგრადი სოლიდარობის თემი

2023 წლის 27 დეკემბერს დავიწყეთ „მდგრადი სოლიდარობის თემი“ პროექტის განხორციელება, რაც გულისხმობდა, ა(ა)იპ სოლიდარობის თემის ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომზადდა საპროექტო განაცხადი პროექტისთვის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“. ორგანიზაციამ დაიწყო 2023 წლის აუდიტის განხორციელება, რაც დასრულდება სექტემბრის თვეში. სოლიდარობის თემის თანამშრომლებს გადაწვის საწინააღმდეგო თერაპიები ჩაუტარდათ ორი დღის განმავლობაში.  პროექტი განხორციელდა 2023 წლის 27 დეკემბრიდან – 2024

მდგრადი სოლიდარობის თემი Read More »

ახალგაზრდები ცვლილებებისთვის

სოლიდარობის თემის ორგანიზებით 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით ქობულეთში ჩატარდა საზაფხულო ბანაკი “ახალგაზრდები ცვლილებებისთვის”. სემინარზე მოწვეული გვყავდა ორი მომხსენებელი: ივანე ჩხიკვაძე და მალხაზ ჭკადუა. სესიები დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობასა და ამ პროცესში მოქალაქეების აქტიური ჩართულობას. სემინარზე ასევე განხილული იყო წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრაქტიკა, არჩევნების ელექტრონული საშუალებებით ჩატარების პროცედურები და ამომრჩევლის უფლებები ბანაკში

ახალგაზრდები ცვლილებებისთვის Read More »

ახალგაზრდები მომავლის არჩევნებისთვის

პროექტი “ახალგაზრდები მომავლის არჩევნებისთვის” ხორციელდება Dalan Fund-ის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ სამდღიანი საზაფხულო საინფორმაციო ბანაკი არჩევნების საკითხებზე. მომზადდება რვა საინფორმაციო ვიდეო და სოციალური კამპანიისთვის ქაღალდის ჩანთები. პროექტის განხორციელების პერიოდია 2024 წლის 12 ივლისიდან 2024 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით. პროექტ “ახალგაზრდები მომავლის არჩევნებისთვის” ბიუჯეტი შეადგენს 10 000 დოლარს.

ახალგაზრდები მომავლის არჩევნებისთვის Read More »

ფემინიზმი ისლამში: მიმდინარე პერსპექტივები

ბოლო პერიოდში საქართველოში გაძლიერებულ პოლიტიკურ ჰომოფობიას მხარს რელიგიური ინსტიტუტებიც უჭერენ თავიანთი რელიგიური ტექსტების ტრადიციული ინტერპრეტაციებით, რომელიც ალტერნატიული ხმებისთვის სივრცეს ნაკლებად ტოვებს. ამას ემატება ის სამწუხარო გარემოებაც, რომ საქართველოში ჯერ არ გვაქვს ისლამური კვლევების ცენტრი ან სასწავლო პროგრამა, რომელიც მეტ ცოდნას შექმნიდა ისლამში გენდერული თანასწორობის და სექსუალობის შესახებ. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ამგვარი მცირე ინიციატივებით ხელი შევუწყოთ

ფემინიზმი ისლამში: მიმდინარე პერსპექტივები Read More »

არაძალადობრივი კომუნიკაციის გაკვეთილები ისტორიიდან

არაძალადობრივი კომუნიკაცია არის საშუალება, რომელიც ეხმარება საზოგადოებას კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრასა და ურთიერთგაგების დამყარებაში. არაძალადობრივი კომუნიკაციის პრინციპებს, როგორიცაა ემპათია, პატივისცემა და აქტიური მოსმენა, ძალიან დიდი ფესვები აქვს ქართულ ისტორიაში და დღესაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. არაძალადობრივი კომუნიკაცია: პარალელები საქართველოს ისტორიიდან ქართველი ქალები, რომლებსაც ისტორიულად უდიდესი მნიშვნელობის როლი დაეკისრათ მშვიდობისა და სამართლიანობის განმტკიცებაში: მე-12 საუკუნეში, თამარ მეფის მმართველობის

არაძალადობრივი კომუნიკაციის გაკვეთილები ისტორიიდან Read More »

ახალგაზრდები მომავლის არჩევნებისთვის

18-20 აგვისტოს სოლიდარობის თემმა გამართა საზაფხულო ბანაკი “ახალგაზრდები მომავლის არჩევნებისთვის”.ბანაკში მონაწილეობას იღებდა 20 ახალგაზრდა აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან. მონაწილეებს მოხსენებები წაუკითხეს მალხაზ ნაკაშიძემ თემებზე: დემოკრატია, აქტიური მოქალაქე და ევროინტეგრაციის პერსპექტივები.მალხაზ ჭკადუამ კი ისაუბრა შემდეგ საკითხებზე საკითხებზე: რას გულისხმობს წინასაარჩევნო კამპანია, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, სახელმწიფო რესურსების პარტიის სასარგებლოდ გამოყენება, არჩევნების დღე, 2024 წლის არჩევნებისთვის არსებული სიახლეები. პროექტი განხორციელდა

ახალგაზრდები მომავლის არჩევნებისთვის Read More »