სოლიდარობის თემი ეძებს ორგანიზაციის ფინანსურ მენეჯერს
ვინ ვართ ჩვენ?
სოლიდარობის თემი არის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, რომლის მიზანია რეგიონის (აჭარის) შესახებ ცნობადობის ზრდა, კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა, სოციალური და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება, მუსლიმი თემის თვითორგანიზების მხარდაჭერა და სოლიდარობის პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობა.
ორგანიზაცია ორიენტირებულია სოლიდარული, სამართლიანი და ინკლუზიური სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობისაკენ, სადაც ყველა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელს შეეძლებასაკუთარი უფლების დაცვა, ღირსეული და უსაფრთხო ცხოვრება.
მისია
ჩვენ ხელს ვუწყობთ საზოგადოებაში აჭარისმრავალფეროვნების წარმოჩენას, სოციალური თანასწორობისა და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებას. ადამიანის უფლებების დაცვისა და სოლიდარობის პრაქტიკის დამკვიდრების გზით.
საჭირო უნარები და გამოცდილება:
• არასამთავრობო სექტორში ფინანსური მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
• უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
• Excel-ის პროგრამის კარგი ცოდნა;
• ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე;
• არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსური მართვისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა;
• გუნდური მუშაობა;
სამუშაო აღწერილობა
• ორგანიზაციული გადარიცხვების გაკეთება
• დეკლარაციების მომზადება
• ფინანსური ანგარიშების(რეპორტების) წერა
• წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადება
ანაზღაურება
• ანაზღაურება გაიცემა მხარეებს შორისდადებული ხელშეკრულების მიხედვითეროვნულ ვალუტაში.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე solidaritycommunityinfo@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ „ფინანსური მენეჯერი“. შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ იმავე მეილზე.
დაინტერესებულმა პირებმა (ფიზიკურმა პირებმა) გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 10 სექტემბერს 18:00 სთ-მდე.
სოლიდარობის თემი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატს.