სოლიდარობის თემი ეძებს ფოტო/ვიდეო ოპერატორს მოკლევადიანი დროით, რომელიც მოამზადებს აჭარაში არსებულ წინასწარ შერჩეულ მეჩეთების შესახებ ფოტო-ვიდეო მასალას.
ვინ ვართ ჩვენ?
სოლიდარობის თემი სამოქალაქო ორგანიზაციაა, რომელიც ჩამოყალიბდა 2021 წლის ივნისში. მისი მისიაა რეგიონში (აჭარის) სოციალური და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება, სოლიდარობის პრაქტიკების დამკვიდრების ხელშეწყობა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა.
ორგანიზაციის მიზანია: ქართველი მუსლიმების რელიგიური იდენტობის, უფლებრივი საკითხებისა და ისტორიის კვლევა; ქალების, ახალგაზრდების, ლგბტ პირებისა და ეკომიგრანტების უფლებრივი საკითხების შესწავლა და დაცვა; კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და წარმოჩენა; რეგიონული და სათემო განვითარების ხელშეწყობა.
ორგანიზაცია ორიენტირებულია სოლიდარული, სამართლიანი და ინკლუზიური სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობისაკენ, სადაც ყველა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელს შეეძლება საკუთარი უფლების დაცვა, ღირსეული და უსაფრთხო ცხოვრება.
ფოტო/ვიდეო ოპერატორის კვალიფიკაცია:
· უნდა ფლობდეს Adobe Premiere Pro-სა და Adobe After Effects სამუშაო პროგრამებს
· გადაღება (განათება, ხმა) და მონტაჟი
· ამბის თხრობის უნარი
ფოტო/ვიდეო ოპერატორის სამუშაოს აღწერა
· 4 ვიდეორგოლის მომზადება.
· 4 წინასწარ შერჩეული მეჩეთის ფოტო მასალის მომზადება.
· საჭირო ტექნიკის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს ფოტო/ვიდეო ოპერატორის მიერ.
· აჭარის ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის საკითხების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ანაზღაურება
ანაზღაურება გაიცემა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით ეროვნულ ვალუტაში.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და მომზადებული ფოტო და ვიდეო ან პორტფოლიო მასალა შემდეგ მისამართზე solidaritycommunityinfo@gmail.com, სათაურის ველში მიუთითეთ „ფოტო/ვიდეო ოპერატორი“ შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ იმავე მეილზე.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 15 ნოემბრის 18:00 სთ-მდე.
სოლიდარობის თემი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატს.
