სოლიდარობის თემი ეძებს კონსულტანტს მოკლევადიანი დროით, რომელიც ორგანიზაციას დაეხმარება ორგანიზაციის შინაგანაწესისა და თანამშრომელთა ქცევის ეთიკის ნორმების დოკუმენტის შექმნაში.
ვინ ვართ ჩვენ?
სოლიდარობის თემი სამოქალაქო ორგანიზაციაა, რომელიც ჩამოყალიბდა 2021 წლის ივნისში. მისი მისიაა რეგიონში (აჭარის) სოციალური და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება, სოლიდარობის პრაქტიკების დამკვიდრების ხელშეწყობა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა.
ორგანიზაციის მიზანია: ქართველი მუსლიმების რელიგიური იდენტობის, უფლებრივი საკითხებისა და ისტორიის კვლევა; ქალების, ახალგაზრდების, ლგბტ პირებისა და ეკომიგრანტების უფლებრივი საკითხების შესწავლა და დაცვა; კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და წარმოჩენა; რეგიონალური და სათემო განვითარების ხელშეწყობა.
ორგანიზაცია ორიენტირებულია სოლიდარული, სამართლიანი და ინკლუზიური სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობისაკენ, სადაც ყველა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელს შეეძლება საკუთარი უფლების დაცვა, ღირსეული და უსაფრთხო ცხოვრება.
სოლიდარობის თემის ორგანიზაციული გაძლიერება და განვითარება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ მხარდაჭერილი პროექტია, რის შედეგადაც ის უნდა გახდეს უფრო ეფექტური, მოქნილი და ძლიერი გაერთიანება.
ექსპერტის მიერ განსახორციელებელი საქმიანობა:
- სოლიდარობის თემის გუნდთან ერთად შინაგანაწესისა და თანამშრომელთა ეთიკის ქცევის ნორმების დოკუმენტზე მუშაობა.
- სოლიდარობის თემის შინაგანაწესის დოკუმენტის შემუშავება
- სოლიდარობის თემის თანამშრომელთა ქცევის ეთიკის ნორმების დოკუმენტის შემუშავება
ექსპერტის კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება იურისპრუდენციაში, ორგანიზაციულ განვითარებაში, სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის შექმნაში; სოციალურ მეცნიერებებში ან მომიჯნავე დარგებში;
- შინაგანაწესისა და თანამშრომელთა ეთიკის ქცევის ნორმების დოკუმენტზე მუშაობის გამოცდილება;
- მრავალფეროვან ჯგუფთან მუშაობის გამოცდილება;
- დროის მართვისა და ინტერპერსონალური კომუნიკაციის ეფექტური უნარი.
- რეგიონულ ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაოს აღწერა
- სოლიდარობის თემის ორგანიზაციული მუშაობის გაცნობა
- სოლიდარობის თემის შინაგანაწესისა და თანამშრომელთა ეთიკის ქცევის ნორმების დოკუმენტების შექმნაზე მუშაობა.
- დოკუმენტებზე მუშაობისას სამუშაო შეხვედრების ფასილიტაცია (დისტანციურად და პირისპირ)
- საბოლოო დოკუმენტების ფორმირება
ანაზღაურება
ანაზღაურება გაიცემა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით ეროვნულ ვალუტაში.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე solidaritycommunityinfo@gmail.com, სათაურის ველში მიუთითეთ “ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი“. შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ იმავე მეილზე.
დაინტერესებულმა პირებმა (ფიზიკურმა პირებმა) გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 15 ნოემბრის 18:00 სთ-მდე.
სოლიდარობის თემი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატს.