პროექტები

თანაბარი შესაძლებლობები მეტი მრავალფეროვნებისთვის აჭარაში

“თანაბარი შესაძლებლობები მეტი მრავალფეროვნებისთვის აჭარაში” პროექტი მხარდაჭერილია და ფინანსდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ. (Embassy of the Netherlands in Georgia) პროექტის მიზანია: აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ქალების, ქვიარ ინდივიდებისა და აქტივისტების ფსიქიკური ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში სოლიდარობის თემის მიზნები იყოფა სამ ამოცანად:  1. ქართველი მუსლიმი ქალების ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კარიერული განვითარების უნარების […]

თანაბარი შესაძლებლობები მეტი მრავალფეროვნებისთვის აჭარაში Read More »

მდგრადი სოლიდარობის თემი

2023 წლის 27 დეკემბერს დავიწყეთ „მდგრადი სოლიდარობის თემი“ პროექტის განხორციელება, რაც გულისხმობდა, ა(ა)იპ სოლიდარობის თემის ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომზადდა საპროექტო განაცხადი პროექტისთვის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“. ორგანიზაციამ დაიწყო 2023 წლის აუდიტის განხორციელება, რაც დასრულდება სექტემბრის თვეში. სოლიდარობის თემის თანამშრომლებს გადაწვის საწინააღმდეგო თერაპიები ჩაუტარდათ ორი დღის განმავლობაში.  პროექტი განხორციელდა 2023 წლის 27 დეკემბრიდან – 2024

მდგრადი სოლიდარობის თემი Read More »

ახალგაზრდები მომავლის არჩევნებისთვის

პროექტი “ახალგაზრდები მომავლის არჩევნებისთვის” ხორციელდება Dalan Fund-ის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ სამდღიანი საზაფხულო საინფორმაციო ბანაკი არჩევნების საკითხებზე. მომზადდება რვა საინფორმაციო ვიდეო და სოციალური კამპანიისთვის ქაღალდის ჩანთები. პროექტის განხორციელების პერიოდია 2024 წლის 12 ივლისიდან 2024 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით. პროექტ “ახალგაზრდები მომავლის არჩევნებისთვის” ბიუჯეტი შეადგენს 10 000 დოლარს.

ახალგაზრდები მომავლის არჩევნებისთვის Read More »

COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა

„COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა” 8-თვიანი პროექტია, რომელიც დააფინანსა ევროკავშირმა (EU) მიერ და ხორციელდება ERIM (ყოფილი IREX Europe) და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის (HRHT) მიერ. პროექტის მთავარი მიზანი არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობის და მდგრადობის ხელშეწყობა, რაც მათ საშუალებას მისცემს შეამსუბუქონ COVID-19- ის უშუალო და გრძელვადიანი გავლენა. აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 18433

COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა Read More »