წერილი მომავალს
სახლიდან სამსახურში ფეხით მისვლა ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია, აქამდე ეს რუტინა არ იყო ისე მოსაწყენი, როგორც ახლა. ვაკვირდები სარეკლამო ბანერებს, განცხადებებს და თითქოს ყველა ერთმანეთს ჰგავს, საუბარში ერთმანეთთან გაზიარებული გულისტკივილიც საერთოა, თუმცა ჩურჩულით წარმოთქმულ ფრაზებში ზოგიერთი სიტყვა გაუგებარიც კია. აზრი ერთია: დაბალი ხელფასები; მაღალი ფასები; განათლების დაბალი ხარისხი; ნეპოტიზმი; კორუფცია; ჯანმრთელობის პრობლემები; შვილების მომავალზე წუხილი… სახლში […]