12 ოქტომბერს, 17 საათზე, ბათუმის ბულვარში – კოლონადებთან, გიწვევთ სამოქალაქო დიალოგზე.სამოქალაქო დიალოგი ეს არის შეხვედრების სერია, სადაც მონაწილეები საუბრობენ საზოგადოებისთვის აქტუალურ პრობლემებზე, პოულობენ საერთო ენას და ერთიანდებიან საზიარო ინტერესების ირგვლივ.დიალოგის მონაწილეებს საკუთარ ხედვას გააცნობენ:
რამინ მაჭარაშვილი- აჭარაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრებს;
ნესტან ანანიძე – საფრთხეზე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობას ემუქრება აჭარაში;
ჯემალ საგინაძე – გოდერძის განვითარების გეგმაზე და პრობლემებზე, რასაც ის კურორტს შეუქმნას;
თამაზ მგელაძე – ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის დაბრკოლებებზე;
მზიური ბალაძე – უსახლკარობაზე აჭარაში და ამ დღეებში მიმდინარე პროტესტზე;
ნანო ზაზანაშვილი – ბათუმის ურბანულ კატასტროფაზე;
გია ჭანტურია კი აჭარის ეკონომიკური განვითარების მცდარ მოდელზე გაამახვილებს ყურადღებას.შეხვედრის პარალელურად გაიმართება ფოტოგამოფენა „ქართული ხის მეჩეთები“.შეხვედრა დასრულდება ეკა წოწორიას დოკუმენტური ფილმის “გველეშაპი“ ჩვენებით. ფილმი მოგვითხრობს ბალდის პროტესტზე.
