შემაჯამებელი შეხვედრა ბათუმში

12 ოქტომბერს, 17 საათზე, ბათუმის ბულვარში – კოლონადებთან, გიწვევთ სამოქალაქო დიალოგზე.
სამოქალაქო დიალოგი ეს არის შეხვედრების სერია, სადაც მონაწილეები საუბრობენ საზოგადოებისთვის აქტუალურ პრობლემებზე, პოულობენ საერთო ენას და ერთიანდებიან საზიარო ინტერესების ირგვლივ.
დიალოგის მონაწილეებს საკუთარ ხედვას გააცნობენ:
🔹რამინ მაჭარაშვილი- აჭარაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრებს;
🔹ნესტან ანანიძე – საფრთხეზე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობას ემუქრება აჭარაში;
🔹ჯემალ საგინაძე – გოდერძის განვითარების გეგმაზე და პრობლემებზე, რასაც ის კურორტს შეუქმნას;
🔹თამაზ მგელაძე – ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის დაბრკოლებებზე;
🔹მზიური ბალაძე – უსახლკარობაზე აჭარაში და ამ დღეებში მიმდინარე პროტესტზე;
🔹ნანო ზაზანაშვილი – ბათუმის ურბანულ კატასტროფაზე;
🔹გია ჭანტურია კი აჭარის ეკონომიკური განვითარების მცდარ მოდელზე გაამახვილებს ყურადღებას.
შეხვედრის პარალელურად გაიმართება ფოტოგამოფენა „ქართული ხის მეჩეთები“.
შეხვედრა დასრულდება ეკა წოწორიას დოკუმენტური ფილმის “გველეშაპი“ ჩვენებით. ფილმი მოგვითხრობს ბალდის პროტესტზე.