ბლოგი

ქალისთვის ყოველი დღე ბრძოლაა

ნაილეს დილა ტრადიციულად დაიწყო. დილის 5 საათზე, ჯერ კიდევ ბინდი და ნისლი რომ ერთურთს ელამუნებოდა. ორსართულიანი ხის სახლის მეორე სართულის პატარა ოთახში, ფერადი ნაქარგებით სავსე თეთრზეწრიანი, საბანგადაფარებული საწოლიდან ფეხაკრეფით გამოძვრა თხელი სხეული. ხელის ცეცების გარეშე შეეძლო კუთხეში მიკეცილი ტანსაცმლის გადაცმა ისე, რომ ოთახში მჭიდროდ განლაგებულ საწოლებზე მიძინებული ხუთი შვილი არ გაეღვიძებინა.  რუტინულად წაიკრავდა თავზე სილგის, […]

ქალისთვის ყოველი დღე ბრძოლაა Read More »

მორჩილება “კარგი გოგოს” სტატუსისთვის და ურჩი ქალის სევდა მთაში

ძალადობა – ეს ტერმინი ყველა ასაკში სხვადასხვაგვარად მესმოდა. კალენდარზე ყოველი წლის ცვლილებასთან ერთად სხვაფერდებოდა, სეზონის გამოცვლასთან ერთად იმ სეზონივით ფერებს იცვლიდა, რომელი სეზონიც დგებოდა: ზამთარში უფრო ცივი იყო, გაზაფხულზე უფრო მეფერადებოდა, ზაფხულში ცოტა რუჯისფერი ხდებოდა, შემოდგომაზე კი ყველა ძალადობის ფაქტი მცვიოდა კანიდან, როგორც ხეებს ცვივა ფოთლები. ძალადობა ბავშვობისას სათამაშოს დათმობა მეგონა, ბზრიალას თუ თოჯინას გამო

მორჩილება “კარგი გოგოს” სტატუსისთვის და ურჩი ქალის სევდა მთაში Read More »