ჭვანის მეჩეთი
ჭვანის ხის მეჩეთი შუახევის მუნიციპალიტეტის ვარჯენაულის უბანში მდებარეობს და აგებულია 1894-1895 წლებში. სამწუხაროდ, მშენებლის ვინაობა უცნობია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ხის მეჩეთებს, რომელთა ექსტერიერი ჩვეულებრივი აჭარულის ხის სახლების მსგავსია, ადგილობრივი მოსახლეობა აგებდა. ხოლო, ინტერიერის – ხის ჩუქურთმებისა და ნახატების ავტორნი, როგორც წესი, ლაზი ოსტატები არიან. შენობას ჩრდილოეთის მხრიდან აქვს მოჩუქურთმებული ორფრთიანი კარი, რომელიც ჰოლში შედის. დიდი […]