რაც არ ისმის
დილაა.ქალაქს ჯერ კიდევ სძინავს.გარე განათება დაღლილი ციმციმით ანათებს ცარიელ ქუჩებს. სიჩუმეა, ისეთი სიჩუმე, როგორიც ღვთის მოლოდინში მყოფ სამყაროს აქვს. მოულოდნელად ჰაერში რაღაც ნაზი, სევდანარევი ხმა იბადება.შორიდან მოედინება, ცვარივით ეშვება სახურავებს, ბზარებსა და ფანჯრებს შორის.ეს ეზანია.ვერ ვხედავ იმ ადამიანს, ვინც კითხულობს.მაგრამ ვგრძნობ – ეს ხმა სხეულს ეკუთვნის, სულს, ოჯახს, რწმენას… ეზანი ქალაქს მუსლიმი თემის არსებობას ახსენებს […]

